გუშინდელი მინიმუმის შემდეგ, ბაზარმა საკმაოდ შედეგიანი აღდგენა დაიწყო, მაგრამ გაგრძელდება თუ არა კორექცია უქმეებზე?
BTC/USDგუშინდელი დამრგვალებული 3300.00 USD-იანი მინიმუმი, რომელიც დილით იყო დამყარებული, დღის ბოლომდე ვერ შენარჩუნდა. საღამოს წლიური მინიმუმი ისევ განახლდა, ამჯერად BTC-ს ფასმა მიზნობრივი 3200.00 USD გახვრიტა და 3210.00 USD მინიმუმიდან აღდგენისკენ ატრიალდა.უნდა აღინიშნოს, რომ პირველმა იმპულსმა მაშინვე გადალახა ფიბონაჩის 3474.37 USD ნულოვანი დონე, რაც დიდი მოცულობით იყო მხარდაჭერილი. თუმცა, როლბექის შემდეგ, მოცულობამ იკლო და 0%-ანი ფიბოს ზემოთ გამყარება უკვე ვეღარ მოხერხდა. გარღვევის მცდელობები ვიწრო დიაპაზონში ძლიერი წინააღმდეგობის ქვეშ კონსოლიდაციის პროცესივით გამოიყურება.
ვფიქრობთ, რომ უქმეებისთვის, კონსოლიდაცია ამ დიაპაზონში გაგრძელდება. თუ კი მყიდველები ინიციატივას გამოიჩენენ და შევლენ, ფასის როლბექის წლიურ მინიმუმამდე, ლონგში, მაშინ შესაძლებელია კიდევ ერთი ხარული იმპულსი, რომელიც 3474.37 USD წინააღმდეგობას გაარღვევს. ამ შემთხვევაში იმპულსის შეჩერება დაუნ-ტრენდის ვარდისფერი დერეფნის ზედა საზღვარს შეუძლია. უფრო ძლიერ წინააღმდეგობად მიიჩნევა, რა თქმა უნდა, 3750.00 USD. იგი ხარებს ზედა საზღვრის გარღვევის შემთხვევაში შეაკავებს, მაგრამ ვარდისფერი დიაპაზონის გარღვევა საკმაოდ ოპტიმისტური სცენარია უქმეებისთვის, რადგან უიქენდზე ბაზრის აქტიურობა, როგორც წესი, იკლებს.
XRP/USDდათვებმა Riplle-ს დაწევა 0.280 USD მხარდაჭერამდე ვერ შეძლეს. 0.286 USD ლოკალური მინიმუმის შემდეგ, XRP ფასმა აღდგენა დაიწყო და 0.300 USD წინააღმდეგობა გაარღვია.
ყველაფერი ისე გამოიყრურება თითქოს დღეს 0.330 USD დონის რე-ტესტია შესაძლებელი. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოცემული ზრდა დიდი მოცულობებით არ არის მხარდაჭერილი და მეტად მოსალოდნელი, დასვენების დღეებში მოძრაობის ვარიანტი - ეს $0.300 -$0.330 გვერდულა დიაპაზონში კონსოლიდაციაა.
ETH/USDBitcoin-ისგან განსხვავებით, Ethereum-ის ფასმა გუშინდელი მინიმუმი 81.19 USD გაიმეორა, ხოლო დიდი ვაჭრობის მოცულობის პირობებში საკმაოდ კარგად აღდგა და 107.00 USD-ის წინააღმდეგობა გადალახა. შემდეგ მოცულობამ ისევ დაიკლო და ამ დროისთვის წყვილი ნულოვანი ფიბონაჩის დონის 98.11 USD-ის ქვეშ აგრძელებს კონსოლიდაციას.
რთულია იმის თქმა, ექნება თუ არა ეთერეუმს უქმეებზე რაიმე ხარული გარღვევები. სავარაუდოდ, წლიური მინიმუმისა და 107.00 USD წინააღმდეგობის დიაპაზონში საკმაოდ ფართო გვერდული მოგველის.
*ყველა ფასის მოცემულობა გამოყენებულია ბირჟა BitStamp-ის მონაცემების გამოყენებით
ასევე წაიკითხეთ
ADA-ს და XMR-ს ანალიზი 22.11.2018-სთვის
ფასის ვარდნა გრძელდება, ალტკოინების უმეტესობის საფასური საკვანძო მხარდაჭერების დონეების ქვემოთ დაეცა. XRM $80 დოლარის ქვემოთ ვაჭრობს
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 20.12.2018-სთვის
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზრდის მიზნობრივი დონეები მიღწეულია და ფასი უკუსვლის ფაზაში გადავიდა.