გუშინდელი გვერდული ტრენდი დღეს შეიძლება დამთავრდეს და ბაზარი დაკლებას გააგრძელებს.
BCH/USD

გუშინ Bitcoin Cash-ის ფასი იკლებდა, მაგრამ 200.00 USD-ის მიზნობრივ დონეზე ფასის დაწევა ჯერ ვერ მოხერხდა. მინიმუმი 220.22 USD წერტილში დაფიქსირდა, რის შემდეგაც 230.00 USD დონეზე აცოცდა და შემდეგ წყვილმა ცალი ფეხის მიდგომით გვერდული მოძრაობა სცადა.
სავაჭრო მოცულობა პრაქტიკულად ნულის ტოლია, მაგრამ დათვური ზეწოლის პირობებში ყოველი გვერდული ნაბიჯი კოტირებას გუშინდელი მინიმუმისკენ მიაქვს. სიტუაცია იმითაც რთულდება, რომ ყველა საბირჟო პლატფორმამ ტრეიდერებს BCH-ს დეპოზიტებზე წვდომა არ მისცა. ასე Coinbase-მ ჯერ Bitcoin Cash-ის ანგარიშებზე წვდომა არ განბლოკა, ამიტომ მფლობელები იძულებულნი არიან, შორიდან უყურონ, როგორ დნება მათი ნარჩენები სავაჭრო ანგარიშზე.
XLM/USD

გუშინ Stellar Lumen-ის ფასმა იასამნისფერ დერეფანში აღდგენა მოახერხა, მაგრამ დიდხანს გაჩერება ვერ შეძლო.
წყვილი იასამნისფერი დიაპაზონიდან გადმოვარდა და რამდენჯერმე მისი ქვედა საზღვრის 0.208 წინააღმდეგობის გადალახვა სცადა, მაგრამ საკმაოდ მტკიცე გამოდგა. ამჟამად XLM იძულებულია ამ დერეფნის ქვედა საზღვრის ქვეშ კონსოლიდაცია გააგრძელოს, მისი თანდათან შევიწროებით. სამკუთხედიდან გამოსავალი, სავარაუდოდ, დაუნ-ტრენდის გაგრძელებისკენ იქნება მიმართული და 0.181 USD დონის მხარდაჭერის გარღვევას შეეცდება
EOS/USD

გუშინდელი EOS-ის ფასის აღდგენა, 3.967 USD ლოკალურ მაქსიმუმში გვერდულ ტრენდში შემობრუნდა. პირველ საათიან თაიმ-ფრეიმზე, ჯერჯერობით, შევიწროვებადი გვერდულის გამოსახვა მიმდინარეობს, მაგრამ ამპლიტუდის 3.65 USD მხარდაჭერის დონემდე გაზრდამ, შესაძლოა წყვილი მომდევნო დაკლებისგან დაიცვას. მაგრამ თუ საერთო ბაზრის ტენდენცია გლობალურ დაუნ-ტრენდს შეინარჩუნებს, მაშინ ამ მხარდაჭერის გარღვევა და 3.200 USD-მდე შემცირებაა მოსალოდნელი.
LTC/USD

გუშინ LTC-მა მხოლოდ 34.10 USD დონეზე მოახერხა აღდგენა. დილით ლოკალური მინიმუმი 34.60 USD დონეზე აღდგა.
თუმცა, ეს აღდგენა დაკლებად მოცულობაზე მიმდინარეობს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაგრძელდეს. ჩვენი პროგნოზი გუშინდელი 30.22 USD მინიმუმის განახლების ჯერ კიდევ აქტუალურია და შევიწროვებადი დიაპაზონიდან გამოსვლისთანავე რეალიზდება.
ასევე წაიკითხეთ
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: გლობალურმა ვალმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, აპოკალიფსი ახლოვდება
ოთხშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ვალმა მორიგ მაქსიმუმს მიაღწია - 247 ტრილიონი დოლარი 2018 წლის პირველ კვარტალში. ამ ციფრიდან, არასაფინანსო სექტორზე 186 ტრილიონი დოლარი მოვიდა, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.
ADA-ს და IOT-ის ანალიზი
ალტკოინების ბაზრის აღდგენის მიუხედავად, ბევრი მათგანის ფასმა ჯერ ვერ შეძლო წინააღმდეგობის დონის გარღვევა - IOTA სწორედ ერთ-ერთი მათგანია. ჩვენი წინა გეგმის თანახმად, Cardano (ADA/USD) ბაზარზე ჩვენ ოპერაციული პოზიციები უნდა დავიკავოთ, ვინაიდან მას ხარების მხარდაჭერა ექნებათ - ვაჭრობის მაღალი მოცულობა - იმ შემთხვევაში თუ ჩვენს მიერ დასახული პირობები შესრულდება.

