მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტებისთვის, მერყეობის თვალსაზრისით, მარტივი წელი არ ყოფილა, მისი ბანკომატებისთვის რაოდენობა ამ პერიოდში გაორმაგდა და ოთხი ათასს გადააჭარბა. 2018 წელს Data Light-ის სტატისტიკის მიხედვით, საშუალოდ, დღეში 6 ახალი ბანკომატი იდგმებოდა.
საინტერესოა, რომ თითქმის ყველა მათგანი ბიტკოინს გვთავაზობს იმ დროს, როდესაც Litecoin-ი მხოლოდ 2421-ზეა ხელმისაწვდომი, Ethereum-ი თითქმის ნახევარზე, Dash-ი 729-ზე.ზოგიერთი ბანკომატი გვთავაზობს ასევე Zcash-ს (67), Dogecoin-ს (79) და Monero-ს (128), რაც კრიპტოვალუტის მეტად ფართო აღიარებას ადასტურებს და არა მხოლოდ ყველაზე პოპულარულებისას.
თუ შევხედავთ გრაფიკულ გამოსახულებას, მაშინ აპარატურის უმეტესობა,წლის პირველივე თვეებში დამონტაჟდა, როდესაც ციფრულ ვალუტაზე ფასები ჯერ კიდევ შედარებით მაღალი იყო.
კომპანია Coin ATM Radar-ის საიტზე 4085 კრიპტოვალუტური ბანკომატის რუქის ნახვაა შესაძლებელი, მსოფლიოს 76 სხვადასხვა ქვეყანაში, რის მიხედვითაც აშშ-ში 1258 კრიპტომატს ითვლის, საიდანაც 100-ზე მეტი Bitcoin Cash-ის მხარდაჭერას უზრუნველყოფს, გაერთიანებულ სამეფოში 200-ზე მეტ მანქანას, ცენტრალურ ევროპაში - 750, სამხრეთ ამერიკაში 65 მანქანასა და ავსტრალიაში - 54-ს.
არსებული ბანკომატების რაოდენობა მხოლოდ ფართო მიღებას და იმ ფაქტს ამტკიცებს, რომ სულ უფრო მეტი ხალხი იწყებს კრიპტოვალუტაში გადასახადების გადახდით სარგებლობას.
მასალების მიხედვით ccn.com
ასევე წაიკითხეთ
აზერბაიჯანი ბლოკჩეინს ითვისებს
გუშინ რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში Lenovo Global Technology-ს წარმომადგენლობამ და Azintelecom-მა პირველი კორპორატიული ბლოკჩეინ-პლატფორმა წარადგინეს. სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანია Azerbaijan International Telecom-მი (AzInTelecom) ინფორმაციის ბლოკჩეინზე შენახვის სისტემაზე გადადის.
კრიპტომატები: რასთან მიირთმევენ და სად ბინადრობენ
კრიპტოვალუტა სულ უფრო და უფრო ღრმად ინტეგრირდება ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენთვის ჩვეულ გადახდის ტერმინალებთან და ბანკომატებთან ერთად, დიდი ქალაქის ქუჩებში ნელ-ნელა კრიპტომატებიც გამოჩნდა. ვეცდებით გავარკვიოთ, რისთვისაა საჭირო და როგორ გამოვიყენოთ.