რამდენად ღრმა ვარდნა იქნება დღეს წუხანდელი მაქსიმუმიდან? გაგრძელდება თუ არა ზრდა?
EOS/USD გუშინ EOS-ი 2.60 USD-ის მიდამოში კონსოლიდირდა. წყვილი ხან დიაპაზონის ქვედა საზღვართან (2.40 USD) ჩავარდებოდა, ხან მაქსიმუმს 2.77 დოლარის დონეზე აფიქსირებდა. EOS-ის ფასის გრაფიკულ გამოსახულებაზე, BTC გრაფიკის მსგავსად, არ აღინიშნება ღამის ხარული იმპულსი. ეს იმის მანიშნებელია, რომ, გარკვეული დროის განმავლობაში კორელაცია შემცირდა. ვვარაუდობთ, რომ EOS/USD-ს წყვილი დღეს ოთხკუთხედის ქვედა საზღვართან ჩაგორდება, თავისი რე-ტესტის შემდეგ 3.00 USD-ის წინააღმდეგობასთან ზრდის ალბათობით.
თუ კი ყვითელი ოთხკუთხედის ქვედა საზღვარი EOS-ის ფასს არ შემოაბრუნებს, მაშინ უკუსვლა საშუალო მცოცავ EMA55-ის დონემდე გაგრძელდება, რომელიც ამჟამად 2.100 USD-ის დონეზე მოძრაობს.
XLM/USDგუშინ Stellar Lumen-ის კონსოლიდაცია საშუალო ფასების დონეზე მიმდინარეობდა, ხოლო ხარულმა იმპულსმა მაქსიმუმი 0.125 USD წერტილში დაამყარა. კაპიტალიზაციის რეიტინგში ლუმენმა EOS-თან მიმართებაში სხვაობა შეამცირა, მაგრამ CoinMarketCap_ის რეიტინგში, $2.2 მილიარდიანი მაჩვენებლით, მაინც მეხუთე პოზიციას იკავებს.
ღამის მაქსიმუმიდან უკუსვლა 0.120 USD-ზე შეჩერდა, მაგრამ ჩვენ ვვარაუდობთ, რომ იგი საშუალო მცოცავ EMA55-მდე გაგრძელდება, რომელიც 0.111 USD-ის ნიშნულის არეში მდებარეობს.
BCH/USDBitcoin Cash ABC-ს ფასმა გუშინ საღამოს 100.00 USD-ის ფსიქოლოგიური დონის წინააღმდეგობა გადალახა, დღეს ღამით კი ზრდა განაგრძო, სანამ მაქსიმუმი 122.00 USD-ის წერტილში არ დაამყარა. ინტენსიურმა ზრდამ Bitcoin Cash ABC-ს მდგომარეობა გააუმჯობესა და $1.99 მილიარდიანი მაჩვენებლით, კაპიტალიზაციის რეიტინგში მე-6 ადგილი დაიკავა. დღევანდელი უკუსვლა 100.00 USD-ის ფსიქოლოგიური დონის მხარდაჭერას ვერ გადალახავს. ამ მიდამოში შესაძლებელია ფასის კონსოლიდაცია.
Bitcoin Cash SV-ს ზრდა დამაჯერებელი არ იყო და 90.00 USD-ის წინააღმდეგობასთან მიღწევა ვერ შეძლო, რომ აღარ ვილაპარაკოთ ფსიქოლოგიურ ასეულზე. ამიტომ აქტივი, ყვლაზე დიდი კაპიტალიზაციის მქონე 10-ეულის ბოლოს წინა, მე-9 ადგილზე დარჩა. დღევანდელი დაღმასვლა მხოლოდ მდგომარეობას გააუარესებს და BCH ორ ფორკს შორის სხვაობას უფრო გაზრდის.
LTC/USDგუშინდელი Litecoin-ის ფასის დაღმასვლა ისეთი ღრმა არ იყო, რომ საშუალო ფასების დონე შეემოწმებინა. ღამის ხარულმა იმპულსმა ფასი 28.00 USD-ის დონიდან აიყოლია და 30.00 USD-ის დონის ზემოთ დააბრუნა, თუმცა ამ დონის მხარდაჭერა ჯერჯერობით ვერ უმკლავდება დღევანდელ დაკლებას. ფასი ნულოვანი დონისკენ შეიძლება ჩაჯდეს, რასაც ღამის Litecoin-ის მონეტების შესყიდვებმა შეუშალეს ხელი. ეს დონე საშუალო მცოცავი EMA55-ი არის, ფიბონაჩის ნულოვან დონესთან (26.31 USD). ვვარაუდობთ, რომ მომდევნო 23.6%-იანი ზრდა ფიბონაჩიმდე ნაკლებად მოსალოდნელია.
ასევე წაიკითხეთ
კომპანია Fundstrat-ის ექსპერტებმა იციან, როდის დადგება გაყიდვის დრო
ორშაბათს ბიტკოინმა არც თუ ცუდი აღდგენის დემონსტრირება მოახდინა და სტატიის დაწერის მომენტში 3591 აშშ დოლარად ივაჭრებოდა. მონეტის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზრის აღდგენის ფონზე, რომელიც უმეტესად ტექნიკური და სპეკულატიური ფაქტორებით იყო გამოწვეული, დაახლოებით 8%-ით გაიზარდა.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 29.12.2018-სთვის
დღეს გუშინდელი დინამიური ზრდის გაგრძელება შესაძლებელია