ისრაელის საგადასახადო სამმართველო (ITA) შესაბამის ზომებს ატარებს იმ პირების მიმართ, რომლებიც კრიპტოვალუტისგან გადასახადების გადახდას არიდებს თავს. ისრაელის კრიპტოტრეიდერებისთვის შესაბამისი გაფრთხილება უკვე გამოქვეყნებულია.
ITA-მა ისრაელის იმ ასეულობით მოქალაქისთვის საგადასახადო ანგარიშები გახსნა, რომლებიც კრიპტოვალუტისგან მიღებულ შემოსავალში არიან იდენტიფიცირებულნი.
მარეგულირებლის მტკიცებით, იმ პირების გამოვლენა რომლებსაც კრიპტოვალუტური ოპერაციებისგან მიღებული შემოსავლის დამალვაში ედებათ ბრალი, მკაცრი ზომები იქნება გატარებული. როგორც წესი „ასეთი მოქალაქეები ხშირად დადიან საზღვარგარეთ სათანადო ფინანსური სახსრების არ ქონის პირობებში, ან ერთდროულად უძრავი ქონების რამდენიმე ობიექტს ფლობენ“.
ისრაელის კანონმდებლობის თანახმად, ციფრული მონეტები „ფინანსურ აქტივებთან“ არიან გაიგივებულნი და 30 %-იანი გადასახადით იბეგრებიან. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ისრაელის მთავრობის განცხადებით ის ინვესტორებს შემოსავლების დეკლარირებისას გარკვეულ შეღავათებს გაუწევდა, წელს ITA მკაცრ მოქმედებაზე გადავიდა. ის მაქსიმალურად შეეცდება დაარწმუნოს ქვეყანაში ბაზირებული კრიპტოპლატფორმები რომ შეატყობინოს სააგენტოს კომპანიების ან ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული მსხვილი ტრანზაქციების შესახებ.
კრიპტოინდუსტრიის მარეგულირებელი ორგანოების მიმართ ისრაელში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ბარაქი კრიპტოვალუტებს მკაცრად აკრიტიკებდა და „ბიტკოინებს და სხვა მონეტებს“ „პონცის სქემებს“ უწოდებდა, თუმცა ამავდროულად ბლოკჩეინის უპირატესობას ხაზს უსვამდა.
გასულ თვეს ისრაელის ბანკმა 2017 წლის ნოემბერში შექმნილი უწყებათაშორისი ჯგუფის ოქმი გამოაქვეყნა. მოცემული ჯგუფის შექმნის მიზანი ისრაელის ეროვნული ვალუტის - შეკელის ციფრული ვერსიის გამოშვების უპირატესობების და შესაძლებლობების შესწავლა იყო. ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ „უახლოეს მომავალში“ ციფრული შეკელის შექმნის არანაირი საჭიროება არ არსებობს. თუმცა ამავდროულად განაცხადა, რომ „საჭიროა პრობლემის შესწავლის და მოვლენათა მონიტორინგის გაგრძელება“.
ასევე წაიკითხეთ
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო ეჭვობს, რომ, Tether-ი, 2017 წლის ბიტკოინის რალის დროს, მანიპულაციებში იღებდა მონაწილეობას
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო ეჭვობს, რომ, Tether-ი, 2017 წლის ბიტკოინის რალის დროს, მანიპულაციებში იღებდა მონაწილეობას
პოლონეთში კრიპტიგადასახადი შედის ძალაში
არც ისე დიდი ხნის წინ პოლონეთის მთავრობამ კანონშისაშემოსავლო გადასახადების თაობაზე ცვლილებები შეიტანა. ამიერიგან განახლებული კანონი, რომელიც ძალაში 2019 წლის 1–ელ იანვარს შევა, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ გადასახადებსაც მოიცავს.