კვირის მაქსიმუმიდან დაღმასვლამ შემობრუნების დონეს მიაღწია, მაგრამ აღდგენის პროცესი საკმაოდ ინერტულად მიმდინარეობს, თანაც დაბალ მოცულობაზე. მოვლენების განვითარების შესაძლო ვარიანტებს დღევანდელი Bitcoin-ის, Etherium-ისა და Ripple-ს კურსის პროგონოზის მიმოხილვაში მოგიყვებით.
BTC/USD
ფასის დაწევა გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სანამ, გვიან ღამით, BTC-ის ფასი მწვანე ტრენდულ ზოლს არ მიებჯინა.
დღეს ღამე, საკმაოდ დაბალი მოცულობის პირობებში, ამ მხარდაჭერის გადაწონვა მოხერხდა, მაგრამ პირველსაათიან გრაფიკზე, როგორც ჩანს, ტრენდული ზოლი მობრუნებას ამუშავებს.
შემდეგ ორი ვარიანტია შესაძლებელი. პირველი - ჩვენი გუშნდელი პროგნოზი, სადაც მობრუნებას ტრენდული ზოლიდან ვვარაუდობდით და 6550.00USD სივრცეში მომატებას.
მეორე ვარიანტი - 6427.16 USD დონესთან აღდგენაა, რის შემდეგაც Bitcoin-ის ფასი დაკლებას გააგრძელებს. ასეთი დაკლება ბარიერებით სირბილს გვაგონებს. წყვილმა უნდ გადალახოს ქვედა იასამნისფერი წინააღმდეგობის საზღვარი ( 6370.00USD), მწვანე არეს ზედა საზღვრის მხარდაჭერა (6440.00USD) და ამავა არეში ქვედა საზღვრები (6250.00USD), რათა შემდგომში გვერდულ დიაპაზონში გაიჭედოს, 6200.00 USD დონიდან მობრუნებული, სადღაც მწვანე ზონის მხარდაჭერასთან. ამ ვარიანტს ნაკლებად სავარაუდოდ ვთვლით, თუმცა შესაძლებელია ბაზარზე დათვური ხასიათის მომატებისას.
ETH/USD
დღეს ღამე, Ethereum-მმა დაკლების მიზნობრივ 210.00 USD დონეს მიაღწია და მეტად მოსალოდნელია პირველსაათიან თაიმ-ფრეიმზე, ვიხილოთ შემობრუნების სურათი, ჩვენი გუშინდელი სცენარის თანახმად. თუმცა, აღსანიშნავია, აღდგენა ჯერ ძალიან დაბალ მოცულობებზე მიმდინარეობს და, შეიძლება, ბაზრის ოპტიმიზმის ლიმიტი მალე ამოიწუროს. მაშინ 220.00 USD დონეზე, წინააღმდეგობის გარღვევის ნაცვლად, 200.00 USD-ს საკვანძო მხარდაჭერისკენ დაქვეითება გველოდება, სადაც საკმაოდ მოსალოდნელია, რომ ETH-ის ფასი გვერდულში გაწვება.
XRP/USD
გამყიდველების წნეხის ქვეშ, XRP ფასმა გაარღვია 0.500 USD-ს ფსიქოლოგიური დონის მხარდაჭერა და 0.490 USD-ს რე-ტესტის შემდეგ, 0.513 USD წინააღმდეგობასთან აღდგენა დაიწყო. Ripple-ს ვაჭრობის მოცულობა ჯერ არც თუ ისე დიდია, მაგრამ სტაბილურად ინარჩუნებს საშუალო დონეს. ვვარაუდობთ, რომ ეს მყიდველებს საშუალებას მისცემს 0.513 USD დონის ზემოთ გამყარდეს.
ასევე წაიკითხეთ
Stellar Lumen, EOS, Litecoin და Bitcoin Cash ანალიზი 17.12.2018-სთვის
უქმეებზე ალტკოინები, უმეტეს წილად, გვერდულ დიაპაზონში ინარჩუნებდნენ პოზიციას. თუმცა, ამ ეტაპზე, ხანმოკლე აღდგენის შემდეგ, დაუნ-ტრენდში მოძრაობა შეიძლება განახლდეს.
TRX-ისა და IOT-ის ანალიზი 09.11.2018-სთვის
IOT-ი სიჩქარეს კრეფს. TRX-ის ფასი პოზიტიურ სიახლეებს ელოდება.