თქვენ უკვე იცით როგორ ხვდებიან ინტერნეტ-რესურსების გვერდებზე javascript-მაინერები. ახლა კი გავერკვიოთ თუ როგორ გავიგოთ ჩვენს მიერ გახსნილი ჩანართებიდან, კონკრეტულად რომელი იყენებს ჩვენს რესურსებს კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის.
როგორც ადრე ავღნიშნეთ, რუხი მაინინგის მთავარი სიმპტომი თქვენი კომპიუტერის ან მობილური ტელეფონის მუშაობის შენელება და ზედმეტად გადახურებაა, მაშინაც კი როდესაც ის დატვირთული არ გაქვთ. პირველ რიგში საჭიროა იმ პროცესის პოვნა რომელიც სისტემას ტვირთავს. ამისთვის ყველაზე მარტივი მეთოდი „ამოცანათა დისპეჩერის“ (Task Manager) გამოყენებაა. უმეტეს შემთხვევაში, ის ზუსტად მიუთითებს იმ პროცესზე ან პროცესებზე, რომელიც თქვენს რესურს არიან დაპატრონებულნი.
შემოწმების შემდეგ „ამოცანათა დისპეჩერმა“ აჩვენა, რომ თქვენი ბრაუზერი უჩვეულოდ ბევრ რესურს მოიხმარს. ეს კი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რომელიღაც გახსნილი ვებ-გვერდი javascript-მაინერეს ან უბრალოდ არაოპტიმალურ javascript-ს შეიცავს. ნებისმიერ შემთხვეაში ასეთი გვერდი საჭიროებს აღმოჩენას და javascript-ის მოქმედების შეჩერებას.
თქვენი „რესურსების მჭამელი“ კონკრეტული ვებ-გვერდის მოძიება პოპულარული ბრაუზერების - Chrome და Opera გამოყენებით შეიძლება. ამისთვის ყოველ მათგანს ამოცანათა საკუთარი დისპეჩერი აქვს, რომელიც გახსნილი თვითოეული ვებ-გვერდის მიერ მოხმარებად რესურსებს (პროცესორის დატვირთვა, გამოყენებადი მოცულობა, ქსელური ტრაფიკის მოცულობა) ზუსტად ასახავს. Mac OS-ის შემთხვევაში Chrome-ის გამოყენებისას, ამოცანათა დისპეჩერის გამოძახებისთვის გახსენით მენიუ „ფანჯარა“ (Window) და მასში აირჩიეთ პუნქტი „ამოცანათა დისპეჩერი“ (Task Manager). Windows-სთვის განკუთვნილი Google Chrome-ის შემთხვევაში, „ამოცანათა დისპეჩერი“ (Task Manager) „დამატებითი ხელსაწყოების“ (Tools) მენიუშია მოთავსებული.
თუ Mac Os-დან ინტერნეტში შესვლისთვის თქვენ Opera ბრაუზერს იყენებთ, საქმე ცოტათი რთულდება. პირველ რიგში უნდა გახსნათ წვდომა მენიუზე „შემმუშავებელთან“, რისთვისაც გახსენით View და მასში აირჩიეთ ქვედა პუნქტი „შემმუშავებლის მენიუს ჩვენება“ (Show Developers Menu). აქ გამოჩნდება ახალი მენიუ „შემმუშავებელი“ (Developer). „ამოცანათა დისპეჩერზე“ (Task Manager) წვდომის მიღებისთვის, უბრალოდ გამოიყენეთ შესაბამისი პუნქტი მენიუში შემმუშავებელი“ (Developer). სტანდარტული Windows-სთვის გამიზნული Opera-ს შემთხვევაში მენიუ Developer თავისუფალ წვდომაშია, ამიტომაც „ამოცანათა დისპეჩერის“ (Task Manager) გამოძახება თქვენ მაქედან შეგიძლიათ.
მას შემდეგ რაც თქვენ მიაგენით ვებ-გვერდს ან/და პროცესს, რომელიც თქვენი ბრაუზერის მუშაობას აფერხებს, უბრალოდ მონიშნეთ შესაბამისი სტრიქონი და დააჭირეთ ღილაკს „პროცესის დასრულება“ (End Process). ზუსტად ასე შეიძლება თქვენი ბრაუზერის დახურვას. ამის შემდეგ სასურველია ბრაუზერის წაშლა და ინტერნეტიდან ახალი ვერსიის გადმოწერა. ამიერიდან თქვენ იცით როგორ მოიცილოთ მარტივად თავიდან javascript-ი დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის გამოუყენებლად.
ასევე წაიკითხეთ
ICO - სწავლის ძირი მწარე არის, ანუ როგორ არ მოვტყუვდეთ
ICO - Initial Coin Offering - რა იმალება ამ საკმაოდ ცნობილი უცხოური აბრევეატურის უკან? რატომ არ მცირდება ბლოკჩეინ-სტარტაპებში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა თუ მათი 90 % ლამაზად შეფუთული თაღლითური სქემებია.
მომხმარებლებს Electrum-ზე ფიშინგური შეტევა დაახლოებით 250 BTC დაუჯდა
27 დეკემბერს რამოდენიმე ადამიანმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საფულეებს ჰაკერები თავს დაესხნენ, და მათ დაახლოებით 250 ბიტკოინის მოპარვა შეძლეს (დაახლოებით $937 000). მოგვიანებით შეტევა კომპანია Electrum-მაც დაადასტურდა. მისი წარმომადგენლების თქმით, ჰაკერმა საფულის ყალბი ვერსია შექმნა, რათა ნამდვილი საფულეების მომხმარებლების პაროლი გაეგო.