გუშინ კომპანია Razer-მა კომპიუტერებისთვის ახალი დანართის გაშვება დააანონსა. დანართი გეიმერების უქმად მყოფი ძლიერი კომპიუტერების GPU-ს სიმძლავრეებს კრიპტოვალუტის მაინინგისთვის იყენებს.
ადამიანები, რომლებიც ამ დანართს გამოიყენებენ, Razer Silver-ის ვირტუალური კრედიტებით დასაჩუქრდებიან იმის მიხედვით, თუ რამდენ ხანს ისარგებლებენ ამ დანართით.
„იმის ნაცვლად, რომ ეს სიმძლავრე და ენერგია ტყუილად გავაცდინოთ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კომპიუტერმა სარგებელი მოგვიტანოს, მაშინაც კი, როცა კლავიატურასთან არ ვზივართ. გარდა ამისა, არაფრის გაკეთება არ მოგიწევთ-უბრალოდ SoftMiner-ი გადმოტვირთეთ და თვალი ადევნეთ იმას, დანართი თქვენთვის Razer Silver-ს როგორ გამოიმუშავებს.“- განაცხადა Razer-ის გენერალურმა დირექტორმა.
კომპანია Gamma-მ ბლოკჩეინ-დანართი შეიმუშავა, რომელიც გეიმერების კომპიუტერების უქმად ყოფნის დროს კრიპტოვალუტის მაინინგისთვის იყენებს. ამგვარად, Gamma-ს ტექნოლოგია Razer- ზე დარეგისტრირებული 50 მილიონზე მეტი გეიმერისთვის შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს.
„Soft Miner-ი Razer-ის საზოგადოების წევრებისთვის კრიპტოვალუტების განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანის საუკეთესო ხერხია, ასევე სანაცვლოდ საინტერესო ჯილდოების მიღების საშუალებაც.“- განაცხადა Gamma-ს გენერალურმა დირექტორმა გაბრიელ შილინგერმა.
გეიმერები SoftMiner-თან მუშაობისთვის ნამდვილ ციფრულ ვალუტას არ მიიღებენ, ამის ნაცვლად ისინი კომპანიის ტოკენებს- Razer Silver-ებს მიიღებენ, რომლებსაც შემდგომში უნიკალურ სათამაშო საგნებსა და Razer Store-ში ფასდაკლებაზე გაცვლიან.
მასალების მიხედვით www.ubergizmo.com
ასევე წაიკითხეთ
GPU-ს გამოყენებით Ethereum-ის მაინინგის მომგებიანობა შემცირდა
საერთაშორისო სავაჭრო და ტექნოლოგიური ფირმა Susquehanna-ის მიერ გამოქვეყნებულმა ახალმა მონაცემებმა აჩვენა, რომ GPU-ს გამოყენებით მაინინგ Ethereum-ისგან მიღებული მოგება ნოემბრის თვეში ნულამდე დაეცა. იმის გათვალისწინებით, როომ ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულში Ethereum-ის მაინერები თვეში 150 $-ს ღებულობდნენ
CEO $251 მილიონის ღირებულების მაინინგ ფერმის აშენებას გეგმავს
კომპანიის გენერალური დირექტორი, რომელიც ბიუიტიდან (მონტანა) დასავლეთით დატა ცენტრის მშენებლობას აპირებს, ბიტკოინის ფასის ვარდნასთან დაკავშირებით, რომლის ფასიც $3200-მდე დაეცა, სულაც არ ღელავს. სინამდვილეში, Power BLock Coin LCC თანადამფუძნებელი აარონ ტილტონი თვლის, რომ ფასის ვარდნა ზოგიერთ მაინერს აწყობს კიდევაც.