ვენესუელა ყველაფერს აკეთებს, რათა პირველი ქეყანა გახდეს, რომელმაც ნაციონალური კრიპტოვალუტა გაუშვა

ვენესუელა ყველაფერს აკეთებს, რათა პირველი ქეყანა გახდეს, რომელმაც ნაციონალური კრიპტოვალუტა გაუშვა

სახელმწიფომ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტამ ეკონომიკური პრობლემები უნდა შეამსუბუქოს, რაც ტრადიციულ ფიატურ ვალუტასთან არის დაკავშირებული და ქვეყანაში ფართო მოხმარების საგადასახადო საშუალება გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოსაზოგადოების დიდმა ნაწილმა Petro-ს მიმართებაშიში თავისი სკეპტიკური აზრი გამოხატა და, მიუხედავად შტატების აქტიური კამპანიისა, ნაციონალური კრიპტოვალუტის მიმართებაში, ვენესუელის მთავრობა გაუფასურებული ბოლივარის ნაცვლად Petro-ს ალტერნატიულ გაშვებას გვთავაზობს.

კრიპტოვალუტის გაშვების თარიღად დაანონსბეული იყო მარტი, მაგრამ სადაო კრიპტო-პროექტი მაინც ვერ რეალიზდა. ნაციონალური მონეტა PTR კიდევ ნახევარი წლით დარჩა მიუღწეველი.

ამ დროის მანძილზე, ჰიპერინფლაციის დამარცხების მცდელობასთან ერთად, ვენესუელამ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა, რათა მსოფლიოს პირველი დამოუკიდებელი კრიპტოვალუტა გაუშვას მიმოქცევაში. ICO-მ Petro-ს წინასწარი გაყიდვები დაიწყო, რითაც 3,3 მილიარდ დოლარზე მეტი შეაგროვა, ჯერ კიდევ გამოუსვლელმა კრიპტოაქტივმა შექმნა ახალი ვალუტა - დამოუკიდებელი ბოლივარი, რომელიც მიბმულია Petro კიპტოვალუტასთან. ვენესუელის ნაციონალური საკონსტიტუციო შეკრებამ რეფორმისთვის მზადება დაიწყო, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებებს მოიცავს, ცენტრალური ბანკისა და უზენაეს სასამართლოს მუშაობის პროცესს, ეს ყველაფერი საჭიროა კრიპტოაქტივების ფულად-საკრედიტო და სახელმწიფოს ფინანსურ პოლიტიკაში დანერგვისთვის.

მიუხედავად პრეზიდენტისა და ხელისუფლების ხმამაღალი და ოპტიმისტური განცხადებებისა, ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ბოლო დედლაინი რომელიც პირველი ოქტომბრისთვის იყო ჩანიშნული, ასევე არ მოუტანია რაიმე დადებითი შედეგბი. Petro კვლავ რჩება აჩრდილათ, რომელის ყიდვა ან გაყიდვა ქვეყანაში შეუძლებელია.

ნაციონალური კრიპტოვალუტის გამოშვების ბოლო თარიღი 5 ნოემბერი არის ჩანიშნული. სახელმწიფომ გამოაცხადა რომ ორშაბათიდან მონეტა ხელმისაწვდომი იქნება ყიდვისთვის რამოდენიმე ოფიციალური კრიპტოპლატფორმის დახმარებითა და ეროვნული ხაზინის მეშვეობით.

გამოცხადებული თარიღებისთვის ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ Petro კანონიერ გადახდის საშუალებად აღიარა. სასამართლო პროცესის დროს, მუშების უფლებების კომპენსაცია 266 კრიპტოერთეულით განისაზღვროს, სასამართლომ მუშების სასარგებლოდ დაამტკიცა , რამაც კრიპტოაქტივი ოფიციალურად აღიარა. 

დადგენილების შემდეგ უზენაესმა სასამართლომ შემდეგი ნაბიჯი გადადგა და დაამტკიცა "Petro-ს კრიპტოაქტივისა და დამოუკიდებელი კრიპტოვალუტის შესახებ ბრძანება" მიღებული ბრძანება ოფიციალურად აღიარებს ეროვნულ ვალუტა Petro-ს გაცვლითი ერთეულით და ხელს უწყობს მის გამოყენებას სახელმწიფო უწყებებსა და კერძო კომპანიებში ქვეყნის და მის საზღვრებს გარეთ.


ასევე წაიკითხეთ

29662018-12-21

15 ქვეყნის ცენტრალური ბანკი მზადაა კრიპტოვალუტის შექმნას მხარი დაუჭიროს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 15 ქვეყანა განიხილავს მსოფლიო ფინტექ ტენდენციებთან მიერთებისა და გადახდის ერთიან ფორმად ციფრული ვალუტების მიღების შესაძლებლობას. მოხსენებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ორი ძირითადი მიზეზი გამოყო, თუ რატომ არის შესაძლებელი ასეთი გადაწყვეტილების მიღება.

ეროვნული კრიპტოვალუტები, ბანკები
33262018-11-12

ირანი: ციფრული რეალობა სულ უფრო ახლოსაა

როგორც ჩანს ვენესუელი მსგავსად, ირანელებმაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარების გზას დაადგნენ. ირანის კიბერსივრცის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის აბოლჰასან ფირუზაბადის განცხადებით: „კრიპტოვალუტური მაინინგი ეს ის დარგია, რომელიც ირანში აუცილებლად უნდა განვითარდეს“. მისი თქმით, კრიპტოვალუტურ სივრცეში მაინინგი ერთ-ერთი ძირითადი სფეროა. ამიტომაც უახლოეს მომავალში ციფრული ვალუტის მოპოვების ლეგალიზაციისთვის სპეციალური პლატფორმა შეიქმნება.

ეროვნული კრიპტოვალუტები

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან ეროვნული კრიპტოვალუტები

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64292018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43182018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33692018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33522018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32742018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain