დათვის თათის ზეწოლის ქვეშაც კი ინვესტორები კრიპრობიზნესში პერსპექტივებს ხედავენ. კრიპტობირჟა Coinbase-მა განაცხადა, რომ ამჟამად მას 8 მილიარდ დოლარზე მეტად აფასებენ მას შემდეგ, რაც მან 300 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსების მორიგი რაუნდი დახურა, რათა „კრიპროვალუტების და ციფრული აქტივების მიღება დაეჩქარებინა“.
ამერიკული კომპანია აცხადებს, რომ ინვესტიციების ასეთ ეტაპს სერია E-ში საფინანსო კომპანია Tiger Global Y Combinator's Continuity и Wellington Management-თან ერთად ახორციელებდა. ეს უკანასკნელი ფონდია, რომლის ღირებულება 1 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ცოტა ხნის წინ ის, ისევე როგორც Andreessen Horowitz, Polychain და სხვები. კრიპტოინდუსტრიით დაინტერესდა.
Coinbase ამ დაფინანსების მომართვას ისეთი პერსპექტიული მიმართულებების განვითარებაზე გეგმავს, როგორიცაა:
- გლობალური ექსპანსია - მთელს მსოფლიოში არსებულ რეგულირებად ბაზრებზე fiat-სა და crypto-ს შორის ინფრასტრუქტურის შექმნა;
- კრიპროაქტივების პლატფორმაზე შეთავაზებული სიის გაფართოვება და მომავალში ათასობით კრიპროვალუტის მხარდაჭერის საფუძველის განვითარება;
- კრიპტოვალუტის სექტორისთვის უტილიტური აპლიკაციების შემუშავება;
- კასტოდიალური სერვისის განვითარების გზით კრიპტოინდუსტრიაში დამატებითი ინსტიტუციონალური საშუალებებისა და ვენჩურული კაპიტალის მოზიდვა.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ინსტიტუციალური ინვესტორებისთვის საკუთარი მომსახურეობის გაფართოვებაში დიდი ნახტომი მოახდინა და ასეთი სტრატეგიის გაგრძელებისთვის ამ ახალი კაპიტალის გამოყენებას გეგმავს, Coinbase, უპირველეს ყოვლისა, ყველასთვის სავაჭრო კრიპტოპლატფორმად რჩება. კომპანია აღნიშნავს, რომ მის გეგმებში აშშ-ს ფარგლებს გარეთ გავლენის გაძლიერებაა.
სექტემბერში TechCrunch Disrupt San Francisco-ში გამოსვლის დროს, გენერალურმა დირექტორმა ბრიაიან არმსტრონგმა აღნიშნა, რომ ის ხედავს მომავალს, რომელშიც უახლოესი წლების განმავლობაში Coinbase-ს ასობით, მომავალში კი პოტენციურად „მილიონობით“ ტოკენების მიღება შეუძლია.
მხოლოდ შემოდგომის დასაწყისიდან Coinbase-მა სტაბილური მონეტა USDC,Circle-სგან ახალი საინვესტიციო დოკუმენტი, ახალბედა ტრეიდერებისთვის სამი ახალი სერვისი წარმოადგინა და მომავალში მომხმარებლებისთვის ახალი ინსტუმენტების შემუშავების მაღალი ტემპების მხარდაჭერის შეთავაზებას გეგმავს.
არმსტრონგმა ასევე განაცხადა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მას IPO-ს საჯარო კომპანიის გაშვება სურს.
ასევე წაიკითხეთ
ახალი დეცენტრალიზებული ბირჟა Bithumb ამოქმედდა
სამხრეთ კორეაში კრიპტოვალუტის მეორე უმსხვილესმა ბირჟა Bithumb-მა ახალი დეცენტრალიზებული სავაჭრო ბირჟა (DEX) ოფიციალურად გახსნა. ამ ახალი ინიციატივის განხორციელება One Root Network (RNT)-თან პარტნიორობით გახდა შესაძლებელი, რომელმაც დეცენტრალიზებული ტრანზაქციების განხორციელებისთვის ტექნოლოგია Ethereum-ზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული პროტოკოლი წარმოადგინა.
ფონდ Tron-მა და ჯასთინ სანმა ქველმოქმედებას მილიონები შესწირეს
სამი მილიონი, რომელიც საქველმოქმედო ფონდ Binance-მ (BCF) მიიღო, საკუთარი სავალუტო სისტემა TRON-TRX-ში იყო გადმორიცხული. BCF - ეს არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მიღების დაჩქარებისთვის და გარკვეულ წილად ღარიბების დასახმარებლად შეიქმნა.