გუშინ ბაზარმა, პრაქტიკულად აღადგინა დაკარგული პოზიციები 29 ოქტომბრის დათვური იმპულსის შემდეგ. დღეს შეიძლება გაგრძელდეს ფასის მდორე ზრდა.
BTC/USD
გუშინ, დღის მეორე ნახევარში, Bitcoin-ის ფასმა მწვანე დერეფნის ზედა საზღვარი გახვრიტა და დღეს ღამე საშუალო სრიალა EMA55-სთან სცადა გამკლავება. თუმცა,იმ ნუშნულამდე მთლიანად ფასის აღდგენა, საიდანაც ეს კვირეული დაიწყო, ჯერ ვერ ხერხდება.
აღსანიშნავია Bitstamp-ისა და Bitfinex-ის ბირჟების Bitcoin-ის ფასის სხვაობის შემცირება. ეს USDT-ს USD-სთან მიმართებაში პარიტეტს მიღწევასთან არის დაკავშირებული, თუმცა მოკლე დროით.
Bitfinex-ზე მოკლე მარჯინალური პოზიციები მკვეთრად შემცირდა, რომლებიც გუშინდელი BTC-ს ფასის ზრდის პერიოდში იხურებოდა, მაგრამ დარჩენილი ღია პოზიციების რაოდენობა, გახსნილი გრძელი პოზიციების რაოდენობას ისევ აღემატება. გუშინდელი BTC-ს კურსის დინამიკამ "ლონგისტების" მოლოდინი გაამართლა.
კრიპტობირჟა BitMex-ის დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, Yahoo FInance-ს ინტერვიუში, Bitcoin-თან გამოცდილებაზე დაყრდნობით თავისი აზრი გამოთქვა. მისი თქმით, BTC-ს ფასმა ჯერ ფსკერს არ მიაღწია და მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში დაღმავალ ტრენდს განაგრძობს. არტურ ჰეისი თვლის, რომ ბაზარის კლებასთან ერთად, იკლებს საერთო კაპიტალიზაცია და ვაჭრობის მოცულობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ BitMex-ის განვითარება უნდა შეჩერდეს.
კრიპტოინდუსტრიის ყველა წარმომადგენელი არ თვლის, რომ გლობალური დაუნ-ტრენდი კიდევ 1 წელი გასტანს. ასე, მაგალითად, Zero-X (0X) ხელმძღვანელი უილ უორენი, თვლის, რომ ჯერ აზრის გამოჯანმრთელება ხდება და ვარაუდობს, რომ ახლო მომავალში Bitcoin-ი დადებით დინამიკას გვიჩვნენებს. ვარაუდი რამდენად გამართლდება - დრო გვიჩვენებს.
ETH/USD
Etherium-მა შეძლო 200.00USD ფსიქოლოგიურ დონემდე ასვლა და ორკვირიანი გვერდულის დერეფანში ფასის აღდგენა. ამჟამად ფასი ორასდოლარიანი დონიდან, მცირედით ჩამოქვეითდა, მაგრამ დღეს შესაძლებელია მან გადალახოს წინააღმდეგობა და ETH-ს ფასი 200.00USD-ს ზევით გამყარდეს.
XRP/USD
გუშინ Ripple ფიბონაჩის ნულოვან დონეზე 0.450USD-ს ზემოთ აღდგა, მაგრამ საკმაოდ მოკრძალებული ვაჭრობის მოცულობამ არ მისცა XRP-ს საშუალება წარმატებისთვის მიეღწია და გვერდული დიაპაზონი გაეფართოვებინა. დღეს ველოდებით ბაზარზე შესყიდვების პროცესის აქტივაციას და 0.480USD-ს მიდამოებში აღდგენას
*ყველა ფასის მოცემულობა BitStamp ბირჟის მონაცემებით არის გამოყენებული
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 24.11.2018-სთვის
ინტენსიური ფასის კლება კვირის დასასრულისთვის ოდნავ შეჩერდა, უქმეებისთვის მოსალოდნელია დაბალი ბაზრის აქტიურობა. წყვილები აგრძელებენ ძირითადი მხარდაჭერებთან კონსოლიდაცია.
TRX-ისა და ADA-ს ანალიზი 07.11.2018
უმეტესობა ალტკოინების მსგავსად, ADA/USD ძირითადი წინააღმდეგობების დონეებს ზევით ვაჭრობს. ჩვენი ვარაუდით, ალტკოინების უმეტესობის ფასი ამ კვირის მანძილეზე ზრდას განაგრძობს.