გუშინ, ძირითადი კრიპტოვალუტურმა წყვილებმა შევიწროვებადი დიაპაზონი დატოვეს და ქვედა საზღვრის მხარდაჭერა გაარღვიეს, კვირეულის პირველი მინიმუმიც დააფიქსირეს.
BTC/USD
BTC/USD-ს წყვილი მწვანე დერეფნის მხარდაჭერასთან დაეშვა. მიმსმა ქვედა საზღვარმა 6250.00USD-მ შეაკავა ფასის ვარდნა და წყვილი აღდგენისკენ შემოაბრუნა. ჯერ ფასის აღდგენა მცირე მოცულობებით ხორციელდება, და დერეფნის ზედა საზღვრამდე შეიძლება გაგრძელდეს - 6330.00USD.
თუ დღეს ვაჭრობაში მსხვილი მყიდველები ჩაერთვებიან, ვინც BTC-ს ფასს 6330.00USD წინააღმდეგობის ზემოთ აწევს, მაშინ ფასმა შეიძლება აღდგენა 6427.16USD-მდე გააგრძელოს. მაგრამ ნეგატიურ ფუნდამენტალურ ფონზე ამ მოვლენების განვითარება ნაკლებად სავარაუდოა. გუშინ მსხვილმა ბირჟამ Coincheck-მა მესამე კვარტალში შემოსავლის 66%-ით შემცირება გამოაცხადა. მცირე კანადურმა კრიპტო-ბირჟამ MapleChange-მა განაცხადა, რომ ისინი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ და თავიანთი მომხმარებლებისთვის კომპენსაციების გაცემის საშუალება არ გააჩნიათ.
საერთო კრიპტობაზრის კაპიტალიზაციამ გუშინდელი ვარდნის შედეგად დაახლოებით 6 მლრდ აშშ დოლარი დაკარგა და ამჟამად დაახლოებით 203 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ETH/USD
Ethereum-ის ფასმა გუშინ ორასდოლარიანი მხარდაჭერა გადალახა და მინიმუმი 191.37USD-ზე დაამყარა. დღეს ღამით წყვილმა აღდგენა 195.00USD დონემდე შეძლო, მაგრამ ვაჭრობის მოცულობა ძალიან მცირეა და სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში 180.00USD-ის მიმართულებით შემცირდება.
XRP/USD
Ripple-ს დიდი ოდენობით ამოყიდვის შემდეგ ფასი 0.430 USD-ზე შეჩერდა. მინიმუმის შემდეგ 0.426 USD-ის წერტილში წყვილმა ფიბონაჩის ნულოვან დონისკენ 0.450 აღდგენა დაიწყო, XRP-ს ფასი 0.400USD-ის დონემდე მდორედ გააგრძელებს დაკლებას
*ყველა ფასის მოცემულობა BitStamp ბირჟის მიხედვით არის მოყვანილი
ასევე წაიკითხეთ
Stellar Lumen, EOS, Litecoin და Bitcoin Cash ანალიზი 17.12.2018-სთვის
უქმეებზე ალტკოინები, უმეტეს წილად, გვერდულ დიაპაზონში ინარჩუნებდნენ პოზიციას. თუმცა, ამ ეტაპზე, ხანმოკლე აღდგენის შემდეგ, დაუნ-ტრენდში მოძრაობა შეიძლება განახლდეს.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 03.12.2018-სთვის
ტრადიციულად შაბათ-კვირას ბაზარი განსაკუთრებულ აქტივობას არ იჩენდა და პროგნოზირებად გვერდულ დიაპაზონში იმყოფებოდა. დინამიკა უახლოეს მომავალში შენარჩუნდება.