ალტკოინების ფასის შემცირება შეჩერდა, მაგრამ აღდრგენა საკმაოდ მდორედ მიმდინარეობს. ჩვენი პროგნოზი - ზრდის დინამიკა ბლანტ გვერდულში გადადინებაა. მხარდაჭერის დონეებზე წაიკითხეთ დღევანდელ პუბლიკაციაში.
BCH/USD

გუშინ, Bitcoin Cash 577.00USD მხარდაჭერის დონესა და 599.00USD წინააღმდეგობის შორის კონსოლირდა. დღეს ღამით, ფასი მხარდაჭერის დონის დაბლა ჩავარდა, მაგრამ დილისთვის გვერდულ დერეფანში ისევ შეძლო აღდგენა. როგორც ჩანს, არც ისე დიდი ვაჭრობის მოცულობიდან გამომდინარე, დღეს ამ დიაპაზონში კონსოლიდაცია გაგრზელდება.
EOS/USD

გუშინ, EOS-ის ფასმა მწვანე ტრენდული ხაზი გაარღვია და ფიბონაჩის ნულოვანი დონის (5.509 USD) რე-ტესტის შემდეგ მოძრაობა გვერდულ დიაპაზონში განაგრძო, როგორც ამ დონის მხარდაჭერის გამოყენებით. დღეს, გვერდულში მოძრაობისას, წყვილი აფ-ტრენდის მწვანე საზღვრის შემოწმეას შეეცდება, მაგრამ მისი წინააღმდეგობის დაძლევა ნაკლებად სავარაუდოა. მეტად მოსალოდნელია - წყვილის, 5.509 USD დონესთან, კონსოლიდაცია.
XLM/USD

Stellar Lumen-ი გუშინ მთელი დღე ცდილობდა აღმავალი ტრენდის ქვედა ზღვარზე შენარჩუნებულიყო. ვაჭრობის მოცულობა საშუალო დონეზე მიმდინარეობდა, მაგრამ როგორც ჩანს, აღმავალი ტენდენცია, დღეს გვერდულში 0.260 USD-ს მხარდაჭერის დონეზე გადაივლის.
LTC/USD

Litecoin-ი, გუშინ სავაჭრო დღის დასასრულისთვის, მწვანე ტრენდული ზოლის კონსოლიდაციაში იმყოფებოდა, მაგრამ დღეს ღამით, LTC უფრო დაბლა, ფიბოს 23.6% (53.32USD) მხარდაჭერასთან ჩავარდა. როგორც ჩანს, ფიბონაჩის ამ დონემ შემდგომი დაღმასვლა შეძლო და წყვილი დღეს ამ მიდამოში გვერდულ მოძრაობას გააგრძელებს.
ასევე წაიკითხეთ
ADA-ს და IOT-ის ანალიზი
ალტკოინების ბაზრის აღდგენის მიუხედავად, ბევრი მათგანის ფასმა ჯერ ვერ შეძლო წინააღმდეგობის დონის გარღვევა - IOTA სწორედ ერთ-ერთი მათგანია. ჩვენი წინა გეგმის თანახმად, Cardano (ADA/USD) ბაზარზე ჩვენ ოპერაციული პოზიციები უნდა დავიკავოთ, ვინაიდან მას ხარების მხარდაჭერა ექნებათ - ვაჭრობის მაღალი მოცულობა - იმ შემთხვევაში თუ ჩვენს მიერ დასახული პირობები შესრულდება.
Stellar Lumen, EOS, Litecoin და Bitcoin Cash ანალიზი 17.12.2018-სთვის
უქმეებზე ალტკოინები, უმეტეს წილად, გვერდულ დიაპაზონში ინარჩუნებდნენ პოზიციას. თუმცა, ამ ეტაპზე, ხანმოკლე აღდგენის შემდეგ, დაუნ-ტრენდში მოძრაობა შეიძლება განახლდეს.

