ჩვენს მიმოხილვაში Bitcoin-ის ფასების მოძრაობის უფრო დეტალურად განხილვა გვსურს, მისი შექმნის მომენტიდან იმ მხარდაჭერის დონემდე, რომელიც ახლა BTC-ს 2018 წლის მინიმუმამდე შემცირებისგან აკავებს.
დასაბამიდან იყო სიტყვა
Bitcoin-ის შექმნის მომენტს 2008 წლის 31 დეკემბერს გამოცემულ პუბლიკაციას უკავშირებენ, რომელიც ფსევდონიმ Satoshi Nakamoto-ის სახელით გამოიცა და კტიპტოვალუტების კონცეფციას აღწერდა.
Bitcoin-ის კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 2009 წლის 5 ოქტომბერს გამოიცა. 1BTC დაახლოებით 0.00076 USD უტოლდებოდა. სხვა სიტყვებით, 1 USD-ად 1309.03 BTC-ს ყიდვა იყო შესაძლებელი. Bitcoin-ის კურსი ბირჟა New Liberty Standard-ის საიტზე გამოქვეყნდა და BTC-ზე საბაზრო მოთხოვნის პრაქტიკულად არარსებობის პირობებში, გამოითვლებოდა, როგორც პროცესორინგული სიმძლავრე, რომელიც მოპოვებული ბიტკოინების რაოდენობის მიმართ ელექტროენერგიის საფასურზე მრავლდებოდა.
2010 წლის 22 მაისს, როდესაც 10 ათას ბიტკოინად ორი პიცა იყიდეს, Bitcoin-ის კურსი იმგვარი იყო, რომ 10 000 BTC 25.00 USD-ს უტოლდებოდა.
თუმცა კიდევ ცოტა დრო გავა და 2010 წლის 17 ივლისს საჯაროდ ხელმისაწვდომ ბირჟა MtGox აუქციონი გაიხსნება, რომელიც კრიპტოვალუტით ფართომასშტაბიან ვაჭრობას დაიწყებს და Bitcoin-ის საბაზრო კოტირება გაჩნდება. უკვე 2010 წლის 6 ნოემბერს ამ ბირჟაზე Bitcoin-ის კურსი 1 BTC-სთან მიმართებაში 50 ცენტს აღწევს, ამავდროულად მისი კაპიტალიზაცია კი ერთ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
2011 წლის 9 თებერვალს ამავე ბირჟაზე Bitcoin აშშ დოლართან პარიტეტს პირველად აღწევს. მას შემდეგ, რაც ერთ ბიტკოინ-მონეტაში 1 დოლარს იძლეოდნენ, 2011 წლის 18 მარტს მაქსიმალური ფასის ვარდნა - ერთ მონეტაში 70 ცენტამდე დაფიქსირდა.
2013 წლის დასაწყისი Bitcoin-ის შესახებ ინფორმაციის მასობრივ გავრცელებასთანაა დაკავშირებული, რაც კრიპტოვალუტის მიმართ მზარდ ყურადღებას იწვევს. 2013 წლის აპრილში BTC-ს ფასი 100.00 USD-ს ნიშნულს აღწევს, 2013 წლის ნოემბერში კი 300 დოლარიან ზღვარს ლახავს. მაშინ Bitcoin-ის გამოყენებასთან მიმართებაში სიტუაციის გარშემო რამდენიმე სკანდალური მომენტი ხდება, რომელიც კრიპტოვალუტის ქსელ DarkNet-ში გამოყენებას უკავშირდება. სავაჭრო პლატფორმა Silk Road-ზე კრიპტაზე არალეგალური საქონლის და მომსახურეობის ყიდვა იყო შესაძლებელი. ამან Bitcoin-ს გარკვეული სარეპუტაციო დანაკარგები მოუტანა, თუმცა, მიუხედავად ამისა, 30 ნოემბერს მისი კურსი 1150.00 USD-ს აღწევს.
არც თუ წარმატებული აღმოჩნდა 2014 წელი. ბირჟა MtGox-ზე ჰაკერულმა თავდასხმამ BTC-ის კურსით მანიპულაციები გამოიწვია. ჰაკერები BTC-ს კურსის ერთ ცენტად დამყარებასა და ამ ფასად დაახლოებით 2 ათასი ბიტკოინის ყიდვას ახერხებენ. ჰაკერული თავდასხმის, მიტაცებისა და ბირჟიდან დაახლოებით შვიდასი ათას ბიტკოინამდე (რაც იმ მომენტისთვის დაახლოებით 350 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა) არასანქციონირებული გაყვანის შედეგად, სავაჭრო პლატფორმა MtGox გაკოტრდა.
კრიპტოვალუტური ბირჟა Coinbase 2011 წელს დაარსდა. Bitcoin-ს ფასების გრაფიკის ნახვა 2014 წლის დეკებრიდან არის ხელმისაწვდომი. ასე გამოიყურება ამ ბირჟაზე BTC-ს ფასის ერთკვირიანი თაიმ-ფრეიმი.
2015 წლის 15 იანვარს გლობალური აპ-ტრეიდის ათვლის წერტილი 109.87 USD-ს ნიშნულზე არსებული მინიმუმი ხდება. ამის შემდეგ ბირჟა Coinbase-სზე ფასს „აბსოლუტური ფსკერის“ ამ ღირებულებისთვის არასოდეს მიუღწევია.
გლობალური აღმავალი ექსპონენციალური ზრდა 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც BTC-ს ფასმა 1300.00 USD-ს დონე პირველად გადალახა. 2017 წლის ივნისში ფასი 3000.00 USD-ს ნიშნულს შეეხო, აგვისტოში კი ეს ზღვარი გადაილახა. ფასი 3 ათასი დოლარის მიდამოებში 2017 წლის სექტემბერში დაბრუნდა, მას შემდეგ BTC-ს ფასის მუდმივმა ზრდამ ის განაპირობა, რომ 2017 წლის 17 დეკემბერს 20 000.00 USD-ს მიდამოებში Bitcoin-ის ფასის ისტორიული მაქსიმუმი დამყარდა. ეს დღევე იქცა გლობალური დაუნ-ტრენდის დასაწყისად, რის შედეგად ფასი 3475.00 USD-ს ნიშნულს დაუბრუნდა, ჩვენ კი BTC/USD-ს წყვილის გლობალური ფსკერის ძიებას ვადევნებთ თვალს. ფასების შემცირება სამი ათას დოლარამდე შეიზღუდება, თუ მინიმუმი 3474.73 USD-ზე ისტორიული გლობალური დაცემის ისტორიაში გარდატეხის წერტილად იქცევა?
თუკი უათლის მოდელის მიხედვით, მოთხოვნისა და შემოთავაზების საფუძველზე ბიტკოინის ღირებულების გამოთვლას გამოვიყენებთ, გამოდის, რომ BTC-ს ფასი 1242.64 USD-ს შეადგენს. ჯერჯერობით უცნობია, მხარდაჭერის გლობალური დონის ფაქტობრივ ღირებულებასთან ყველაზე ახლოს რომელი ექსპერტი აღმოჩნდება, თუმცა მხოლოდ ერთია ნათელი - ჩვენ ჯერ კიდევ გველის, ვნახოთ და ნამდვილად შევაფასოთ, „ბაზრის მაღალი ვოლანტილობა“ რეალურად რას ნიშნავ
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, ETH/USD, XRP/USD ანალიზი 13.11.2018-სთვის
შეძლებს თუ არა ბაზარი გაჭიანურებული დათვური წნეხის გადალახვასა და ზრდის ტემპის დაუბრუნებას?
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 01.12.2018-სთვუს
ფასების გუშინდელმა ვარდნამ ვიწრო დიაპაზონში მოიყარა თავი და აღდგენის იმედი ჯერ კიდევ არსებობს. თუმცა ამავდროულად მხარდაჭერის ქვედა კრიტიკული დონის გარღვევა - კორექციის გაუქმების შედეგია.