კომპანია Tether-მა ბაჰამის კუნძულებზე ბანკში ანგარიში გახსნა

კომპანია Tether-მა ბაჰამის კუნძულებზე ბანკში ანგარიში გახსნა

კომპანია Tether Limited-მა სადაო სტეიბლკოინის USDT-ის ემიტენტმა, რომელიც დოლარით არის უზრუნველყოფილი, ბაჰამის კუნძულებზე ფინანსურ დაწესებულებასთან Deltec Bank-თან საბანკო ურთიერთობების შესახებ განცხადება გააკეთა.

Deltec ბანკმა კომპანიის ანგარიში მას მერე გახსნა, რაც გადაამოწმა, ნამდვილად შეუძლია თუ არა კომპანიამ USDT ტოკენის აშშ დოლართან მიბმულობა შეპირბულ ექვივალენტში უზრუნველყოს. CCN-ის ინფორმაციის თანახმად, იმის და მიუხედავად, რომ კომპანიამ ოქტომბრის მერე 1 მლრდ. აშშ დოლარის ღირებულების მეტი ტოკენი დაფარა, ბანკი Tether-ის გააცხადებას რამოდენიმე თვის განმავლობაში განიხილავდა.

ბნკმა კომპანია Tether Limited-ი კლიენტის სტატუსით, აქციონერთა შემოწმების, ბენეფიციარებისა და თანამშრომლების, ნებისმიერ მომენტში აშშ დოლართან მიბმულობის და სახაზინო ოპერაციების მართვის მეთოდების პოლიტიკის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ, მიუჩინა. შემოწმებას რამდენიმე თვე დასჭირდა, რაც დადებითი შედეგით დამთავრდა და შედეგად, ბანკმა ამ კომპანიის ანგარიში გახსნა.

Tether-მა ბანკიდან მიღებული წერილიც გამოაქვეყნა, რომელიც ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე 1,83 მილიარდი აშშ დოლარის ქონას ადასტურებს, რაც სავსებით საკმარისია 1,78 მილიარდ USDT ტოკენების უზრუნველსაყოფად. Deltec Bank & Trust Limited წერილში ხაზგასმულია ის მომენტი, რომ ბანკი საკუთარ თავზე არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს:

წინამდებარით ვადასტურებთ, რომ 2018 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, კომპანიის ანგარიში 1831 322 828 აშშ დოლარს განკარგავს. ამასთანავე, ვაცხადებთ, რომ ბანკი ტოკენების უზრუნველყოფის და ანაზღაურების პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. წერილის შინაარსი, ამ მომენტისათვის, ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზეა დაწერილი.

აქამდე Tether-ის Deltec Bank-თან ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია ღიად არ ვრცელდებოდა.  თავდაპირველად, ცნობილი იყო, რომ ფირმა პუერტო-რიკოში Noble Bank-თან თანამშორმლობს, რომელიც ამ ეტაპზე გამოტანილია გასაყიდად. ეს მას შემდგე მოხდა, რაც ბანკი კრიპტოინდუსტირიის რამდენიმე მსხვილმა კლიენტმა მიატოვა. ასევე აღსანიშნავია, რომ Tether-მა ივნისში იურიდიული კომპანია Freeh, Sporkin & Sullivan LLP-ის დაწერილი ანგარიში გამოაქვეყნა, რითაც დასტურედება, რომ მათ აუნაზღაურებელი USDT ტოკენების ღირებულების დასაფარად, 1 ივნისის მდგომარეობით, სათანადო სახსრები გააჩნიათ. 


მასალების მიხედვით ccn.com

ასევე წაიკითხეთ

29582018-11-01

კომპანია Swiss Crypto Tokens AG-მა ფრანკთან მიბმული სთეიბლკოინი გამოუშვა

შვეიცარიაში ახალი ობლიგაციები გამოსცეს, რისი დახმერებითაც ინვესტორები და ბლოკჩეინ სტარტაპები კრიპტოვალუტების სარისკო მერყეობას შემსუბუქებენ. კომპანია Swiss Crypto Tokens AG-მა ტოკენი გამოუშვა, რომელიც შვეიცარულ ფრანკთან მიბმული ობლიგაციებით არის უზრუნველყოფილი.

Стабильные коины
33132018-11-29

Tether-ი USDT-ის ფიატში პირდაპირი კონვერტირების საშუალებას კვლავ იძლევა

Tether-მა, სტეიბლკოინ USDT-ს ემიტენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად: მათ  „განახლებული პლატფორმა გაუშვეს, რომელიც ახალი კლიენტების ვერიფიკაციის და Tether-ის ფიატში და უკანს გაცვლის პირდაპირ საშუალებას იძლევა“.

Стабильные коины

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან Стабильные коины

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64312018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43192018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33692018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33522018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32762018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain