აღდგენის ფაზის გაგრძელება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მომდევნო წინააღმდეგობასთან ზრდის ალბათობა, მაინც არსებობს.
BTC/USDჩვენი გუშინდელი BTC-ის აღდგენის გაგრძელების პროგნოზი ჯერ არ გამართლდა. გუშინ ბიტკოინმა ნარინჯისფერი სამკუთხედის ქვედა საზღვარი გაარღვია და დღის მინიმუმი 3292.65 USD წერტილში დაამყარა. ამ მომენტისთვის, ელიტიოს ტალღური სტრუქტურა არ დარღვეულა და აღდგენის შესაძლებობა 3750.00 USD დონემდე არსებობს. თუმცა, თუ იასამნისფერი ხაზის, 3241.00 USD ქვემოთ კიდევ ერთი მინიმუმი დამყარდება, მაშინ ეს გატეხავს ტალღოვანი სტრუქტურის სქემას და მოგვიწევს ზრდის გაგრძელების დავიწყება. აუცილებელია თვალ-ყური ვადევნოთ ბიტკოინის ფასის დინამიკას 3240.00 USD-ის მიდამოში. თუ შესწყიდვის მოცულობა საშუალოზე დიდი იქნება, მაშინ ზრდა განახლდება ამ დონიდან. თუ კი, BTC-ის ფასი იასამნისფერი ხაზის დაბლა ჩავარდება, ახლო მომავალში 3750.00 USD წინააღმდეგობასთან ზრდა გაუქმდება და წყვილი ახალი წლიური მინიმუმების განახლებას 3000.00 USD-ის მიდამოში დაიწყებს.
კითხვაზე, თუ როდის იპოვის გლობალური დაუნ-ტრენდი ფსკერს, ბევრი კრიპტო-ექსპერტი გამოთქვამდა მოსაზრებას. ერთ-ერთ მოსაზრებაში, მტკიცდება, რომ აღმავალ ტრენდისკენ შემობრუნება 2019 წლის მეორე ნახევარზე ადრე არ მოხდება. თუმცა, თუ ჩვენ BTC-ის ერთი თვის გრაფიკს გადავხედავთ, RSI ინდიკატორის ფარდობით ასეთ სიმძლავრეს დავინახავთ:ინდიკატორის მახასიათებელი დიდი ხანია 40%-ის ქვემოთ არ ჩასულა, მაგრამ, ამ მომენტისთვის, იგი უკვე გადამყიდველობის სივრცეში 30% ნიშნულს გვიჩვენებს, რაც მობრუნების მომენტის მოახლოებას ნიშნავს. თუმცა, RSI ინდიკატორის მახასიათებელი ისეთია, რომ ძლიერად და მკვეთრად გამოკვეთილ დაუნ-ტრენდში, ძალიან დიდხანს შეიძლება შეყოვნდეს გადამყიდველობის სივრცეში.
XRP/USDRipple-ს ფასმა გუშინ 0.300 USD დონე გახვრიტა, მაგრამ ამ დონის თავზე გამყარება ვერ შეძლო. კონსოლიდაცია ვიწრო მართკუთხა დიაპაზონში გაგრძელდა. ყვითელი მართკუთხედის ქვედა საზღვარმა XRP-ს ფასი დიაპაზონის საშუალო ზოლის (0.300 USD) გარღვევის მეორე მცდელობისთვის შემოაბრუნა.
თუ მეორე ცდა დიაპაზონის ზედა საზღვრით დამთავრდება, მაშინ სავსებით შესაძლებელია ფასის გამყარება გვერდულა დერეფნის თავზე და მაშინ ჩვენი 0.330 USD დონის რე-ტესტის პროგნოზი აქტუალური იქნება.
თუ კი მეორე ცდა სუსტი აღმოჩნდება და ზედა საზღვრის შემოწმება ვერ მოხერხდება, მაშინ 0.280 USD მიდამოში შემცირებისთვის მზად უნდა ვიყოთ.
ETH/USDEthereum-ი გუშინ იკლებდა სანამ 85.00 USD წერტილში მინიმუმი არ დაამყარა. ეს დაკლება ნარინჯისფერი სამკუთხედის ჩარჩოებში ჯდება. თუ საერთო ბაზრის დინამიკა აღდგენის ფაზის სასარგებლოდ იქნება, მაშინ შესაძლებელია ამ სამკუთხედის ზედა საზღვრის გარღვევა და ფიბონაჩის ნულოვანი დონის გადალახვის შემდეგ 107.00 USD-ს წინააღმდეგობის რე-ტესტიც იქნება შესაძლებელი.
მაგრამ, თუ დათვები ქვედა საზღვარს ჩაზნექავენ, მაშინ გლობალური დაუნ-ტრენდი გაგრძელდება და მინიმუმი 76.00 USD მიდამოში აღმოჩნდება.
*ფასის ყველა მოცემულობა გამოყენებულია ბირჟა Bitstamp-ის მონაცემებით
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 28.11.2018-სთვის
დღეს, უახლოესი წინააღმდეგობების გარღვევისა და ლოკალურ მაქსიმუმამდე პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების დიდი ალბათობაა, სადაც შემობრუნების წერტილებია - წაიკითხეთ დღევანდელ მიმოხილვაში.
XMR-სა და ADA-ს ანალიზი 07.12.2018-სთვის
ალტკოინების უმეტესობა მხარდაჭერის დონის დაბლა ვაჭრობს.