შვედური ბანკ Klarna-ს აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ ბანკ-მონოპოლისტების ერა დასასრულისკენ მიდის. ფინანსურ ტექნოლოგიების პრეტენდეტების მხრიდან დიდი კონკურენციის ფონზე, ბანკები მომავალში კლიენტების მასიურ დაკარგვასა და შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში ჩვეულებრივი სისტემების ჩამონგრევა ელოდება.
ბანკები ბოლო დრომდე, რაც კლიენტების მონაცემებს ეხებოდა, უპირატესობით სარგებლობდნენ. მიმდინარე ანგარიშებიდან საკრედიტო ბარათებამდე, საბანკო გიგანტებს უზარმაზარ ინფორმაციასთან ჰქონდათ წვდომა, რომელზეც ფინანსური ტექნოლოგიების კონკურენტები (fintech) მხოლოდ თუ იოცნებებდნენ.
ახლა კი ევროპაში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ევროსაბჭოში მომუშავე ბანკები, იძულებულები გახდებიან გარე ფირმებს მხოლოდ კლიენტის თანხმობის შემდეგ გასცეს. ევროკავშირის კანონმდებლები იმედოვნებენ, რომ საგადასახადო მომსახურეობის დირექტივების (PSD2) გადახედვის შემოღება, არასაბანკო ფირმებს საგადასახადო ბიზნესში კონკურენციის საშუალებას, ახალი ფინანსური პროდუქტების შექმნითა და მომხმარებლებს ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურეობის მიღების დიდ არჩევანის შეთავაზებით, მისცემს.
ასეთი შესაძლებობა, "ღია ბანკინგად" ცნობილი, როგორც კონცეპტუალური გადასვლის ნაწილი გამოჩნდება. მომხრეები იძახიან, რომ არასაბანკო ფირმები გახსნილი საბანკო სტრუქტურის დროს - მაგალითად მსხვილი კორპორაციები, როგორიცაა Amazon-ი და IBM-ი - საბანკო მონაცემების გამოყენებით, შეძლებენ ფინანსური პროდუქტი შექმნან.
შვედური ბანკ Klarna-ს ხელმძღვანელი სებასტიან სემიატკოვსკი თვლის, რომ თანამედროვე სახით საბანკო სისტემა თავის ბოლო 10 წლეულს ცხოვრობს, შეიძლება უფრო ცოტას, თუ fintech სექტორის განვითარების სწრაფ ტემპს გავითვალისწინებთ.
მისი აზრით, PSD2-ის შემოღება საფინანსო მომსახურეობის ბაზარზე უზარმაზარ კონკურენციას შექმნის და მომდევნო 5 წელიწადში შეძლებს დღევანდელი ბანკების მონოპოლიის გაუქმებას.
ამისთვის, ბაზარზე ყველა პირობა მომწიფდა: კლიენტები მზად არიან ახალ მომსაურებაზე გადართვისთვის, ხოლო ფინტექს-ფირმები, ახალი პლატფორმების შეთავაზებისთვის მზად არიან. ასეთი სტარტაპები როგორც ბანკები ისე მუშაობენ, მაგრამ ინტერნეტში უკვე ციფრულ მომსახურეობას სთავაზობენ და არ გააჩნიათ ფიზიკური განყოფილება.
სემიატკოვსკის სიტყვებით ფინანსური გიგანტები ვალდებულები არიან შექმნან “მაგარი რამეები”, რათა მათი კონკურენტების მიერ შექმნილ ინოვაციებს არ ჩამორჩნენ
Klarna-ს ხელმძღვანელი თვლის, რომ არსებულ ბანკებს ფინტექს-ფირმებთან კონკურენციის შენარჩუნებისთვის სამი ვარიანტი არსებობს
-ბიზნესის ციფრულ მართვაში ტრანსფორმაცია
შერწყმისა და შთანთქავის (M & A) გზების გამონახვა, ფინტექს-კონკურენტების გამოსყიდვის გზით;
-უბრალოდ ბაზრიდან წასვლის.
ასევე წაიკითხეთ
მსოფლიოში პირველი საინვესტიციო ბანკი ბლოკჩეინზე
ამჟამად, მალაიზიაში რამდენიმე მსხვილი კომპანია ერთობლივად მსოფლიოში პირველი საინვესტიციო ბლოკჩეინ-ბანკის შექმნაზე, კრიპტოვალუტური გადახდების გადამუშავების ცალკეული ქვედანაყოფით მუშაობს. მოცემული მოვლენა მრეწველობის განვითარების შემდეგი საფეხურია.
Coinbase wallet ახლა უკვე ETC-ს მხარდაჭერას უზრუნველყოფს
ორშაბათს, კრიპტოვალუტის გამცვლელმა პუნქტმა Coinbase-მა განაცხადა, რომ Ethereum Classic-ის მხარდაჭერას Coinbase Wallet-ში ჩაამატებს. დამატების მეშვეობით, ამ ეტაპზე, Coinbase Wallet-ს Ethereum (ETH), Ethereum Classic (ETC) და Ethereum-ის ბლოკჩეინზე შემუშავებულ 100 000 ERC20 ტოკენის მხარდაჭერა აქვს.