რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსი მიხაილ მიშუსტინი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტა ადამიანებს გადასახადების გადახდისგან თავის არიდების და შესაბამისად სახელმწიფოს მოტყუების საშუალებას აძლევს.
მიშუსტინის აზრით მოვიდა დრო, რომ სახელმწიფომ მიაქციოს ყურადღება „ამ ვითომ ფულს და საგადასახადო სისტემებს, რომლებიც მოქალაქეებს გადასახადებისგან თავის არიდების საშუალებას აძლევს“.
„კრიპტოვალუტა არც ფულია და არც გადახდის საშუალება, ეს უფრო ფინანსური ინსტრუმენტია“ - განაცხადა მან. სწორედ ამიტომაც კრიპტოვალუტური ოპერაციები ფასიანი ქაღალდების მსგავსად უნდა დაიბეგროს.
ამავე ლოგიკის თანახმად, გადასახადები მაინინგზე და მაინერებიც უნდა გავრცელდეს. ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსი არ ეთანხმება კანონპროექტიდან „ციფრული ფინანსური აქტივების შესახებ“ მაინინგის განსაზღვრის ამოღებას.
რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახური ციფრულ აქტივებზე გადასახადების გავრცელებაზე აქტიურად მუშაობს და ამავდროულად კრიპტოვალუტურ ბაზაზე გამჭირვალობის პრინციპის დანერგვას აპირებს. როგორც ჩანს რუსეთის ცენტრალური ბანკი ამ ინიციატივას მხარს სრულად უჭერს. არც ისე დიდი ხნის წინ ცენტრალურმა ბანკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მოსკოვის საბითუმო ბაზრები კრიპტოვალუტის გამოყენებით ფარულ მაქინაციებს აწარმოებენ. ამ განცხადებაზე კრიპტოექსპერტების აშკარა სკეპტიციზმის მიუხედავად ცალსახაა, რომ ხელისუფლება საკანონმდებლო დონეზე კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული საგადასახადო საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებს.
დღევანდელი დღის მდგომარეობით კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა რუსეთში არ არსებობს. თუმცა არ გარემოებამ რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის იურიდიული პირების დაბეგვრის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ანდრეი კონკოვს ერთობ უცნაური განცხადების გაკეთებაში ხელი არ შეუშალა. კონკოვის აზრით გადასახადების გადამხდელები უკვე დღეს არიან ვალდებულნი ყველა კრიპტოვალუტური ოპერაციიდან გადასახადი გადაიხადონ.
უცნობია ამ ყველაფრის შემდეგ დაჩქარდება თუ არა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის მიღების პროცედურა.
ასევე წაიკითხეთ
პირველმა ინდურმა კრიპტომატმა სულ ერთი კვირა "იცოცხლა"
ინდოეთში მოახდინეს დემონტაჟი პირველი პომპიანი კრიპტოვალუტის აპარატის, რომელიც მხოლოდ ერთი კვირის წინ სავაჭრო ცენტრ Kempfort Mall-ში დააყენეს, მისი მფლობელი კი რეგულატორის ნებართვის გარეშე მოწყობილობის დაყენებისთვის დააპატიმრეს. ქალაქ ბენგალურუს პოლიციამ საქმე ტერმინალის ნებართვის გარეშე დაყენების ფაქტზე აღძრა და ასევე დააკავა კომპანია „ხარიშა“-ს დამფუძნებელი.
ესპანეთის საგადასახადო სამსახური კრიპტოვალუტის მფლობელებისგან გადასახადს ითხოვს
ესპანური საგადასახადოს ორგანოების კრიპტოვალუტის მფლობელების იდენტიფიკაციის მცდელობა, გაწეულ ხარჯებს ამართლებს. რამოდენიმე ფირმაში გამოძიების ჩატარების შემდეგ, სახელმწიფო ხაზინა კრიპტოვალუტაზე ახალი გადასახადის შემოღების მიზეზს ეძებს.