კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 17.12.2018-სთვის

კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 17.12.2018-სთვის

გასულ კვირა დღეს დათვური ზეწოლა შესამჩნევად შემცირდა. თუმცა, ახლომდებარე წინააღმდეგობის დონეების გადალახვა ჯერ ვერ მოხერხდა. იქნება თუ არა დღეს ბაზრის აღდგენის ახალი მცდელობები წარმატებული?

BTC/USDგასულ კვირა დღეს ვაჭრობის მოცულობა სტაბილურად დაბალი იყო და იასამნისფერი სხივის 3241.00 USD-ის წინააღმდეგობის გადალახვა ვერ მოხერხდა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კორექციის სტადია ჯერ არ დასრულებულა. წლიური მინიმუმის 3120.00 USD-ის არეში უკუსვლის შემდეგ, იასამნისფერი წინააღმდეგობის გადალახვის მცდელობა განმეორდება და საშუალო დონის ფასებთან (3400.00 USD) გარღვევის ვარიანტის რეალიზაცია შესაძლებელი იქნება.

XRP/USDRiplle-ს ფასმა, 0278 USD შაბათის მინიმუმიდან ყვითელი ოთხკუთხედის ქვედა საზღვართან, აღდგენა შეძლო. თუმცა, ქვედა საზღვრის გარღვევა და ყვითელ დერეფანში ასვლა ჯერ ვერ მოხერხდა. გუშინ ყვითელ დიაპაზონში გარღვევის რამდენიმე მცდელობა წარუმატებელი იყო, მაგრამ დღეს ქვედა საზღვრის წინააღმდეგობის გარღვევის განმეორებითი მცდელობა შეიძლება 0.300 USD-ის საშუალო ზოლის რე-ტესტით დამთავრდეს.  თუ კი დათვები ზეწოლას გააძლიერებენ, რომელიც უქმეებზე საგრძნობლად შემცირდა, მაშინ დიდია 0.280 USD-ის მხარდაჭერის გარღვევის ალბათობა და 0.266 USD-ის მიდამოში დაკლება

ETH/USDEthereum-ი ნარინჯისფერი სამკუთხედის ფარგლებში მდებარეობს. გუშინდელმა მშვიდმა ვაჭრობამ მცირე მოცულობებში, ETH-ს ფასს არ მისცეს სამკუთხედის ზედა ზღვრის გადალახვის საშუალება. დღეს მისი ქვედა საზღვრის რე-ტესტი და საშუალო ფასების ზონაში (90.00 USD) განმეორებითი გარღვევაა მოსალოდნელი. შეგახსენებთ, რომ გამყიდველების სამიზნე ნიშნული 77.00 USD დონეზე მდებარეობს. თუ დათვები შეძლებენ ნარინჯისფერი სამკუთხედის ქვედა საზღვრის მხარდაჭერის გარღვევას, მაშინ წყვილი ახალ წლიურ მინიმუმამდე დაეცემა - 77 დოლარი ერთი ETH-თვის.

*ყველა ფასის მოცემულობა აღებულია ბირჟა Bitstamp-ის მონაცემებით

ასევე წაიკითხეთ

16592018-11-12

TRX-ისა და ADA-ს ანალიზი 12.11.2018-სთვის

ონ-ჩეინ ტრანზაქციების გარდა, თურქულ ინვესტორებს, უკვე, Koineks-ის პლატფორმაზე TRX/TRY-ს ყიდვა შეუძლიათ

ანალიტიკა
31152018-12-29

კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 29.12.2018-სთვის

დღეს გუშინდელი დინამიური ზრდის გაგრძელება შესაძლებელია

ანალიტიკა

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან ანალიტიკა

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64312018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43192018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33692018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33532018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32762018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain