IOT-ი სიჩქარეს კრეფს. TRX-ის ფასი პოზიტიურ სიახლეებს ელოდება.
IOT/USD
ეჭვსგარეშეა, რომ IOTA-ს Tangle-ზე მოთხოვნა ძალიან დიდია. რეალურად, IOTA-ს დამფუძნებლის, დევიდ სონსტებოს განმარტებით, უკანასკნელი 12 თვის განმავლოვაში, ამ კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესი 600-ზე მეტმა კომპანიამ გამოავლინა. სწორედ ამ მიზეზით ავტორები და ქსელ IOTA-ს წევრები ეკოსისტემის გაფართოებისკენ მიისწრაფიან.
კვირის გრაფიკი


ბაზრის აღდგენასთან ერთად ცხადი ხდება, რომ IOTA-ს 40-50 %-ის დონეზე ძლიერი მხარდაჭერა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულმა არეალმა ფასის ზრდას შეიძლება უბიძგოს, დასაწყისისთვის 90 %-ის დონეზე გარღვევა უნდა ვიხილოთ, ვინაიდან მოცემული მომენტისთვის, ვაჭრობა 12 აგვისტოს მინიმუმების დონეზე მიდის.
დღიური გრაფიკი

დღიური გრაფიკის შემთხვევაში, ხარები დომინირებენ. ჩვენი წინა - IOT/USD სავაჭრო გეგმის გათვალიწინებით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ფასის კორექციის მიუხედავად, გირჩევთ 11 ოქტომბრის სტოპების დონეზე - 47 ცენტი შესყიდვას. ზოგადად, ჩვენი მოლოდინით, ფასი 90 ცენტიან ზღვარს გადააჭარბებს, კონსერვატიული ტრეიდერებს შეუძლიათ შესყიდვის დაწყება როგორც კი ფასი 60 ცენტიან ნიშნულს მიაღწევს.
TRX/USD

ვინაიდან მოცემული მომენტისთვის TRX-ის ბაზრის ზრდის არანაირი ხელშემწყობი ფაქტორი არ არებობს, ჩვენი ძველი სავაჭრო გეგმა უცვლელი რჩება. ვაჭრობა კი კვლავ 3 ცენტის ნიშნულზე დაბლა მიმდინარეობს.
ჩვენი მოლოდინით, მხარდაჭერის ხაზი შეძლებს ფასის შეკავებას და მას 3 ცენტიანი ნიშნულის მაღლა აწევს. მეორეს მხრივ - გაუთვალისწინებელი გარემოების შემთხვევაში, ფასი შეიძლება პირიქით - 1,5 ცენტიანი ნიშნულის დონემდე დაეცეს.
მასალების მიხედვით newsbtc.com
ასევე წაიკითხეთ
TRX-ისა და ADA-ს ანალიზი 07.11.2018
უმეტესობა ალტკოინების მსგავსად, ADA/USD ძირითადი წინააღმდეგობების დონეებს ზევით ვაჭრობს. ჩვენი ვარაუდით, ალტკოინების უმეტესობის ფასი ამ კვირის მანძილეზე ზრდას განაგრძობს.
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS და Litecoin ანალიზი 12.12.2018
აღდგენის ფასის განახლების ალბათობა განახლებული მინიმუმების შემდეგაც შენარჩუნებულია. დღეს ალტკოინების ფასები წინააღმდეგობის მიზნობრივ დონეების მიღწევას შეეცდებიან

