Trezor-ის სააპარატო საფულეს მწარმოებელი გვაფრთხილებს, რომ მისი ერთ-ერთი მოდელი - Trezor One, კლონირებულია და იგი მეორად ბაზარზე გადაიყიდა. იმიტაციის მწარმოებელი, რომელიც ორიგინალს ძალიან ჰგავს, კომპანიისთვის უცნობია.
კომპანიის მოსაზრებით: „იმიტაცია - აღიარების ყველაზე გულწრფელი ფორმაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეჩვეულები ვართ კლონებისა და ასლების არსებობას, მაგრამ ეს - უნიკალური შემთხვევაა.
ხშირ შემთხვევაში, იმიტაციებს კანონიერი კომპანიები ქმნიან და სხვადასხვა დასახელებებით ყიდიან, რითიც მომხმარებლები მათ ორიგინალებისგან ანსხვავებენ. მაგრამ ეს „ასლი“, რომელიც ანონიმური მწარმოებლის მიერ არის დამზადებული, სულ რამოდენიმე კვირის წინ აღმოვაჩინეთ და იგი ორიგინალის დეტალიზაციას ახდენს, რითაც Trezor One-ის „ექსკლუზიური ასლის“ სტატუსი ენიჭება. ამიტომ, მისი ორიგინალისგან განსხვავება, ძალზედ რთულია, თუმცა შეფუთვის დიზაინში რამოდენიმე ნიუანსი არსებობს, რომლებიც მომხმარებლებს ყალბი ასლის აღმოჩენაში დაეხმარება“.
კომპანია თავის მომხმარებელს პროდუქტის ასარჩევად რამოდენიმე წესს სთავაზობს.
ყალბი მოწყობილობების შეფუთვა, ჰოლოგრამა და შტრიხკოდით ორიგინალისგან განსხვავებულია და მათი ბეჯითი დათვალიერებისას აღმოჩენადია.
იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ საფულის სინამდვილეში, სასურველია მწარმოებლის საიტს wallet.trezor.io მიმართოთ.
დაბალი ფასი. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ხშირად ატარებს ფასდაკლების აქციებს, საქონლის ზედმეტად დაბალი ფასი, შესაძლებელია, სიყალბის მანიშნებელი იყოს. კომპანია მომხმარებლებს Trezor One-ის ყიდვას საიტზე ჩამოთვლილ ოფიციალურ დისტრიბუტორებთან ურჩევს. მათ შორის არიან მაღაზია Trezor-ი,Amazon-ის ოფიციალური მაღაზია და სხვა ოფიციალური რესელერები.
შეუმოწმებელი მონაცემებით, კლონი ჩინეთში არის წარმოებელი. კომპანია კი, თავის მხრივ, მომხმარებლებს ურჩევს თავი შეიკავონ მოწყობილობის ინტერნეტით, მესამე პირებისგან ყიდვისგან.
Trezor - საფულეების ერთ-ერთი ძველი და პოპულარული მწარმოებელია და ამიტომ ისინი თავიანთი კლიენტების უსაფრთხოებასა და ინტერესებზე ზრუნავენ. ამ შემთხვევაში, კომპანია მიღებული ზარალის შემსუბუქებას ცდილობს და მომხმორებლებს ყალბი მოწყობილობის ორიგინალში გაცვლას უფასოდ სთავაზობს. ამისათვის მომხმარებელმა კლონის შეფუთვა უნდა წარმოადგინოს.
ასევე წაიკითხეთ
გაყიდვაში Ledger-ის ახალი აპარატული საფულე გამოჩნდა
Bitcoin Magazine-ის ინფორმაციით, Ventures-ის მხარდაჭერით კომპანია Blockchain-ი ახალი აპარატული საფულის წარმოებას დაიწყებს, რომელიც ყველა პროგრამულ სერვისთან იქნება ინტეგრირებული.
Trezor-ში კრიპტოვალუტის ჩაშენებული კონვერტორი გამოჩნდა
გუშინ Trezor -მა ოფიციალურ საიტზე საკუთარ ვებ-ინტერფეისის Trezor Model T-ს საშუალებით კრიპტოვალუტის გაცვლის ფუნქციის დამატების შესახებ განცხადება გააკეთა, რითაც საფულე უფრო უნივერსალური გახადა.