კრიპტობირჟა OKEx-მა სადღეღამისო ვაჭრობის მოცულობით Binance-ს მნიშვნელოვანი დისტანციით გადაუსწრო, რომელმაც რეიტინგის უმაღლესი საფეხური დაკარგა, 50% ვაჭრობის მოცულობის შემცირებით, Huoibi-მ მესამე პოზიციის შენარჩუნება მოახერხა.
გლობალური პლატფორმის ბოლოდროინდელი რეიტინგის მიხედვით, რომელიც Blockchain Transparency Institute (BTI)-მ ჩაატარა, Binance ვაჭრობის მოცულობით, ქსელის ვიზიტორთა და აქტიური მომხმარებლების რიცხვით პირველ ადგილზე გავიდა. წინა თვეს, ბირჟამ 24 საათში საშუალო 1 მილიარდ დოლარზე მეტი ვაჭრობის მოცულობითა და, დაახლოებით, 160 000 ყოველდღიური მომხმარებელით იტრაბახა, რითა OKEx-ს გაუდაუსწრო, რომელსაც 694 მილიონი დოლარი და დაახლოებით 105 000 მოხმარებელი ყავდა.
მაგრამ, ახლა ვითარება მკვეთრად შეიცვალა და Binance-მ თავისი ვაჭრობის მოცულობის დიდი ნაწილი დაკარგა და CoinMarketCap-ის მონაცემებით 1 მილიარდ დოლლარზე მეტიდან, დღეისთვის თითქმის $498,109 -მდე დაეცა. მეორეს მხრივ OKEx-მა 600 000 დოლარზე მეტი შეინარჩუნა, რაც გახდა საკმარისი შეენარჩუნებინა ვაჭრობის მოცულობით უმსხვილესი კრიპტოვალუტური პლატფორმის წოდება.
პლატფორმა Binance, ამ თვეში ერთადერთი დამარცხებული კომპანია არ ყოფილა, ვინაიდან ბევრმა დასავლურმა კრიპტობირჟამ საკმაოდ დიდი ვაჭრობის მოცულობის პროცენტი დაკარგა. შტატებსა და ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული გადამცვლელი Coinbase-მაც განიცადა დანაკარგები. ამერიკულმა გიგანტმა საშუალო სადღეღამისო ვაჭრობის მოცულობის დაახლოებით 80 პროცენტი დაკარგა.
ბირჟა Binance-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჩანპენ ჩჟაო, ამტკიცებდა, რომ კრიპტოინდუსტრია მთლიანობაში და მისი ქმნილება წარმატებულები არიან, ვაჭრობის მოცულობის შემცირების მიუხედავად. გამორჩეული ბოსი, გაუტეხავია, იმაში, რომ ბაზრის მდგომარეობის მიუხედავად სავაჭრო პლატფორმა კარგი შემოსავალის მომტანია. Binance-ს მიზანი, 2018 ფინანსური საქმიანობისთვის დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის მოგება მიიღოს, როგორც სხვა არაფერი ამტკიცებს ბიზნესის შემოსავლიანობას.
Binance-ს საქმეები იმდენად კარგად მიდის, რომ CEO-მ ტოკენების ჩამონათვალში შეყვანისთვის საკომისიოს გაუქმება გადაწყვიტა, რაც სხვადასხვა ბირჟისთვის არც თუ ისე პატარა მოგება მოჰქონდა. ბირჟამ გადაწყვიტა საკომისიოს მთლიანი მონაგარი, ქველმოქმედებაში გადაერიცხა, რითაც გამჭირვალობისა და ბირჟაზე ჩამონათვალის პროცესის სანდოობა აემაღლებინა.
Binance, თავისი გლობალურ ექსპანსიას, ახალ ბაზრებზე გასვლით აგრძელებს. ამგვარად, უგანდაში დებიუტის შემდეგ 1 კვირაში ბირჟაზე აფრიკულო მომხმარებლების რაოდენობამ 40 000 გადააჭარბა.
ასევე წაიკითხეთ
OKEx-მა თავის მომხმარებელი კიდევ ერთხელ გააცურა
ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტის გამცვლელმა პუნქტმა თავისი კლიენტების ორდერები გაუფრთხილებლად იმ მომენტში გააუქმა, როდესაც აქტივების ფასები დაეცა. ამის გამო პლატფორმის მომხმარებლებმა თავისი სახსრები დაკარგეს. საუბარია $135 მლნ. ღირებულების Bitcoin Cash-ის ფიუჩერსებზე. გამცვლელი პუნქტის წარმომადგნელებმა ასეთი გადაწყვეტილება Bitcoin Cash-ის ორად გაყოფის პროცესის გამო მიიღეს.
Coinbase ვენჩურულ კაპიტალს იზიდავს
დათვის თათის ზეწოლის ქვეშაც კი ინვესტორები კრიპრობიზნესში პერსპექტივებს ხედავენ. კრიპტობირჟა Coinbase-მა განაცხადა, რომ ამჟამად მას 8 მილიარდ დოლარზე მეტად აფასებენ მას შემდეგ, რაც მან 300 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსების მორიგი რაუნდი დახურა, რათა „კრიპროვალუტების და ციფრული აქტივების მიღება დაეჩქარებინა“.
