ბირჟა Binance-მ მონეტების გადანაწილების შესახებ განცხადება გააკეთა, რომელებიც გუშინდელი Bitcoin Cash-ის ჰარდ ფორკის შემდეგ მიიღო. Binance-ს ჯგუფმა პლატფორმის მომხმარებლებს შეატყობინა, რომ გადაფასება ერთი-ერთზე მოხდება. BCHAB ან BCHSV მონეტები დაირიცხება ყოველი Bitcoin Cash-ის მონეტის ნავცლად, 16:40 15.11.2018 მდგომარეობის მიხედვით. ვაჭრობა 16 ნოემბრის 8 საათიდან დაიწყო.
ყველა BCH-ს მონეტა მომხმარებლის ბალანსიდან წაიშალა, ხოლო ყველა BCH-ს სავაჭრო წყვილი ბირჟის ჩამონათვალიდან იქნა ამოღებული.ანგარიშზე ჩარიცხვა და განაღდება, მას შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი, როგორც კი ორივე ბლოკჩეინის სტაბილურობა და გამართული მუშაობა დადასტურდება.
ბირჟა Binance მონეტების სახელწოდებას არ შეცვლის.
ბირჟის გენერალური დირექტორმა ჩანპენ ჩჟაომ ტვიტერში დაწერა, რომ ახალი მონეტების სიმბოლოები არ შეიცვლება, არც მას შემდეგ როდესაც მონეტას პლატფორმაზე დაუკავშირდება.
ბირჟა Binance-მ ასევე არ შეცვალა Bitcoin Cash-ის პირველი სიმბოლო (BCC), მოგვიანებით გამოჩენილ (BCH), რომელსაც სხვა ბირჟებზეც შეეჩვივნენ ტრეიდერები.
ჩანპენ ჩჟაომ Reddit-ზე განმარტა სიმბოლოს შეცვლის რთული პროცესი, რისთვისაც საჭიროა შეჩერდეს ბირჟის მთლიანი სამუშაო პროცესი.
ორივე აღნიშნა, BCC და BCH თავდაპირველადაც გამოიყენებოდა მათ ოფიციალურ საიტზე. შემდგომ მათ მხოლოდ BCH დატოვეს. ჩვენ არ შევცვlით აღნიშვნას, ვინაიდან სიმბოლოს შეცვლა ჩვენს სისტემაში ძალიან დიდ ადგილსა და მონაცემებს მოითხოვს, ამასთან, საჭირო გახდება ბირჟის მუშაობა რამოდენიმე საათით შევაჩეროთ. ჩვენ, კი ამის აუცილობლობას ვერ ვხედავთ.
მასალების მიხედვით ethereumworldnews.com
ასევე წაიკითხეთ
KuCoin პლატფორმებიდან 6 ტოკენს წაშლის
ხუთშაბათს, კრიპტოვალუტურმა ბირჟა KuCoin-მა განაცხადა, რომ თავისი პლატფორმიდან 6 ტოკენის წაშლას აპირებს. კერძოდ: EncrypGen (DNA), Publica (PBL), ქსელი Raiden (RDN) ტოკენი, Monetha (MTH), Blockmason Credit Protocol (BCPT) და ტოკენი Gladius (GLA).
Coincheck-მა 2018 წლის მესამე კვარტალში დანაკლისის ზრდაზე ანგარიში გამოაქვეყნა
კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში განხორციელებული ყველაზე მსხვილი თავდასხმის შემდეგ, იაპონური კრიპტოვალუტური ბირჟა Coincheck-ი განაგრძობს ბრძოლას ფინანსური სტაბილურობისთვის. მიუხედავად ამისა, 2018 წლის მესამე კვარტალში კომპანიამ 5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაკარგა.