არასტაბილურობის ოდნავი ზრდის შემდეგ, ბაზარი ისევ ჩაწყნარდა. დღეს ორკვირიან გვერდულ დერეფანში ფასის აღდგენას ველოდებით.
BTC/USD
როგორც იქნა, ბაზრის მონაწილეებმა აქტივობის გამომჟღავნება დაიწყეს და გუშინ ვაჭრობის მოცულობის ზრდა დავაფიქსირეთ. გუშინ ცრუ დათვურმა გარღვევამ 6250USD-ს მხარდაჭერა გარღვია და მინიმუმი 6250USD-ზე დაამყარა. შემდეგ, ერთი საათის განმავლობაში, BTC-ს ფასმა ხარული სანთელი გამოსახა და მწვანე დერეფნის ზედა ზღვარი შეამოწმა. საღამოს, მოცულობამ ოდნავ იკლო, წყვილი 6350.00USD-ის მაქსიმუმიდან ჩამოგორდა და მწვანე გვერდულა დიაპაზონის საზღვრებში დაბრუნდა.
დღეს მოსალოდნელია დერეფნის ზედა საზღვრის გადალახვის განმეორებითი მცდელობა 6427.16USD-ს წინააღმდეგობასთან, საშუალო ფასების დაბრუნების მიზნით. ამგვარად, ფასი შეიძლება დაუბრუნდიეს წინა დონეს, საიდანაც ეს სავაჭრო კვირეული დაიწყო.
გუშინდელი ფასის ვარდნის მომენტში, Bitfinex-ის ბირჟაზე მრავალი გრძელი მარგინალური პოზიციების ხილვა შეიძლებოდა. ეს კარგი ნიშანია, და მეტყველებს, რომ ბაზარის მონაწილეებს BTC/USD წყვილს ნდობას უცხადებენ ფასის მომატებაში. დღეს ჩვენ შევამოწმებთ, წყვილის დინამიკა ტრეიდერების მოლოდინს რამდენად გაამართლებს.
ETH/USD
ETH/USD-ს წყვილმა აბსოლუტური სოლიდარობა გამოუცხადა კრიპტოვალუტურ ფლაგმანებს და საკუთარ საფასო გრაფიკულ გამოსახულებაზე, ცრუ დათვური გარღვევის ანალოგიური სურათი დახატა, რითაც მომდევნო ქმედებით სრიალა საშუალო ხაზის რე-ტესტი განახორციელა. მოცულობების კლებამ ეთერის ზრდა შეაყოვნა და ამჟამად ფასი კონსოლირდება საშუალო ფასების დაბლა. ვვარაუდობთ, რომ Ethereum-მი შეიძლება ისევ 200.00USD ფსიქოლოგიურ დონეზე აღდგეს და განაახლოს ფასების ბალანსი, რომელიც კვირის დასაწყისში არსებობდა.
XRP/USD
Ripple-მ გუშინ მოახერხა გადაელახა ფიბონაჩის ნულოვანი დონე 0.450USD და იქ გამყარებულიყო, ამგავრად დაბრუნდა ორკვირიან ვიწრო კონსოლიდაციის დერეფანში. დარჩება თუ არა გვერდულა დერეფანი ისევ წვრილი, როგორც უწინ, თუ რიფლი დაიწყებს დიაპაზონის საზღვრების გაფართოებას, ამის გაგება მოცულობის დინამიკიდან გამომდინარე იქნება შესაძლებელი. ტრეიდერების აქტიურობის გაზრდა ხელს შეუწყობს XRP-ს ფასის შემდგომ აღდგენას.
*ყველა ფასის მოცემულობა BitStamp ბირჟის მონაცემებით არის გამოყენებული
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 21.12.2018-სთვის
გუშინდელი შთამბეჭდავი შესყიდვების მოცულობებმა ფასების ზრდა განაპირობეს და კვირის მაქსიმუმებიდან უკუსვლის შემდეგ, ბაზარი კვლავ მწვანე ზონაში იმყოფება.
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS და Litecoin ანალიზი 07.12.2018-სთვის
დილანდელი მინიმუმები საბოლოო არ არის. შემცირება მოკლევადიანი კორექციის შემდეგ განახლდება.