გუშინ მყიდველების აქტიურობის შემცირება შეინიშნებოდა. ჩვენ კვლავინდებურად ვინარჩუნებთ კორექციის განვითარების იმედს მომდევნო ფიბონაჩის დონესთან. თუმცა, ჩამოყალიბებული კონსოლიდაციის დიაპაზონიდან სავსებით შესაძლებელია დაუნ-ტრენდში იპოვოს გამოსავალი.
BTC/USD
გუშინ BTC-ს ფასმა ვერ შეძლო მნიშვნელოვანი 4400.00 USD-ის წინააღმდეგობა გადაელახა, მაგრამ დაკლებისას საშუალო ფასების დონეზე კონსოლიდაციის შენარჩუნება შეძლო. დღეს ჩვენი ხარული სცენარის მიხედვით, 4400.00 USD დონის გარღვევის მცდელობები უნდა განმეორდეს. 4400.00 USD დონის გარღვევა შანსს მოგვცემს გამყარდეს ფიბონაჩის 38.2% (4647.19 USD)-ზე. კორექციის ფაზა გვერდულში მოძრაობის დროს 4000.00 USD მხარდაჭერის რე-ტესტით არ დასრულდება. მაგრამ, თუ Bitcoin-ის ფასი უფრო დაბლა დაიწევს და დაუნ-ტრენდის წითელ საზღვარს გადალახავს, ეს მომდევნო ზრდის შესაძლებობის არ არსებობას, კორექციის ფაზის დასრულებასა და დათვური წნეხის აღდგენას ნიშნავს. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია წლიური მინიმუმის განახლება.
სანამ ჩვენ ფიბოს 50% მიზნობრივი დონის რე-ტესტის იმედს არ ვკარგავთ, ორივე განვითარების ვარიანტი თითქმის თანასწორია.
XRP/USD
გუშინ Ripple-ს ფასს ძალა არ ეყო გაერღვია საშუალო მცოცავი EMA55-ის წინააღმდეგობა და მთელი დღე 0.377 USD-ს კონსოლიდაციაში გაატარა. დღეს იმედი გვაქვს 0.400 USD დონის გარღვევის, მაგრამ შემცირებადი მოცულობის პირობებში, არც თუ ისე ადვილი იქნება. უკან დახევა 0.330 USD მიდამოში და ამ დონის მხარდაჭერის გარღვევა კორექციას გააუქმებს და დაღმავალ ტრენდში განაახლებს მოძრაობას . მაგრამ თუ ფასი ჯერ გვერდულში შენარჩუნდება, მაშინ დიაპაზონიდან გამოსავალს 0.430 USD-ზე შეიძლება ველოდოთ.
ETH/USDEthereum-მა გუშინ ვერ მოახერხა დაუნ-ტრენდის ვარდისფერი დერეფნის ზედა საზღვრის წინააღმდეგობის გადალახვა და დღის განმავლობაში, 120.00 USD დონის გასწვრივ მოძრაობის შენარჩუნებით, გვერდულში რჩებოდა. დღეს დაღმავალი ვარდისფერი დერეფნის "ჯავშნის" გახვრეტის განმეორებით მცდელობას ველოდებით და ფიბონაჩის 23.6% (127.58 USD) დონეზე გამყარებას. დაუნ-ტრენდის გარღვევის ალბათობა 107.00 USD მხარდაჭერის რე-ტესტის შემდეგაც შენარჩუნდება.
მაგრამ, იასამნისფერი ხაზისკენ შემცირება - გააუქმებს კორექციის გაგრძელებას და ახალი მინიმუმებისკენ ფასის დაცემის განახლების ნიშანი იქნება, რომლებიც ეთერეუმის სანაცვლოდ ასდოლარიანი ფსიქოლოგიური დონის ქვემოთ მდებარეობს.
*ყველა ფასის მოცემულობა ბირჟა BitStamp-ის მონაცემების გამოყენებით
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 27.12.2018-სთვის
გუშინ ბაზარმა კონსოლიდაცია გვერდულ დიაპაზონში გააგრძელა. მართკუთხედიდან გამოსავალი მეტად მოსალოდნელია შემცირებისკენ იყოს.
EOS-ის, Stellar Lumen-ის, Litecoin-ის и Bitcoin Cash-ის ანალიზი 18.12.2018-სთვის
გუშინდელი მაქსიმუმიდან გაგორება ალტკოინების ფასს მხარდაჭერის უახლოეს დონეზე დააბრუნებს.