დეცენტრალიზირებულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ და კონტენტის შექმნაზე, შემოთავაზებაზე და გადაცემაზე ორიენტირებულმა ცნობილმა ბლოკჩეინ პლატფორმამ TRON Foundation-ი 1 მილიონი ყოველდღიური ტრანზაქციების ზღვარი გადალახა და Ethereum-ის რეკორდი გააუმჯობესა.
კრიპტო-კომპანიის დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჯასტინ სანი TRON Foundation-ის გარშემო ინტრიგებს ხლართვას და საკუთარი ტოკენის ფასის გაზვიადების შესაძლებლობას ხელიდან არასდროს უშვებს.
ამჯერადაც, სანმა საკუთარი ტრიუმფი ვერ მოთოკა და blockchain TRON-ის მორიგი რეკორდის შესახებ საკუთარ ტვიტერში დაწერა. 2018 წლის 9 ნოემბერს TRON Foundation-მა და მისმა კრიპტოვალუტამ TRX ყოველდღიური ტრანზაქციების რეკორდი დაამყარა. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსოფლიოს სიდიდით 11-ე კრიპტოვალუტის დამფუძნებლისთვის, საბაზრო კაპიტალიზაციის თვალსაზრისით TRON-მა Ethereum (ETH)-ს აჯობა, რომელიც 2018 წლის იანვრიდან ლიდერობდა. TRON-მა 1 367 488 ტრანზაქცია დაარეგისტრირა, მაშინ როდესაც 4 იანვრიდან მოყოლებული Ethereum-ის რეკორდი დღე-ღამეში 1 349 890 ტრანზაქცია იყო.
ყოველივე ეს ვიტალი ბუტერინის მისამართით ქილიკის ახალი საბაბი გახდა. ამავდროულად სანის განცხადებით TRON-მა აბსოლუტური უპირატესობით გაიმარჯვა და ნაკლებსავარაუდოა, რომ Ethereum-ი მის დაწევას ოდესმე შეძლებს.
საგულისხმოა, რომ Ethereum-ის გარდა რეკორდსმენმა ბაზრის სხვა ლიდერების: BTC, BCH და XRP მაჩვენებლებიც დაჯაბნა.
თავად ტვიტერში გამოქვეყნებული პოსტის კომენტარებში Ethereum-ისა და TRON-ის გულშემატკივრების ბრძოლა მიმდინარეობს. სკეპტიკოსების აზრით ბუტერინის მისამართით ნასროლ სანის ქილიკსა და დაცინვას, ბუტერინი საკადრის პასუხს გასცემს.
ამავდროულად, ნაწილი დარწმუნებულია, რომ Tron-ის წარმატებით ბუტერინი არც ისე შეწუხებულია. მისი Tron-ის ღირებულება Ethereum-ზე 0.02254182 აშშ დოლარით მეტია. ამავდროულად ბლოკჩეინის შედარება სხვა პროტოკოლებთან - Ethereum-PoW, Tron-DPoS ამ ეტაპზე არაკორექტულია, საბაზრო კაპიტალიზაციის კუთხით კი Tron-ის მაჩვენებელი Ethereum-ზე 14-ჯერ ნაკლებია.
ასევე წაიკითხეთ
ერთ-ერთი კრიპტოვალუტური ვეშაპი Litecoin-ის 15%-ს ფლობს
წინა კვირას უცნობმა მომხმარებელმა ერთი მისამართიდან 24 საათის განმავლობაში 35 მილიონი ტოკენი Litecoin-ის გადარიცხა, რაც მონეტების საერთო კაპიტალიზაციის 60 პროცენტს შეადგენს. თუმცა, კრიპტოპლატფორმაზე ვაჭრობა ამ ტრანზაქციასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს ბირჟის გარე გარიგებას უფრო ჰგავს.
წინასაახალწლო კრიპტოვალუტური რეიტინგი ჩინეთიდან
წლის ბოლოს ინფორმაციისა და მრეწველობის განვითარების ჩინურმა ცენტრმა (CCID) ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შეფასების ინდექსის მორიგი გლობალური საჯარო რეიტინგი (GPBTAI) გამოაქვეყნა. ეს კრიპტოვალუტური პროექტების უკვე რიგით მერვე რეიტინგია.
