Blockchain და Stellar Development Foundation (stellar.org) 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მონეტა Stellar (XLM)-ის დარიგების შესახებ განცხადება გააკეთეს. გაუგონარი სიუხვის airdrop-ს XLM-ს Blockchain Wallet-ი უჭერს მხარს და წინა თვეში დაანონსებული პროექტის - Blockchain Airdrops-ის ფარგლებში მიმდინარეობს.
კრიპტოვალუტური საფულეების პოპულარული პროვაიდერის თანადამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის პიტერ სმიტის თქმით, ეს airdrop-ი რეკორდული იქნება და Dfinity-ის მიერ ივნისში ჩატარებულ $35 მილიონიან airdrop-ს უკან ჩამოიტოვებს.
გუნდის აზრით, airdrop-ი უნიკალური ინსტრუმენტია მომხმარებლების მიერ ახალი კრიპტოვალუტების „აღმოსაჩენად“ და შესამოწმებლად. გარდა ამისა, ეს პროცესი ხელს უწყობს საზოგადოებაში კრიპტოინდუსტრიის განვითარებასა და სტიმულს. ბოლო დროს, airdrop-ები ბაზარზე ტოკენების გამოსვლისთვის პირველადი წარდგენის პროცესის მიმზიდველ ალტერნატივად იქცა.
Blockchain-ი Stellar-თან ერთად airdrop-ის პროგრამას ქსელის მასშტაბურობის, მსოფლიოს მასშტაბით იაფ ტრანზაქციებისა და აქტიურად განვითარებადი და მზარდი საერთო ჯანსაღი ეკოსისტემის გამო ატარებს.
პირველი მონეტების მიღება უკვე ამ კვირის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ისინი, ვინც სპეციალურ ვებ-გვერდზე განაცხადს გააკეთებს, მოლოდინის სიას შეურთდება, იქონიებს Blockchain Wallet-ში იდენტიფიკაციას, 25 აშშ დოლარის ღირებულების XLM-ებს მიიღებს, სანამ $125 მილიონიანი ლიმიტი არ ამოიწურება.
Stellar-ი იმედოვნებს, რომ Blockchain-ის 30 მილიონი საფულე მონეტის განვითარებას ხელს შეუწყობს და მონეტა ისეთი კრიპტოაქტივებს გაუწევს კონკურენციას, როგორებიცაა Ripple (XRP) და Ethereum (ЕТН). კომპანიის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ Stellar-ის ბიზნესის მიზნების მისაღწევად გრძელვადიანი გეგმების ფარგლებში ახალი აუდიტორიის მოსაზიდად, 125 მილიონი აშშ დოლარი არც თუ ისეთი დიდი თანხაა.
ასევე წაიკითხეთ
ჩანპენ ჩჟაო: Binance Coin-ი გადახდის საშუალება გახდება
ერთ-ერთ თავის ბოლო ინერვიუში ჩანპენ ჩჟაომBinance Coin (BNB)-ის შესახებ საკუთარი ხედვა გაგვიზიარა. მისი აზრით, ყველაზე უმსხვილესს ბირჟის მიერ წარმოებულ ტოკენს ყველა შანსი აქვს იმისთვის, რომ მომავალში ყველა ფიატურ ვალუტას გაუწიოს კონკურენცია და ყოველდღიური გადახდების ტოკენი გახდეს.
კრიპტოვალუტური წყვილების ანალიზი BTC/USD, ETH/USD, XRP/USD on 17.10.2018
ბაზრის კონსალიდაცია მთავრდება, დღის განმავლობაში მოსალოდნელია ახალი იმპულსური მოძრაობები.
