გუშინდელმა დაკლებამ წლიური მინიმუმი განაახლა. მოკლევადიანი კორექციის შემდეგ დაკლება გაგრძელდება, მაგრამ არც ისე დინამიურად.
BTC/USD
გუშინ ვაჭრობის მოცულობა საშუალო ფასებზე ბევრად მაღალი იყო და BTC-ის ფასის კლება საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა. ამ მომენტისთვის წყვილმა ფიბონაჩის ნულოვანი დონე გაარღვია (3474.73 USD) და დაკლება 3330.00 მიდამოს ვიწრო კონსოლიდაციაში შეაჩერა.
იქნება თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი კორექცია ამჯერად? არსებობს გარკვეული ალბათობა, რომ ფასი ფიბონაჩის ნულოვანი დონის წინააღმდეგობასთან აღდგება. მაგრამ, როგორც ვხედავთ, დათვური ზეწოლა ხშირად მცირე დროით სუსტდება. კორექცია, როგორც წესი, საკმაოდ მოკრძალებულია. ჩვენ ვთვლით, რომ მიზნობრივი 3230.00 USD-ის დონე ჯერ მიღწეული არ არის. დიდი ალბათობაა, რომ მოკლევადიანი კორექციის შემდეგ, მოძრაობა ამ დონისკენ გაგრძელდება.
თუმცა, ჩვენ შემთხვევაში, ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა შეიძლება გარკვეული როლი ითამაშონ. წლიური მინიმუმი ხომ დამრგვალებულ 3300.00 USD-ის ნიშნულზე მოხდა. გარკვეული დროს მანძილზე, ეს შეიძლება იყოს "შეჩვევის დონედ", როგორც საკვანძო 6000.00 USD-ზე, შემდეგ კი 4000.00 USD-ზე იყო.
XRP/USD
გუშინდელი Ripple-ს ფასის კლების შემდეგ, სამიზნე 0.300 USD დონე გახვრიტა და მინიმუმი 0.289 USD წერტილში დაამყარა. ვვარაუდობთ, რომ დღეს XRP-ს ფასი შესაძლებელია 0.300 USD წინააღმდეგობასთან აღდგეს, ამ დონის ქვეშ კონსოლიდაციით. რვა საათის გრაფიკულ გამოსახულებაზე სტოჰასტიკი ღრმად გადამყიდველობის სივრცეში შევიდა, მაგრამ "დღიურებზე" - დაკლების პოტენციალი კვლავ არსებობს.
თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ კონსოლიდირდებოდა Ripple-ს ფასი ამ წლის სექტემბრის თვეში 0.280 USD მიდამოში. ვთვლით, რომ წყვილი ამჯერადაც ამ დონემდე დაეცემა.
ETH/USD
გუშინ Ethereum-მა დაკლებისას ფიბონაჩის ნულოვანი დონე გაარღვია (98.11 USD) და განაგრძობდა კლებას, სანამ ის დაუნ-ტრენდის ვარდისფერ დერეფანში არ შევიდა. ვარდნა 81.19 USD წერტილში მინიმუმის ფიქსაციის შემდეგ შეწყდა. ეთერეუმი კორექციაში აღდგენას ცდილობს, მაგრამ ვარდისფერი დერეფნის ზედა საზღვრის გადალახვას ვერ ახერხებს. ამ დროისთვის, ვაჭრობის მოცულობამ იკლო და ფასი აგრძელებს ამ დერეფანში, 77.00 USD მხარდაჭერასთან, დაკლებას.
*ფასები ეფუძნება ბირჟა BitStamp-ის მონაცემებს.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 29.11.2018-სთვის
გუშინ ბაზარზე კორექცია დაიწყო, რომელიც დღესაც გაგრძელდება. შევეცდებით გავნსაზღვროთ ზრდის მიზნობრივი დონეები.
Bitcoin Cash, Stellar Lumen, EOS და Litecoin ანალიზი 22.11.2018-სთვის
გუშინდელი გვერდული ტრენდი დღეს შეიძლება დამთავრდეს და ბაზარი დაკლებას გააგრძელებს.