Opera-ს ვებ-ბრაუზერის შემმუშავებლებმა Android-ის აპლიკაციაში ჩაშენებული კრიპტოვალუტური საფულეს პრეზენტაცია წარმოადგინეს. ეთერეუმის ინვესტორები, რომლებიც იყენებენ Opera-ს ბრაუზერს, მომავალში სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღებენ წვდომას თავიანთ ტოკენებთან.
ამ კრიპტოვალუტური საფულეს გამოყენება შეიძლება Android-ზე Opera-გადმოწერით ( არ არის ხელმისაწვდომი IOS-ის მომხმარებლებისთვის, შემდეგ ETH-ტოკენის ყიდვისას მასზე შეინახავთ. ამის შემდეგ მომხმარებლები ბრაუზერის შიგნით მინი-აპლიკაციებთან მიიღებენ წვდომას.
ახლა კრიპტოვალუტური ტრანზაქციების განხორციელება შეიძლება Android-ის მობილურ მოწყობილობების საშუალებით, ამასთან არ გჭირდებათ გარე დამატებების გადმოტვირთვა.
კომპანია Opera-მ პირველად მსგავსი გამოგონების ტესტირება ჯერ კიდევ ივლისში განაცხადა. აპლიკაციის ბეტა-ტესტირება წარმატებით, სექტემბერში მოხდა.
მას მერე, წინა წლის ფასის ავარდნასთან შედარებით, კრიპტოვალუტის ფასები საგრძნობლად დაეცა.
წარსულში Opera-მ ასევე გამოთქვა ინტერესი კრიპტოვალუტური მრეწველობის მიმართ, როდესაც საკუთარ ბრაუზერებში პროგრამულ უზრუნველყოფას აყოლებდა, რომელიც კრიპტოვალუტური თაღლითობის პრევენციას ახდენდა.
მასალების მიხედვით theverge.com
ასევე წაიკითხეთ
Samsung-ი ცივი შენახვის მომსახურებას შესთავაზებს
დასავლური მედიის ინფორმაციით, კომპანია Samsung კრიპტოვალუტის სერვისზე მუშაობს, რომელიც Galaxy S10-სთან ერთად ჩაეშვება.
ბაზარი Trezor One-ის ყალბი სააპარატო საფულეებით დაიტბორა
Trezor-ის სააპარატო საფულეს მწარმოებელი გვაფრთხილებს, რომ მისი ერთ-ერთი მოდელი - Trezor One, კლონირებულია და იგი მეორად ბაზარზე გადაიყიდა. იმიტაციის მწარმოებელი, რომელიც ორიგინალს ძალიან ჰგავს, კომპანიისთვის უცნობია.