გუშინდელი ფასების კონსოლიდაცია მდორედ გადავა ფასების უახლოეს დაბალფასიან მხარდაჭერისკენ.
BTC/USD
გუშინ BTC ფასმა "ოთხიათასიანი" დონის წინააღმდეგობის გარღვევა ვერა და ვერ მოახერხა. წყვილი დაგორდა 3750.00 USD დონემდე და საკმაოდ კარგი ვაჭრობის მოცულობა დააფიქსირა. Bitcoin-ის ფასი ამ დონესთან კონსოლიდაციას ცდილობს, მაგრამ მას მერე, რაც დღიური მინიმუმი 3566.00 USD წერტილში დაფიქსირდა, 3750.00 USD-ს წინააღმდეგობის ზემოთ აღდგენა ჯერ ვერ ხერხდება.
თუ დღის განმავლობაში წყვილი შეძლებს ამ წინააღმდეგობის დონის თავზე გამაგრებას, მაშინ ზემოდან მომდევნო აღდგენისთვის იასამნისფერი ტრენდული ზოლი ხელს შეუშლის. ვვარაუდობთ, რომ კონსოლიდაცია 3750.00 USD მიდამოში 3500.00 USD დონემდე და უფრო დაბლა მდორედ ჩასრიალდება. საკვანძო მხარდაჭერა ფსიქოლოგიურ 3000.00 USD დონეზე მდებარეობს, მაგრამ დღევანდელ მის რე-ტესტზე საუბარი ჯერ ადრეა.
XRP/USD
გუშინ Ripple-მ საშუალო ფასების დონეზე ვერ შეძლო დიდხანს კონსოლიდაცია და 0.330 USD მხარდაჭერასთან დაღმასვლა დაიწყო. მინიმუმის 0.331 USD წერტილში დაფიქსირების შემდეგ, წყვილმა კონსოლიდაციისთვის ახალი დიაპაზონი 0.350 USD მიდამოში შეარჩია. ვაჭრობის მოცულობამ და კონსოლიდაციის დიაპოზონმა ნელა-ნელა შევიწროება დაიწყო. ჩვენი აზრით, წყვილის ზრდის შესაძლებობა საშუალო სრიალა EMA55-ით იქნება შეზღუდული.
0.400 USD მიდამოში გარღვევა მხოლოდ რაიმე დადებითი სიახლეების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი. სავარაუდოდ, კონსოლიდაციის სტადიის დასრულების შემდეგ, XRP-ის ფასი 0.330 USD მხარდაჭერას შეამოწმებს და მდორე დაკლებას 0.300 USD დონისკენ გააგრძელებს.
ETH/USD
პირველსაათიან თაიმ-ფრეიმზე ჩანს, თუ როგორ შეზღუდა სრიალა საშუალო EMA55-მა Ethereum-ის აღდგენა და წყვილი დაკლებისკენ შემოატრიალა. გუშინდელი დღის განმავლობაში, ETH-ს ფასი 107.00 USD მიდამოში კონსოლიდირდებოდა. ამაღამ ეთერეუმის ფასი კონსოლიდაციას ცდილობდა, მაგრამ 107.00 USD წინააღმდეგობის ზემოთ ასვლა ვერ მოახერხა.
ჩვენ გვჯერა, რომ მცირე მოცულობის პირობებში, კონსოლიდაცია 100.00 USD ფსიქოლოგიური დონის თავზე განხორციელდება. თუ მყიდველები გააქტიურდებიან ეთერეუმის სანაცვლოდ 100 დოლარის დონიდან, მაშინ საშუალო მოცულობის პირობებში, ფასი შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ იასამნისფერი ტრენდული ხაზის გარღვევა, რომელიც პრაქტიკულად ემთხვევა საშუალო სრიალას, საკმაოდ რთული იქნება.
*ყველა ფასის მოცემულობა მოყვანილია ბირჟა BitStamp-ის მიხედვით
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 26.12.2018-სთვის
შესაძლებელია , რომ ბაზრის ზრდა, კვლავ საკვანძო წინააღმდეგობის დონეებზე დათვების რეაქციაზე იყოს დამოკიდებული. თუ მყიდველები ფსიქოლოგიურ დონეებს ბრძოლის გარეშე დათმობენ , მაშინ ბაზარი მწვანე სივრცეში დარჩება.
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen და Litecoin ანალიზი 28.12.2018
ფასების დაკლებამ ჯერ მხარდაჭერის მიზნობრივ დონეებს ვერ მიაღწია და ხანმოკლე აღდგენის შემდეგ შესაძლებელია გაგრძელდეს.