პროექტმა ADAB Solutio, რომელიც ბაზირებულია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, განაცხადა, რომ გეგმავს მომავალ წელს FICE - პირველი ისლამური კრიპტივალუტის გადამცვლელი პუნქტი აამუშაოს (First Islamic Crypto Exchange), რომელიც „შარიათის კანონების შესაბამისად“ იმუშავებს. ცნობილია, რომ 2020 წლისთვის კომპანია გეგმავს ვაჭრობის ყოველდღიურმა მოცულობამ $146 მილიონს, ხოლო ყოველთვიურმა - $4.4 მილიარდს მიაღწიოს.
პროექტი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა უკვე კრიპტოვალუტის საზოგადოების ყურადღება მიიქცია. გამოცემა Coin Shark-მა FICE „2018 წლის ტოპ 10 ყველაზე სასარგებლო ICO-პროექტის“ სიის პირველ ადგილზე განათავსა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მათი პროდუქტი „კრიპტოველუტის ბაზარს ისლამური სამყაროსთვის გახსნის“, და ასევე „გახდება მსოფლიოში პირველი კრიპტოვალუტის გადამცვლელი პუნქტი, რომელიც ისლამური ფინანსური სისტემის პრინციპების მიხედვით იმუშავებს“.
ეს იმას ნიშნავს, რომ პლატფორმის მუშაობას ორი სხვადასხვა დეპარტამენტი გააკონტროლებს - ისლამური ფინანსების დეპარტამენტი (Department of Islamic Finance), და ასევე შარიათის საკონსულტაციო საბჭო, რომლის თანამშრომლებიც კრიპტოვალუტის „ჰალალობას“ აანალიზებენ და დაამტკიცებენ.
ADAB Solutions-ის ინფორმაციის თანახმად, სხვაობა ჩვეულებრივ და ისლამურ სავაჭრო პლატფორმებს შორის იქნება ის, რომ FICE ბაზრით სპეკულირებას ან მანიპულირებას არ შეეცდება.
Daily News-ის მიერ 2018 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ისლამური ფინანსური ბაზრის ყოველწლიურმა ზრდამ ბოლო 10 წლის განმავლობაში 10-12% შეადგინა. ამის გარდა, 2018 წლის ივლისში კომპანია Thomson Reuters-ის ანალიტიკოსებმა ისლამური ფინანსური ბაზრის ღირებულება $2.2 ტრილიონად შეაფასეს. ექსპერტების პროგნოზებით კი მისი ღირებულება 2022 წლისთვის $3.8 ტრილიონს მიაღწევს.
ADAB Solutions-ის წარმომადგენლების თქმით, მათ პირველი ისლამური კრიპტოვალუტის გადამცვლელი პუნქტის შექმნისთვის საუკეთესო დრო შეარჩიეს.
„FICE-ის შექმნის იდეა ისეთი აქტუალური და აუცილებელია, როგორც არასდროს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ADAB Solutions-ს მომხმარებლებს სთავაზობს შეიძინონ ADAB ტოკენები ICO-ს დროს, რომელიც 2018 წლის აგვისტოში დაიწყო და 2019 წლის თებერვლამდე გაგრძელდება. ისლამური ციფრული ვალუტის ღირებულება $0.1 შეადგენს. კომპანიის ვარაუდით, 2022 წლის ბოლოს მისი ღირებულება $11.5-მდე გაიზრდება.
ADAB ტოკენის გამოყენება პლატფორმაზე არსებული ყველა სახის ტრანზაქციის საკომისიოს გადასახდელად შეიძლება. კომპანიის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ ყოველი საკომისიო მოსაკრებლიდან მიღებული ტოკენების 10%-ს გაანადგურებენ, რათა შეამცირონ ტოკენების რაოდენობა და გაზარდონ მათი ღირებულება.
მასალების მიხედვით https://cointelegraph.com/
ასევე წაიკითხეთ
Coinbase ვენჩურულ კაპიტალს იზიდავს
დათვის თათის ზეწოლის ქვეშაც კი ინვესტორები კრიპრობიზნესში პერსპექტივებს ხედავენ. კრიპტობირჟა Coinbase-მა განაცხადა, რომ ამჟამად მას 8 მილიარდ დოლარზე მეტად აფასებენ მას შემდეგ, რაც მან 300 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსების მორიგი რაუნდი დახურა, რათა „კრიპროვალუტების და ციფრული აქტივების მიღება დაეჩქარებინა“.
Kraken-ი კერძო შეთავაზებებს გეგმავს
Finance Magnets-ის ინფორმაციით Kraken-ი კერძო შეთავაზებას გეგმავს. ამერიკული კრიპტოვალუტური ბირჟა Kraken-ი შეძლებული ინვესტორებისთვის კერძო შეთავაზების ღონისძიების გატარებას განიხილავს.