ჯერჯერობით ალტკოინების ღირებულებრივი წინსვლა სტაბილური ხასიათის არის. რეალურად TRX-ის ღირებულების 1,5 ცენტიან ნიშნულზე მაღლა ზრდასაც კი ველოდებით. გამყიდველებისთვის ეს ერთგვარი სიგნალი იქნება, რომ ორიენტირება 3 ცენტიან ნიშნულზე გააკეთონ.
ADA/USDკრიპტოვალუტების რეიტიინგში 10-ე პოზიციაზე მყოფი ADA, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი აქტივია. გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 5 %-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა მონეტის ღირებულების 3.3 ცენტიან ნიშნულზე დაბლა დავარდნის შემთხვევაში, დათვების დომინირება გაგრძელდება.
წინა ანალიზის მსგავსად ჩვენ გირჩევთ ნეიტრალური პოზოციის დაკავებას და ADA-ს შეძენას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მისი ღირებულება 4.5 ცენტიან ნიშნულზე მაღლა დაიხურება. თავისმხრივ, ეს გარემოება მყიდველებს მოქმედებისკენ უბიძგებს, რომ მათ ჯერ 6, შემდგომ კი 9.5 ცენტიან ნიშნულზე გააკეთონ ორიენტირება.
TRX/USD
გასული კვირის განმავლობაში TRX-ის ღირებულება 22 %-ით გაიზარდა. იმ შემთხვევაში თუ სავაჭრო წყვილი მხარდაჭერას იპოვის, ჩვენ შეიძლება დათვური გარღვევის გაუქმების მომსწრენი გავხდეთ, რომელსაც ადგილი 19-20 ნოემბერს ჰქონდა.
იდეალურ პირობებში, ჩვენ ვაჭრობის მოცულობის მკვეთრი ზრდა უნდა დავინახოთ, რომელიც 1.5 ცენტიან ნიშნულზე მაღლა აიწევს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი პირველი მიზანი 3 ცენტიანი დონე იქნება.
მასალების მიხედვით www.newsbtc.com