გასულ კვირას ჩატარებული ჰარდფორკის Bitcoin Cash (ВСН) შემდეგ, ძნელი იყო იმის განსაზღვრა თუ რომელი ფორკი დაიკავებს დომინანტის პოზიციებს. მსხივლმა ბირჟებმა შეწყვიტეს Bitcoin Cash-ით ვაჭრობა სანამ სპეციალისტები არ დადებენ სათანადო დასკვნას. მოლოდინის რეჟიმში მყოფებმა ВСН-ი ორ ახალ აქტივად გაყვეს.
ჰეშრეიტების გუშინდელ ომში პირველი გარღვევა გამოაშკარავდა და Bitcoin Cash АВС-მ მოიგო პირველი ბრძოლა.
Huobi Global-მა, АВС Bitcoin Cash-ის რეალურ ფორკად აღიარა და მას ოფიციალურად ВСН სიმბოლო მიანიჭა.
Huobi Global-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მოყვანილმა ინფორმაციამ დაადასტურა, რომ Bitcoin Cash АВС-ის გუნდმა შესძლო ორივე ბოლკჩეინზე შესაძლო განმეორებითი თავდასხმებისგან ეფექტური თავდაცვითი ზომების გატარება.
Huobi-ის სპეციალისტებმა Bitcoin Cash АВС-ი უკეთესი თავდაცვითი სისტემის მქონე, უფრო გრძელ ჯაჭვად აღიარეს და დეპოზიტური ოპერაციები გუშინვე აღუდგინეს.
თავის მხრივ ვერსიამ Bitcoin Cash SV-ი ახალი ნიშნული - BSV-ი მიიღო. ბირჟა ტოკენების BSV გადანაწილებას 1:1 თანაფარდობით გეგმავს. BSV დეპოზიტები ხელმისაწვდომი უკვე დღეს გახდება, თუმცა მოცემული მომენტისთვის მათი ამოქმედება ორივე აქტივისთვის დაბლოკილია.
ახალ ქსელებთან მიმართებაში საკუთარი პოზიცირების განსაზღვრის მიუხედავად, ოფიციალურად Huobi Global-ი საკუთარ მომხმარებელს ჰარდფორკებით გამოწვეულ შესაძლო სავაჭრო რისკების შესახებ და ფასების შესაძლო ცვლილების თაობაზე აფრთხილებს.
კრიპტოპლატფორმების უმეტესობამ ჰარდფორკისთვის მომზადება წინასწარ დაიწყეს, თუმცა რეალურად ქსელის გაყოფის შემდეგ ბაზარზე წარმოქმნილი ქაოსის და გაურკვევლობის თავიდან არიდება, მაინც არ გამოვიდა.
კრიპტობირჟების უმეტესმა ნაწილმა ABC-ი ძირითად შტოდ მიიჩნია და მისთვის ტიკერის BCH მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, ქსელში იმ პლატფორმების სია გამოჩნდა, რომლებმაც Bitcoin Cash АВС-ს ტიკერი ВСН-ი მიანიჭეს (სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ეს სია განახლდება)
• Kraken
• Bitpay
• Bitstamp
• Coinbase
• Coinex
• Bithumb
• Upbit
• Coinone
• Korbit
• Bitcoin.de
• Bittrex
• DMM
• 50x
• Voltaire
• Mercado Bitcoin
• Southxchange.com
მიუხედავად ამისა, ჰარდფორკების ომის აბსოლუტურ გამარჯვებულზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ნებისმიერ შემთხვევში ეს უფრო ჰარდფორკის გარბენს ჰგავს. Bitcoin Cash-ის ჰარდფორკმა კრიპტოვალუტურ ბაზარზე დინამიურ წინსვლას გაუკეთა პროვოცირება და ყველაზე დიდი დარტყმა Bitcoin Cash-ის ფასსა და რეპუტაციას მიაყენა.
ასევე წაიკითხეთ
OKEx-მა თავის მომხმარებელი კიდევ ერთხელ გააცურა
ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტის გამცვლელმა პუნქტმა თავისი კლიენტების ორდერები გაუფრთხილებლად იმ მომენტში გააუქმა, როდესაც აქტივების ფასები დაეცა. ამის გამო პლატფორმის მომხმარებლებმა თავისი სახსრები დაკარგეს. საუბარია $135 მლნ. ღირებულების Bitcoin Cash-ის ფიუჩერსებზე. გამცვლელი პუნქტის წარმომადგნელებმა ასეთი გადაწყვეტილება Bitcoin Cash-ის ორად გაყოფის პროცესის გამო მიიღეს.
OKEx-მა Binance ჩაანაცვლა და ვაჭრობის მოცულობით პირველ ადგილზე გავიდა
კრიპტობირჟა OKEx-მა სადღეღამისო ვაჭრობის მოცულობით Binance-ს მნიშვნელოვანი დისტანციით გადაუსწრო, რომელმაც რეიტინგის უმაღლესი საფეხური დაკარგა, 50% ვაჭრობის მოცულობის შემცირებით, Huoibi-მ მესამე პოზიციის შენარჩუნება მოახერხა.