ამ ტექნოლოგიას სულ უფრო მეტი ქვეყანა ნერგავს. სამთავრობო ორგანოები სახის ამოცნობის სისტემის მიმართ ძალიან დიდ ინტერესს იჩენენ და ამ ინტერესს უსაფრთხოების მოსაზრებებითით ხსნიან, რითიც კონფიდენციალურობის უფლებას იგნორირებას უკეთებენ .
Facebook-ს, შესაძლოა, მომხმარებელთა პირად სივრცეში შეჭრის გამო რეალური ფასის გადახდა მოუწიოს. ორშაბათს, კალიფორნიის ფედერალურმა მოსამართლემ დაადგინა, რომ სოციალური ქსელის მილიონობით მომხმარებლებსFacebook-ის წინააღმდეგ მილიარდ დოლარიანი კოლექტიური სარჩელის შეტანის სრული საფუძველი გააჩნიათ. სარჩელის საფუძველი-ფოტოსურათების სკანირების ტექნოლოგიის გამოყენებაა, რაც შტატ ილინოისის კანონს არღვევს. ეს კანონი თანხმობის გარეშე ბიომეტრიული მონაცემების შეგროვებას და შენახვას კრძალავს. ჯერ კიდევ 2015 წელს სამმა მოქალაქემ სოციალურ ქსელს მსგავს საფუძველზე უჩივლა, ახლა კი მოსარჩელეების რაოდენობამ შეიძლება მილიონები შეადგინოს, და Facebook-ს, პირად ცხოვრებაში შეჭრის გამო, პასუხის გაცემა მოუწიოს.
ჩინეთში 2015 წლიდან სახის ამოცნობის სისტემაზე დაფუძნებული მონაცემთა ერთიანი ნაციონალური ბაზის შექმნა დაიწყეს. დღეს მას არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოები იყენებენ. სისტემა რესტორნებში, ბანკებში, საბაჟოზე წარმატებით გამოიყენება, და სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდნენ ტუალეტები, რომლებიც სახის ამოცნობის სისტემით არიან აღჭურვილები. მიმდინარე წლის დასაწყისში ექსპერიმენტის მსვლელობისას, ჩინელი პოლიციელები „ჭკვიანი“ სათვალეებით „შეაიარაღეს“, რომლებიც გამვლელთა სახეების სკანირებას ახდენენ.
დუბაის საერთაშორისო აეროპორტს „ვირტუალური აკვარიუმების“ შექმნა აქვს განზრახული. ამ აკვარიუმებში ზღვის ცხოველები და თევზები 80 კამერას შენიღბავენ, რომლებიც მგზავრების სახეების და თვალის ფერადი გარსის სკანირებას მოახდენენ. ტექნოლოგია მგზავრთა ნაკადის კონტროლს უფრო ეფექტურს გახდის.
სახის ამოცნობის სისტემა, რომელიც ათ ამერიკულ აეროპორტში ნაციონალური უსაფრთხოების სამინისტროს მიერ უკვე დანერგილია, მგზავრების სახეების სკანირებას თვითმფრინავში ჩაჯდომისას ახდენს. ეს ბილეთის და ჩასასხდომი ტალონის წარდგენის გარეშე თვითმფრინავში ასვლის საშუალებას იძლევა. ხოლო, სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების კომპანია NextGate-მა შეიმუშავა პროგრამა, რომელიც პაციენტების იდენტიფიცირებას და მათი ისტორიის მოძიებას ფოტოს მიხედვით ახდენს.
იაპონია ოლიმპიადა 2020 უსაფრთხოების უზრუნველყოფას ამ ტექნოლოგიის ხარჯზე გეგმავს.ტოკიოში მას მასიურად პირველად ზაფხულში გამოიყენებენ. იაპონიის ხელისუფლება ამ ხერხით შესაძლო ტერორისტული აქტების პრევენციას აპირებს.
რუსეთი სახეების ამოცნობის სისტემას ფედერალურ ძებნაში მყოფი პირების თვალთვალისთვის ნერგავს. საპილოტო პროექტი მოსკოვის მეტროს რამდენიმე სადგურს, აეროპორტებს, რკინიგზის სადგურებს და ბევრ სტადიონს მოიცავს.
სულ უფრო მეტი ქვეყანა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ინტელექტუალური ვიდეოანალიზის აქტიურ გამოყენებას იწყებს. თუმცა, ამ ტექნოლოგიას მკაფიო იურიდიული სტატუსი ჯერ არ გააჩნია.
უფლებადამცველი ორგანიზაცია Electronic Frontier Foundation-ი ამ ტრენდს პრივატულობისთვის “რეალურ და უშუალო საფრთხედ“ აღიქვამს.
ევროკავშირში მსგავსი ტექნოლოგიები ევროკავშირის მონაცემთა უსაფრთხოების დირექტივასთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდნენ, მომავალი წლიდან კი - მონაცემთა დაცვის გენერალურ რეგლამენტთანაც.
ავტომატური შემოწმება, რომელიც სახის ამოცნობის საფუძველზე ხორციელდება, ადამიანის უფლების დაცული იყოს მისი პირადი მონაცემები თვალსაზრისით ძალიან საეჭვოა.
საზღვარი მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის ბრძოლასა და სახელმწიფოს სურვილისა მკაცრად აკონტროლოს გადამხდელების გადასახადების დღის გადარიცხვები. სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურები „ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროების“ საბაბით, კანონების დარღვევის უფლებას იტოვებენ. მსგავსი ტექნოლოგიების გავრცელება, თავისი არსით, გადასახადების გადამხდელებს პირად ცხოვრებაში შეჭრისგან და კონფიდენციალურობის შენარჩუნების დაცვის უფლებას აძლევს.
საზოგადოებას, შესაძლოა, ადამიანის უფლებების დარღვევასთან და სახელმწიფოს მიერ მის პირად სივრცეში შეჭრასთან ბრძოლა ჯერ კიდევ წინ აქვს.
ასევე წაიკითხეთ
Facebook-ი გაარკვევს თუ სად მიდიხართ მანამ, სანამ თქვენ ამას დააპირებთ
Facebook-ი დაადგენს სად აპირებთ წასვლას, მანამ სანამ ის რეკლამას გამოგიგზავნით. ამის დადგენა ახალ ტექნოლოგიაზე მიღებული პატენტის მეშვეობით მოხდება. აშშ-ს პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების სააგენტოს მიერ გაცემული პატენტი მონაცემთა ბაზაში მომხმარებლის ადგილსამყოფელის არსებული მონაცემებს ეყრდნობა. ასევე, სხვა პირების ანალოგიურ მონაცემებს იყენებენ იმის პროგნოზისთვის თუ სად და როდის აპირებენ ისინი წასვლას.
Quantfury-ი კრიპტოინვესტორებს აქციების ბაზარზე ვაჭრობის საშუალებას აძლევს
ცოტა ხნის წინ ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია Quantfury-მა კრიპტოვალუტის მფლობელებისთვის მისი გირაოდ გამოყენების და ბაზრებზე ფიატით, საკომისიოების და მოსაკრებლების გარეშე, ვაჭრობის საშუალების მიმცემი ახალი დანართის გამოშვებაზე განცხადება გააკეთა.