საერთო ჯამში კრიპტოვალუტის არსი, მთლიანი სისტემის დეცენტრალიზებულობაში მდგომარეობს. შესაბამისად, რომელიმე ცალკეული წერტილიდან მის გამართულ მუშაობაში რაიმე ცვლილებების შეტანა შეუძლებელია. თუმცა, ბლოკჩეინ კომპანია CryptoCompare-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, დღეისთვის ეკოსისტემაში არსებულ აქტივების უმეტესობას მსხვილი მოთამაშეები მართავენ.
CryptoCompare-ი, რომელიც კრიპტოვალუტური ბაზრის მონაცემთა აგრეგატორია, კრიპტოაქტივების კლასიფიკაციის ანგარიში გამოაქვეყნა. თითქმის 80 გვერდიანი დოკუმენტი ინვესტორებისთვის, მარეგულირებელი ორგანოებისთვისა და მონეტების დამოუკიდებელი კლასიფიკაციის ანალიტიკოსებისთვისაა განკუთვნილი. ჩანაფიქრით ის მომხმარებელს მუდმივად ზრდადი შემოთავაზებების გრძელ ჩამონათვალში ოპტიმალური ვარიანტის შერჩევაში დაეხმარება.
ანგარიში 30-ზე მეტი ატრიბუტის გამოყენებით, 200-ზე მეტი კრიპტოაქტივის ანალიზს ეფუძნება და ეკონომიკურ, სამართლებრივ და ტექნოლოგიეური თავისებურებების ნაწილსაც მოიცავს. მკვლევარებმა მოცემული აქტივები სხვადასხვა კუთხიდან გაანალიზეს. მათ შორის გათვალისწინებული იყო ნორმატიული კლასიფიკაციები, წვდომა და მართვა, მონაცემები კაპიტალიზაციის და ბაზრის მოცულობის შესახებ, დეცენტრალიზაციის დონე და მარაგების გადანაწილება.
CryptoCompare-ის გენერალური დირექტორის, ჩარლს ჰაიტერის განცხადებით:
ყოველდღიური, საცალო და ინსტიტუციალური საინვესტიციო საზოგადოებები კრიპტოაქტივებზე დაფუძნებულ ინვესტიციებისადმი და საინვესტიციო პროდუქტებისადმი მზარდ მადას ამჟღავნებენ. ამის საწინდარი ერთიანი, დამოუკიდებელი და საიმედო კლასიფიკაციის შემუშავებაა, რომელიც გამჭირვალობას, თანმიმდევრულობას და დარწმუნებულობას უზრუნველყოფს.
ცენტრალიზაციისადმი მიძღვნილ ანგარიშის ნაწილში, პირველ რიგში ყურადღება გამახვილებულია თუ როგორ უდგებიან მარეგულირებელი ორგანოები ცენტრალიზებული და შესაბამისად საიმედო აქტივის კლასიფიკაციის საკითხს. მკვლევარების მიერ აღმოჩენილი ძირითადი საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ ღია კოდზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული პროექტები ცენტრალურ ემიტენტს შესაძლოა საერთოდ არ ეყრდნობოდნენ. მიღებული სხვაობების საფუძველზე, მკვლევარებმა კრიპტოაქტივების დეცენტრალიზებულობის ხარისხი შეისწავლეს.
მიღებული შედეგები, კრიპტოვალუტის მხარდამჭერთათვის ერთობ არასასიამოვნო აღმოჩნდა.
გაირკვა, რომ კრიპტოაქტივების მხოლოდ 16 %-ია რეალურად დეცენტრალიზებული. ამასთანავე, 55 % კლასიფიცირდება როგორც ცენტრალიზებული, დანარჩენი ნაწილი კი როგორც - დეცენტრალიზირებული. utility ტოკენების შემთხვევაშიც კი, რომლებიც აქტივების სახით განისაზღვრებიან და ღირებულების გადაცვლის ან გადახდის ქმედითუნარიანობის დასტურისთვის გამოიყენებიან, მხოლოდ 37 %-ის მოცულობით იყვნენ დეცენტრალიზებულნი.
ასევე წაიკითხეთ
Tether-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ეცემა
Tether (USDT) - მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და სტაბილური მონატა, დოლართან მიმართებაში პოზიციები დათმო. მან 18 თვის მანძილზე ვაჭრობის მინიმალური მაჩვენებელი დააფიქსირდა და ვაჭრობის მოცულობა ორჯერ შეამცირა.
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen-სა და Litecoin-ის ანალიზი 24.10.2018-სთვის
Altcoin-ების ბაზარი კონსოლიდაციას განაგრძობს. არცერთი განხილული წყვილი გვერდულა დერეფანს საზღვრებს ვერ გასც