უქმეებმა საკმაოდ მშვიდად ჩაიარეს და ფასების კონსოლიდაცია გვერდულა დიაპაზონში მიმდინარეობდა. კვირის დასაწყისში ბაზრის მერყეობა შეიძლება გაიზარდოს. იქნება კიდევ ერთი შემცირების ტალღა?
BTC/USD
კვირა დღეს BTC-ს ფასმა განაგრძო შაბათის გვერდული, საღამოსკენ კი მწვანე სივრცის ზედა საზღვრის მხარდაჭერა გახვრიტა და მინიმუმი 6270.00 USD ნიშნულზე დაამყარა. ღამის განმავლობაში წყვილმა მოახერხა გვერდული დერეფანიდან გამოსვლა, სადაც ფასი მთელი უქმეების განმავლობაში იმყოფებოდა და ამჟამად, 6370.00 USD მიდამოში ცდილობს გამყარებას.
რვასაათიან გრაფიკულ გამოსახულებაზე სტოჰასტიკი აღმასვლის შესაძლებობას გვიჩვენებს, მაგრამ სრიალა საშუალო EMA55, BTC-ს შემდგომი ფასის ზრდისთვის წინააღმდეგობის სახით გამოდის. დღეს შეიძლება ველოდოთ ბაზრის აქტიურობის მომატებას და თუ ვაჭრობის მოცულობა საშუალოზე მეტი იქნება, მაშინ იასამნისფერი საზღვრის 6475.00 USD წინააღმდეგობასა და მწვანე ტრენდული ზოლს შეამოწმებს. საშუალო და მცირე მოცულობისას - გაგრძელდება გვერდული ტრენდი შაბათის ფასების დიაპაზონში.
ETH/USD
კვირა დღეს Ethereum-ის ფასმა საშუალო სრიალა EMA55 შეამოწმა და კიდევ ერთხელ, საშუალო ფასებიდან, მხარდაჭერის მიღების თანავე, კონსოლიდაცია 210.00 USD-ს მიდამოში განაგრძო. თუ უქმეების შემდეგ, მონაწილეების აქტივობა არ გაიზრდება, მაშინ წყვილის კონსოლიდაცია გაგრძელდება. თუ კვირის დასაწყისი საკმაო აქტიურობით იქნება გამორჩეული, მაშინ შესაძლებელია 220.00 USD წინააღმდეგობის გარღვევა და განმეორებით შეეცდება გამყარდეს ამ დონის ზემოთ
XRP/USD
Ripple უქმეებზე, გვერდულა დიაპაზონში კონსოლირდა, ფსიქოლოგიურ დონესთან სადაც მონეტა 50 ცენტის ექვივალენტია. ვაჭრობის მცირე მოცულობისა და მომხარებლების დაბალი აქტიურობის გამო XRP ფასს საშუალება არ აძლევა 0.513 USD-ს ზედა საზღვრის წინააღმდეგობას შეეხოს. ტექნიკური ინდიკატორების თანახმად, კვირის დასაწყისში ამ დონის გარღვევაა მოსალოდნელი, XRP/USD-ს წყვილი 23.6% (0.600 USD)-ს ფიბოს გამოცდას შეეცდება.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, ETH/USD, XRP/USD ანალიზი 10.11.2018-სთვის
გუშინ Bitcoin-ის და Ethereum-ის ფასის დაკლება გაგრდძელდა. ტექნიკური ინდიკატორები დაღმასვლის შეჩერებაზე მიუთითებენ, თუმცა საკმარის ზრდას უქმეებზე არ ველოდებით.