Tether (USDT) - მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და სტაბილური მონატა, დოლართან მიმართებაში პოზიციები დათმო. მან 18 თვის მანძილზე ვაჭრობის მინიმალური მაჩვენებელი დააფიქსირდა და ვაჭრობის მოცულობა ორჯერ შეამცირა.
ტოკენი, რომელიც აშშ დოლარით იყო უზრუნველყოფილი და რომლის კაპიტალიზაცია ზაფხულის ბოლოს 2,9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ამ ეტაპზე მხოლოდ 2,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ორთვიან, 25 % ვარდნას შეადგენს. ნაწილობრივ, ასეთი კლება USDT-ს ფასის $ 1,00 დაკლებამ განაპირობა.
მიუხედავად იმისა, რომ Tether-ის სავაჭრო ნიშნული 0,98 აშშ დოლარი შეადგინა, მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ დაიკლო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ბაზარზე მონეტების საერთო მარაგი იწურება. CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, საერთოდ მოწოდებული 3 მილიარდიდან, ბრუნვაში დაახლოებით, 2,26 მილიარდი აშშ დოლარია.
ექსპერტების შეფასებით, ფასთა ასეთ ვარდნას, შესაძლოა, საბაზრო კაპიტალიზაციის მოცულობის 50 მილიონ აშშ დოლარით შემცირება გამოეწვია. დანარჩენი შემცირება კი ოქტომბრის თვეში ბრუნვიდან Tether-ის ასობით მილიონი დოლარის ამოღებით არის გამოწვეული.
Bitfinex-მა Tether Ltd-ს მისამართზე $ 50 და $ 200 მილიონიანი დავალება გაუგზავნა გადასახდელად და ამ გზით ტოკენების ბრუნვიდან $ 250 მილიონი ამოიღო. ამ თვის განმავლობაში მსგავსი ტრანზაქცია არაერთხელ შესრულდა.
ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის ემიტენტმა ორი ტრანზაქციის ხარჯზე (9 და 14 ოქტომბერს შესრულებული) ბრუნვიდან 300 მილიონი დოლარის ღიერბულების სთეიბლკოინები ამოიღო. სულ ოქტომბრის თვეში 560 მილიონი მონეტა იყო გამოშვებული და არცერთი მათგანი 21 სექტემბრის შემდეგ ბრუნვაში არ ჩაშვებულა.
კიდევ ერთმა სტაბილურმა მონეტამ შეიცვალა აშშ დოლართან მიმართებაში კურსი - მისი მაჩვენებელი, Tether (USDT)-სგან განსხვავებით, უფრო აიწია.
Gemini (GUSD) - ამ ტოკენმა ფასის რეკორდული ზრდა აჩვენა და სამშაბათს 1.19 აშშ დოლარი შეადგინა.
GUSD წინა თვის დასაწყისში ჩაეშვა, როდესაც კამერონის და ტაილერ უინკლვოსის დაარსებულმა ბირჟამ განაცხადა, რომ ნიუ-იორკის ფინანსთა დეპარტამენტისგან ტოკენის გადარიცხვებზე და აშშ დოლართან მიბმაზე თანხმობა მიიღო.
ამავდროულად, პრეს-რელიზის თანახმად, ტოკენი აშშ დოლართან „მკაცრად არის მიბმული“, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ, ბოლო დროს, სთეიბლკოინების ბაზარი ტრეიდერებს სიურპრიზებს ხშირად უწყობს.
ასევე წაიკითხეთ
Litecoin-ის ხელმძღვანელი საკომისიოების 10–ჯერ შემცირებას აანონსებს
Medium-ში მოყვანილი Litecoin-ის ოფიციალური ჩანაწერის თანახმად, Litecoin-ის ქსელში საკომისიო მოსაკრებლის ღირებულება ახალ - 0.17 ვერსიაში 10-ჯერ შემცირდება. სამომავლოდ საკომისიოს საშუალო მოცულობა ერთ კილობაიტზე Ł0.0001-ი იქნება და არა Ł0.001 ერთი კილობაიტის სანაცვლოდ, როგორც ეს ეხლა არის.
BitTorrent-ი TRX, BNB, BTC კრიპტოვალუტით გადახდის საშუალებას მიიღებს
BiTtorent - ეს ის კომპანიაა რომელმაც წამყვანი p2p პროტოკოლი შეიმუშავა, ასევე ისეთი პროდუქტები როგორიცაა BitTorrent-ი და µTorrent-ი. კრიპტოვალუტური გადახდების მხარდაჭერას კომპანია CoinPayments.net-ი უზრუნველყოფს.