როგორც ადრე ვწერდით, სტაბილური მონეტების ომში ბირჟა Poloniex-ი მონაწილეობა ცალსახაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბირჟამ მიიღო გადაწყვეტილება მის პლატფორმაზე ტოკენის USDC გამოყენებისთვის საფასური არ მიიღოს. ნოემბერში USDC ვაჭრობა ყოველგვარი საკომისიოს გარეშე მიმდინარეობდა. ბირჟის მონაცემებით, დაურიცხავი საკომისიოს ჯამურმა ღირებულებამ 500 000 აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.
ამჯერად ბირჟამ გადაწყვიტა ეს დღესასწაული დეკემბრის თვეში სავაჭრო წყვილთან BTC / USDC მიმართებაში გაახანგრძლივოს, რომელიც ტრეიდერებისთვის ყველაზე საინტერესოა, განსაკუთრებით ბიტკოინის ფასთან დაკავშირებული მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით. ამჟამად ბევრი ცდილობს ბაზარზე შესვლას და ბაზრიდან გასვლას და ახალი მეტად მარტივი გზა ამის გაკეთებისთვის - ფიატის სანაცვლოდ სტეიბლკოინების შეძენა და შემდგომ მათი სხვადასხვა ბირჟებზე გამოყენებაა.
რაც შეეხება მოსაკრებელს, Binance-ი ყველაზე კონკურენტუნარიან მოედნად რჩება, რომელიც მომხმარებელს მოსაკრებლის გადახდის საშუალებას ბირჟის ტოკენების BNB გამოყენებით აძლევს. ისეთი კომპანიები როგორიცაა Poloniex-ი ყველანაირი გზით და ყველანაირი მეთოდით ცდილობს ბირჟის Binance მიერ შემოთავაზებულ სერვისებისთვის კონკურენციის გაწევას.
ნებისმიერ შემთხვევაში, USDC-ში კომისიის არარსებობა ეწინააღმდეგება კომპანია Tether-ის ქმედებებს, რომელიც Bitfinex-ის გადაწყვეტილების შემდეგ სტაბილურ მონეტების მიმართ ნეიტრალიტეტის დამყარებასთან დაკავშირებით, იძულებული შეიქმნა შეეთავაზებინა პირდაპირი გამოსასყიდი USDT.
ის ვისაც კრიპტოვალუტურ ბაზარზე სურს შესვლა, Paxos Standard-ის და USDC-ის გამოყენებით ამის შესანიშნავი შესაძლებლობა აქვთ. მათი შეძენა პირდაპირ საბანკო ანგარიშებიდან ტრადიციული ფულის მეშვეობით, გამოყენება კი - სხვადასხვა სავაჭრო ბირჟებზე შეიძლება.
მასალების მიხედვით ccn.com
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Cash დასაყრდენის კარგვას განაგრძობს
პლატფორმა Globee - საერთაშორისო საგადასახადო სერვისია, რომელიც ბიტკოინის ქსელში Lightning Network-ის მეშვეობით მომენტალურ ტრანზაქციებს ატარებს. გუშინდელ დღემდე კრიპტო-საპროცესო სერვისი GloBee, Ethereum-თან, XRP-თან, Monero-სთან, Litecoin-თან, Dogecoin-სა და Decred-თან ერთად, გადახდება და Bitcoin Cash-ს უზრუნველყოფდა.
Huobi აფრიკაში, ახლო აღმოსევლეთსა და სამხრეთ აზიაში გეგმავს მუშაობას
ამის შესახებ დუბაიში ჩატარებულ ბლოკჩეინ-სამიტზე ბირჟის თანადამფუძნებელმა მოჰით დავარმა განაცხადა. დუბაის სამიტი - კრიპტოსივრცეში ერთე-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, სადაც კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი ამბიციური გეგმები ფართო აუდიტორიას გააცნონ. სამიტს 1000-ზე მეტი ადამიანი ეწვია.