ბაზრის კონსალიდაცია მთავრდება, დღის განმავლობაში მოსალოდნელია ახალი იმპულსური მოძრაობები.
BTC/USD

გუშინ BTC-ს ფასი 6427.16 USD ნიშნულზე დამკვიდრდა და რამდენჯერმე შეეცადა იასამნისფერი სამკუთხედის ზედა საზღვრის წინააღმდეგობის დაძლევას. ვაჭრობის მოცულობა საშუალოზე ნაკლები იყო და საზღვრის გადალახვა ჯერ ვერ მოხერხდა. გადაყიდვის ზონაში მდებარე ტექნიკურმა ინდიკატორმა ფასის შემცირების სიგნალი ჩამოაყალიბა. დღეს მოსალოდნელია 6090.00 USD დონის მხარდაჭერის რე-ტესტი.
ETH/USD

გუშინ Ethereum-ი გამყარდა 200.00 USD დონეზე, ძალიან ვიწრო კონსოლიდაციაში. ვაჭრობის მოცულობის დონე საშუალო იყო, თუმცა ფასის რხევის ამპლიტუდა მუდმივად მცირდებოდა. სტოჰასტიკის მონაცემების თანახმად, მოცემული კონსოლიდაციიდან გამოსავალი, მიმართული იქნება ეთირის დაკლების ზონაში სადაც 180 USD ერთი მონეტის სანაცვლოდ.
XRP/USD

Ripple დღის განმავლობაში $0.430 - $0.450 USD დიაპაზონში მდებარეობდა, მაგრამ საღამოსკენ შეძლო გადაელახა ზედა ზღვარი და აღდგენილიყო ფასის მაქსიმალურ ნიშნულზე, კვირის დასაწყისში დაფიქსირებულ ხარის იმპულსის დროს (0.465 USD)
ამჟამად ფასი მაქსიმუმს შორდება, მაგრამ წყვილის დინამიკას დაბალი მერყეობა აქვს. სტოქასტიკოსი XRP-ის 0.400-ს დონემდე შესაძლო შემცირებაზე მიუთითებს.
გამოიწერეთ ჩვენი არხი Tadingview-ზე და აღარ გამოტოვოთ არცერთი განხილვა
https://ru.tradingview.com/u/FilFox/
*ყველა ფასის მოცემულობა აღებულია BitStamp ბირჟიდან.
ასევე წაიკითხეთ
ჯასტინ სანი: Ethereum-ი TRON-ს ვერასდროს დაეწევა
დეცენტრალიზირებულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ და კონტენტის შექმნაზე, შემოთავაზებაზე და გადაცემაზე ორიენტირებულმა ცნობილმა ბლოკჩეინ პლატფორმამ TRON Foundation-ი 1 მილიონი ყოველდღიური ტრანზაქციების ზღვარი გადალახა და Ethereum-ის რეკორდი გააუმჯობესა.
კრიპტოაქტივების მხოლოდ 16 %-ია რეალურად დეცენტრალიზებული
საერთო ჯამში კრიპტოვალუტის არსი, მთლიანი სისტემის დეცენტრალიზებულობაში მდგომარეობს. შესაბამისად, რომელიმე ცალკეული წერტილიდან მის გამართულ მუშაობაში რაიმე ცვლილებების შეტანა შეუძლებელია. თუმცა, ბლოკჩეინ კომპანია CryptoCompare-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, დღეისთვის ეკოსისტემაში არსებულ აქტივების უმეტესობას მსხვილი მოთამაშეები მართავენ.
