Blockchain Technology Foundation დაარსებიდან სამხრეთ კორეაში მდებარეობდა, თუმცა, ცოტა ხნის წინ, ფონდმა მსოფლიოში ყველაზე დიდი მაინინგის ფერმის და კრიპტოვალუტის გამცვლელი პუნქტის შექმნასთან დაკავშირებით პარაგვაის მთავრობასთან მოლაპარაკებები გამართა.
ჩვენ მკითხველებს გაუკვირდებათ და პარაგვაი, განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია და მთელი ქვეყნის ელექტროენერგია, ჰიდროელექტროსადგურებზე მუშავდება. ჰესი „იტაიპუ“ - მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ჰესია და ის წელიწადში 100 მილიარდ კვ/საათში ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ქვეყნის რეზიდენტები ამ ენერგიის 20% იყენებენ, დანარჩენი კი - ექსპორტზე გადის.
აღსანიშნავია, რომ ჰესი სახელმწიფოს ეკუთვნის და ფონდმა Blockchain Technology-მ მთავრობასთან ხელშეკრულება დადო, რომლის თანახმად, მისთვის, მინიმუმ 5 წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის საფასური 80% ნაკლები იქნება.
გარდა ამისა, პარაგვაის ხელისუფლება ფონდს მოხმარებაში 5 მიწის ნაკვეთს მიცემს, რომელთა საერთო ფართი 50000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ეს მიწა პროექტ “Golden Goose”-ის („ოქროს ბატი“), გასაშვებად გამოიყენება - პროექტის, რომელიც უმსხვილეს მაინინგის ფერმას და ბიტკოინების უმსხვილეს გამცვლელ პუნქტს გააერთიანებს.
ფონდი Blockchain Technology Foundation-ი პროექტი “initial exchange offering”-ის დაფინანსებას ICO მოდელის დახმარებით გეგმავს. თანამშრომლების თქმით, ტოკენების მფლობელები მაინინგიდან 30% და 70% გამცვლელი პუნქტის ყოველდღიური მოგებიდან მიიღებენ. დივიდენდების გადახდა MicroBitcoin-ში მოხდება და მათი USD-ში გადაცვლა რამოდენიმე პუნქტში იქნება შესაძლებელი.
CCN-ის პრეს-რელიზის თანახმად, პარაგვაის ვიცე-პრეზიდენტმა უგო ველასკეს მორენომ თქვა:
პარაგვაის ხელისუფლება პროექტ Golden Goose-ს აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს და მას, კონსტიტუციის რამოდენიმე პარაგრაფის გადახედვის გზით, საგადასახადო შეღავათებს დაუწესებს.
მორენოს ციტატის ბოლო ნაწილს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. როგორც აღმოჩნდა, კრიპტოვალუტისთვის სპეციალური შეღავათიანი სტატუსის მინიჭების მიზნით, პარაგვაის ხელისუფლება მართლაც გადახედავს კონსტიუტუციას. აღნიშნული მოვლენა, მთელი კრიპტოვალუტური სამყაროსთვის უდიდესი წინსვლაა.
ამ ეტაპზე, გამცვლელი პუნქტის და ტოკენის გაშვების კონკრეტული თარიღი არ სახელდება.
მასალების მიხედვით ccn.com
ასევე წაიკითხეთ
Coinmine ახალბედებისთვის მაინერს გამოუშვებს
კომპანია Coinmine - მაინინგის აღჭურვილობის ბაზარზე გადის, მოულოდნელი კონცეპციით "მიცხე მაინინგი მასაში!"
ჩინეთის სკოლის დირექტორი, სამუშაო ადგილზე, მაინინგის გამო კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს
ჩინეთის სკოლის ადმინისტრაციის ორი წარომომადგენელი სამუშაო ადგილას Ethereum-ის მაინინგისთვის ელექტრონერგიის მოპარვაში დაადანაშაულეს.