იქნება თუ არა ალტკოინების ბაზარზე დამაგვირგვინებელი აკორდი ? შეძლებს თუ არა დღეს ფასი აღდგენის მიზნების მიღწევას?
XLM/USDგუშინ ვარდისფერი დიაპაზონის ზედა საზღვარი მხარდაჭერის სახით გამოდგა და ლოკალური მაქსიმუმიდან უკუსვლა დაუნ-ტრენდის დერეფნის საზღვრებს გასწვრივ მიმდინარეობდა. დღეს წყვილი საშუალო მცოცავი EMA55-ის წინააღმდეგობის გადალახვას შეეცდება და კორექციის მიზნობრივ დონეს 0.140 USD შეამოწმებს
BCH/USDBitcoin Cash ABC-ს ვაჭრობის მოცულობა ძალიან დაბალი იყო. BCH-ს ფასი მდორედ მიუახლოვდა 100.00 USD მხარდაჭერასთან. გუშინდელი დღე ფსიქოლოგიური დონის ას დოლარზე მაღალი კოტირებით დაიხურა, რამაც Bitcoin Cash ABC-ს შესაძლებობა მისცა CoinMarketCap-ის კაპიტალიზაციის რეიტინგში, Bitcoin Cash SV-სთან შედარებით $180 მლნიანი უპირატესობით, პოზიცია შეენარჩუნებინა.ხოლო, რაც შეეხება Bitcoin Cash SV-ს, იგი გუშინ საშუალო მცოცავი EMA55-ის ქვემოთ ჩავარდა და დღეს შესაძლებელია 80.00 USD მხარდაჭერას მიაღწიოს. ამ მომენტისთვის მისი კაპიტალიზაცია $1.6 მილიარდს შეადგენს, რაც CoinMarketCap-ის საერთო კაპიტალიზაციის რეიტინგის მერვე პოზიციას შეესაბამება.
EOS/USDდღეს დილას 1.90 USD დონიდან შესაძლებელია 2.30 USD მიზნობრივ დონესთან ზრდა. თუ საშუალო მცოცავის წინააღმდეგობის გადალახვა მოხერხდა, მაშინ კორექცია შეიძლება წითელი ტრენდული ხაზის რე-ტესტის შემდეგ დასრულდეს.
LTC/USDგუშინ დაუ-ტრენდის ვარდისფერი დიაპაზონის ზედა საზღვრის გადალახვა ვერ მოხერხდა. დღეისთვის მოსალოდნელია ფიბონაჩის ნულოვან დონესთან გარღვევის მეორე მცდელობა. თუ მის თავზე გამყარება ვერ მოხერხდა, დაკლება ვარდისფერ დერეფანში, 22.25 USD წლიური მინიმუმის ნიშნულისკენ, გაგრძელდება.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 29.11.2018-სთვის
გუშინ ბაზარზე კორექცია დაიწყო, რომელიც დღესაც გაგრძელდება. შევეცდებით გავნსაზღვროთ ზრდის მიზნობრივი დონეები.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 22.12.2018-სთვის
კვირის მაქსიმუმებზე ბაზარი დაუნ-ტრენდში მობრუნდა. დაღმსვლა და კონსოლიდაცია უახლოვეს მხარდაჭერის დონეებთან დაწევისკენ აგრძელებს სვლას.