რეიტინგული კრიპტოვალუტური ბირჟა Binance მარეგულირებლების მოთხოვნების შესრულებას განაგრძობს, რითიც თავის მომხმარებლებს ანერვიულებს. ამჯერად Binance ბირჟის მომხმარებლებს ბელორუსიიდან მომსახურებაზე უარს უცხადებს.
გასულ კვირას სერვისის რეგისტრირებულმა ბელორუსმა კლიენტებმა ირანის გზავნილების მსგავსი ელექტრონული შეტყობინებები მიიღეს.
Binance ამ მომხმარებლებს ბირჟიდან საკუთარი სახსრების გატანას ურჩევს, ვინაიდან ანგარიშების მომსახურეობას წყვეტს. შეზღუდვების ამოქმედების კონკრეტულ ვადებს ბირჟა არ უთითებს და აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთული აქტივების კონტროლის სამმართველოს მოთხოვნებს ასრულებს და ბელორუს მომხმარებლებს ირანელ და ზიმბაბველი ტრეიდერებთან ერთად ერთ ხაზში სვამს, რომლებიც აშშ-ს ეკონომიკური სანქციების ქვეშ ხვდება.
დღეს OFAC სანქციების ქვეშ 10-ზე მეტი სახელმწიფო ხვდება და Binance-მა შესაძლოა ამ იურისდიქციიდან ნებისმიერს საკუთარი მომსახურეობის გაწევაზე უარი განუცხადოს.
ბელარუსი ევროპის ქვეყნების იმ მცირე რიცხვში შედის, რომლებმაც კრიპტოვალუტური წესები მიიღეს. მარტში პრეზიდენტ ლუკაშენკოს ბრძანება № 8 შევიდა ძალაში, ამ თვის დასაწყისში კი დეტალური ნორმატიული ბაზა დამტკიცდა, რომელიც მაღალი ტექნოლოგიების პარკის მიერ იყო შემოთავაზებული. ნორმატიულმა დოკუმენტებმა მინსკის ზემოაღნიშნულ პარკში რეგისტრირებული კრიპროვალუტური და ბლოკჩეინ კომპანიების საქმიანობის ლეგალიზება მოახდინა.
თუმცა მაღალი ტექნოლოგიების პარკში გაცვლითი კრიპტოვალუტური პლატფორმები არ არსებობს და Binance-ის გადაწყვეტილება მომსახურეობის შეზღუდვის შესახებ ბელორუსებს მონეტების ყიდვის და გაყიდვის საშუალებას გაურთულებს.
ასევე წაიკითხეთ
Bitfinex- ის ინსტუმენტების ახალი ნაკრები კრიპტოტრეიდინგს გააუმჯობესებს
გასულ კვირას კრიპტობირჟა Bitfinex-მა მომხმარებლებს Honey Framework - საკუთარ პლატფორმაზე პროგრამირებადი ტრეიდინგისთვის საჭირო ინსტრუმენტების ნაკრები შესთავაზა. ამიერიდან მომხმარებლებმა Honey Framework-ის მეორე ელემენტი, საკუთარი სავაჭრო სტრატეგიების შესაქმნელად განკუთვნილი მისი სტრატეგიული ნაწილი მიიღეს.
კრიპტოინვესტორები კრიპტობირჟების შემოწმებას ითხოვენ
ბიტკოინ-ენთუზიასტები საზოგადოებას Bitcoin-ის genesis-ბლოკის შექმნიდან ათი წლისთავის აღნიშვნისკენ მოუწოდებენ და, ამასთან დაკავშირებით, ბირჟებიდან თავიანთი აქტივების გატანას და ჰოლდერების სიმტკიცის შემოწმებას გეგმავენ.