კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში განხორციელებული ყველაზე მსხვილი თავდასხმის შემდეგ, იაპონური კრიპტოვალუტური ბირჟა Coincheck-ი განაგრძობს ბრძოლას ფინანსური სტაბილურობისთვის. მიუხედავად ამისა, 2018 წლის მესამე კვარტალში კომპანიამ 5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაკარგა.
კომპანია,Coinchec-ზე ჰაკერული თავდასხმის შემდეგ, იაპონურმა საფინანსო გიგანტმა Monex Group-მა შეიძინა. ამ უკანასკნელის მიერ დანაკლისის თაობაზე გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 2,3 მილიონ აშშ დოლარიდან, ზარალის მოცულობა მესამე კვარტალში 5,25 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
Monex Group-ი ფინანსურ ზარალს, ჰაკერული თავდასხმის შედეგად მოპარული კრიპტოვალუტური 500 მლნ დოლარი გამო, წარმოქმნილი პრობლემების მოუგვარებლობით ხსნის. თავდასხმის შემდეგ, ბირჟამ კრიპტოაქტივების შესყიდვა შეაჩერა, თუმცა, მომხმარებელს პლატფორმაზე კრიპტოავლუტის გაყიდვის უფლება შეუნარჩუნა. Monex-ის განმარტებით, დანაკარგის მთავარი მიზეზი, სწორედ, ამაში მდგომარეობს.
მესამე კვარტლის მონაცემების გათვალისწინებით, Coincheck-ის შეძენის შემდეგ, Monex Group-ის ზარალის საერთო მოცულობამ 7,5 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. კომპანიას აპრილში განხორციელებული Coincheck-ის შეძენა 33,5 მილიონი დოლარი დაუჯდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ პლატფორმაზე ვაჭრობას 1,7 მილიონ ტრეიდერზე მეტი აგრძელებს. მიუხედავად იმისა რომ, კომპანია შიდა მართვის რთულ სქემებს და მაღალი დონის უსაფრთხოების სისტემას იყენებს, 2018 წლის სექტემბრის მდგომარეობით, Coincheck-ი FSA-ში გადამცვლელი ობიექტის სახით ჯერ დარეგისტრირებული არ არის.
დიდი ხნის განმავლობაში, იაპონიაში Coincheck-ი განხეთქილების ქვაკუთხედადრჩებოდა. მასზე განხორციელებულმა ჰაკერულმა თავდასხმამ კი ქვეყანაში რეგულაციების შემოღებისკენ მიმართული აქტივობები დააჩქარა. იაპონიაში კრიპტოგარემოს შეცვლის შემდეგ, მოცემულ დარგში FSA-მ კონტროლი გამკაცრდა, შეიქმა ლიცენზირების მკაცრი პროცესი და რამდენიმე ხნის წინ, ქვეყანაში ციფრული კომპანიების თვითრეგულირებისთვის განკუთვნილი იაპონური ასოციაცია დაამტკიცა.დიდი ხნის განმავლობაში იაპონიაში Coincheck-ი განხეთქილების ქვაკუთხედად რჩებოდა. მასზე განხორციელებულმა ჰაკერულმა თავდასხმამ კი ქვეყანაში რეგულაციების შემოღებისკენ მიმართული აქტივობები დააჩქარა. იაპონიაში კრიპტოგარემოს შეცვლის შემდეგ, მოცემულ დარგში FSA-მ კონტროლი გამკაცრდა, შეიქმა ლიცენზირების მკაცრი პროცესი და რამდენიმე ხნის წინ ქვეყანაში ციფრული კომპანიების თვითრეგულირებისთვის განკუთვნილი იაპონური ასოციაცია დაამტკიცა.
ასევე წაიკითხეთ
იაპონური ბირჟა Coincheck წლის ბოლოს ლიცენზიას აიღებს
ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტოს Nikkei-ს ცნობით, იაპონიის ფინანსური მომსახურეობის სააგენტო (FSA) კრიპტოვალუტური ბირჟა Coincheck-ისთვის ლიცენზიის გაცემას აპირებს.
KuCoin პლატფორმებიდან 6 ტოკენს წაშლის
ხუთშაბათს, კრიპტოვალუტურმა ბირჟა KuCoin-მა განაცხადა, რომ თავისი პლატფორმიდან 6 ტოკენის წაშლას აპირებს. კერძოდ: EncrypGen (DNA), Publica (PBL), ქსელი Raiden (RDN) ტოკენი, Monetha (MTH), Blockmason Credit Protocol (BCPT) და ტოკენი Gladius (GLA).