გუშინ ალტკოინებმა კვირის მაქსიმუმები დააფიქსირეს. შეძლებს თუ არა დღეს ბაზარი მწვანე სივრცეში შეყოვნებას?
BCH/USD
გუშინდელი ლოკალური მაქსიმუმიდან 121.99 USD-ის უკუსვლა ხანგრძლივი არ ყოფილა და საათიან გრაფიკზე კონსოლიდაციას მეტად წააგავდა. შუადღის შემდეგ ზრდა გაგრძელდა და Bitcoin Cash ABC-ს ფასი 150.00 USD-ს მიებჯინა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, Bitcoin Cash ABC-მ კაპიტალი $2.4 მილიარდამდე დააგროვა და ყველაზე კაპიტალიზირებული კრიპტოაქტივების რეიტინგის მეოთხე ადგილს დაუბრუნდა. ახლა ვაჭრობის მოცულობამ საგრძნობლად დაიკლო, მაგრამ ჩვენ ვვარაუდობთ, რომ BCH-ს ფასი 150.00 USD წინააღმდეგობის გადალახვასა და ამ მიდამოში გამყარებას შეეცდება.
EOS/USD
გუშინდელი EOS-ის ფასის უკუსვლა ყვითელი დერეფნის ჩარჩოებში მიმდინარეობდა. 3.00 USD-ის წინააღმდეგობის შემოწმების მცდელობა კვირის მაქსიმუმზე - 2.89 USD-ზე გაწყდა. დღეს ყვითელი ოთხკუთხედიდან წყვილი კიდევ ერთხელ შეეცდება მიზნობრივი 3.00 USD-ის დონისკენ გაიჭრას. დღის დასასრულისთვის, EOS-ის ფასი ისევ იმ ყვითელ დერეფანში ჩავარდება.
XLM/USD
Lumen-ის ფასმა, სანამ საშუალო მცოცავ EMA55-მდე ჩავიდოდა, გუშინ კვირის მაქსიმუმი 0.133 USD-ის წერტილში დააფიქსირა. დღეს საშუალო ფასების დონიდან 0.140 USD-ის წინააღმდეგობის ახალი რე-ტესტის მცდელობა იგეგმება იმ დრომდე, სანამ ვაჭრობის მოცულობა საშუალო დონეზე დაბალია და ზრდის ახალი მცდელობა ჯერჯერობით დამაჯერებელია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დღეს 0.140 USD-ის დონის რე-ტესტი მოხდება, Stellar Lumen-ის ფასი სამუშაო დღეს 0.111 USD-ის მიდამოს კონსოლიდაციაში გაატარებს.
LTC/USD
გუშინ Litecoin-ი 30.00 USD-ის მხარდაჭერის დონეზე კონსოლიდირდა და კვირის მაქსიმუმის 31.59 USD-ის წერტილში დაფიქსირება მოასწრო. დღის განმავლობაში ფასმა საკვანძო 30.00 USD-ის დონის თავზე შენარჩუნება ვერ შეძლო და ღამით 29.00 USD-ის მიდამოში გააგრძელა კონსოლიდაცია. ამ დონიდან დღეს ახალი ხარული იმპულსი აიღებს სტარტს, რომელიც კვირის მაქსიმუმს ფიბონაჩის 23.6%-ის (33.43 USD) დონემდე დაამყარებს. თუმცა, დღის დასასრულამდე, LTC-ს ფასი 30.00 USD-ის მხარდაჭერასთან დაეცემა.7
ასევე წაიკითხეთ
ADA-ს და IOT-ის ანალიზი 14.11.2018-სთვის
ფონდ Cardano-ს თავმჯდომარემ მაიკ პარსონმა, თავისი თანამდებობა მას მერე დატოვა, რაც ჩარლზ ჰოსკისონმა და გენერალურმა დირექტორმა ემურგო კენ კოდამამ, თავიანთი იმედგაცრუება გამოთქვეს, ქსელის დაბალი წარმადობისა და ძალაუფლების ცენტრალიზაციის მცდელობის შესახებ.
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS და Litecoin ანალიზი 12.12.2018
აღდგენის ფასის განახლების ალბათობა განახლებული მინიმუმების შემდეგაც შენარჩუნებულია. დღეს ალტკოინების ფასები წინააღმდეგობის მიზნობრივ დონეების მიღწევას შეეცდებიან
