გასული შაბათ-კვირა წყნარი არ ყოფილა. კვირას ბაზარს ახალი შემცირების ტალღა ელოდა, რის შემდეგაც ფასები ოდნავ აღდგა. გაგრძელდება თუ არა დღეს კორექცია?
BTC/USD
კვირას BTC-მ წლიური მინიმუმი 3500.00 USD-ის მიდამოში განაახლა, ამ დონიდან შესყიდვების კარგი მოცულობა შეინიშნებოდა და კორექციის დროს წყვილმა 4000.00 USD წინააღმდეგობასთან აღდგენა შეძლო, მაგრამ უფრო მაღლა გამყარება, ვერ მოახერხა. პირველსაათიან თაიმ-ფრეიმზე ჩანს, თუ როგორ კონსოლირდება ღირებულება საშუალო ფასების დონეზე და შემცირებად მოცულობის პირობებში ცდილობს ფსიქოლოგიური "ოთხათასიანი" დონის წინააღმდეგობის გარღვევას.
ამ ეტაპზე, Bitcoin-ის 4000.00 USD-ად შეძენის მსურველი ძალიან ცოტაა. ვვარაუდობთ, რომ 3750 USD-ის მხარდაჭერისკენ დაკლება განახლდება და შეიძლება შესყიდვების საკმაოდ დიდი მოცულობა დაფიქსირდეს. უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ამ მიდამოს მხარდაჭერაში გვერდული მოძრაობა.
XRP/USD
გუშინ Ripple შემცირებას განაგრძობდა, სანამ მკვეთრად არ შემობრუნდა 0.311 USD ლოკალური მინიმუმის წერტილში. 0.300 USD მხარდაჭერის ხელახალი რე-ტესტის გარეშეც დაიწყო საკმაოდ მოცულობითი შესყიდვები, ასე რომ ფასი საშუალო სრიალა EMA55-მდე აღდგა, რომელიც ამ მომენტში წინააღმდეგობის როლში გამოდის.
ვვარაუდობთ, რომ საშუალო ფასების დონიდან წყვილი 0.330 USD მხარდაჭერის მიდამოში ჩაგორდება. ეს არის მოთხოვნის და მიწოდების ბალანსის ზონა, რომელიც კვირა დღეს საკმაოდ დიდი დროით შეინარჩუნა მაღალი ვაჭრობის მოცულობით.
ETH/USD
კვირას ეთერეუმმა 100 დოლარიანი ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა და 98.11 USD მინიმუმის შემდეგ შეძლო, 107.00 USD მხარდაჭერის ზემოთ აღდგენა . ამ წუთას ფასი საშუალო სრიალა EMA55-ის მიდამოში აგრძელებს კონსოლიდაციას, რომელიც არ მისცემს საშუალებას მყიდველებს მიაღწიოს ასოცდოლიარიან წინააღმდეგობამდე. დღეს შეიძლება ველოდოთ 107.00 USD მხარდაჭერის მიდამოში კონსოლიდაციას.
*ყველა ფასის მოცემულობა მოყვანილია ბირჟა BitStamp-ის მონაცემებით
ასევე წაიკითხეთ
TRX-ის და IOT-ას ანალიზი 23.11.201-სთვის
სავაჭრო წყვილები ბიტკოინ-ალტკოინი წარმოადგენს მიზეზს, თუ რატომ არის დამოკიდებული ალტკოინების ფასი ბიტკოინის მდგომარეობაზე. მოცემულ მომენტში დათვური მოძრაობაა, ამიტომ ალტკოინების ფასი იკლებს.
Bitcoin-ის დინამიკის ანალიზი შექმნიდან მხარდაჭერის არსებულ საფასო დონემდე
ჩვენს მიმოხილვაში Bitcoin-ის ფასების მოძრაობის უფრო დეტალურად განხილვა გვსურს, მისი შექმნის მომენტიდან იმ მხარდაჭერის დონემდე, რომელიც ახლა BTC-ს 2018 წლის მინიმუმამდე შემცირებისგან აკავებს.