ბაზრის გუშინდელი მკვეთრი ვოლანტილობის ზრდა შეიძლება ვიწრო დიაპაზონში კონსოლიდაციით შეიცვალოს.
BTC/USDგუშინ ხანმოკლე 4170.00 USD-ის მიდამოში კონსოლიდაციის შემდეგ, ფიბონაჩის 38.2%-იანი (4429.37) რე-ტესტის მცდელობა დაფიქსირდა, მაგრამ რაღაც კარგად ვერ მოხერხდა. დათვებმა ზეწოლა განაახლეს. კვირის მაქსიმუმი მხოლოდ 4236.84 USD-ზე დაფიქსირდა და გაყიდვების ტალღამ ფასი ფსიქოლოგიურ 4000.00 USD-ის მხარდაჭერამდე დაწია. გუშინდელი დღის დასრულებამდე ფასი ზრდის მწვანე დერეფანში შენარჩუნდა.
ამაღამ, გამყიდველების ზეწოლა გაძლიერდა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და აპ-ტრენდის მწვანე დერეფნის ქვედა საზღვარი დაინგრა და ფასი ქვემოთ ჩაფრინდა. “თავისუფალი ვარდნისგან” წყვილი 3750.00 USD-ის ძლიერმა მხარდაჭერამ შეაკავა. თუ ზეწოლა ისევ განახლდება, მაშინ წყვილის მომდევნო ჩამოსრიალების შემაკავებელ დონედ 3474.70 USD გამოდგება.
XRP/USDგუშინ, 0.390 USD-ის მიდამოში ხანმოკლე კონსოლიდაციის შემდეგ, Ripple-ს ფასმა იმდენად ძლიერი ხარული იმპულსი მიიღო, რომ 0.400 USD-ის წინააღმდეგობა გადალახა და უფრო მეტიც, ფიბონაჩის ნულოვანი დონე - 0.450 USD შეამოწმა. წყვილის ვოლანტილობა მკვეთრად გაიზარდა, ფასმა ჯერ აპ-ტრენდის საკმაოდ ფართო მწვანე დერეფნის ზედა საზღვარი გახვრიტა, ამაღამ კი მის ქვედა საზღვართან ჩამოვიდა. 0.370 USD-ის მხარდაჭერის დონეზე, შემცირება შეწყდა, მოცულობამ დაიკლო და ვოლანტილობაც შემცირდა.
შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს, რათა ფასი ასეთი სწრაფი ზრდისა და აქტიური დაკლების შემდეგ, ამ დონეზე კონსოლიდაციაში გადავიდეს. შემდგომი ვარდნა კი 0.330 USD-ით შეიზღუდება.
ETH/USDგუშინ Ethereum-მა 150.00 USD-ის დონის თავზე გამყარება ვერ შეძლო. წყვილმა გაარღვია წინააღმდეგობა, დაამყარა მაქსიმუმი 159.11 USD-ის მწვერვალზე და ბურთივით დაგორდა მის საწყისთან - 130.00 USD-თან, საიდანაც ეთერეუმის ფასმა გუშინ თამამი აღმასვლა დაიწყო. დინამიური დაკლების მიუხედავად, ETH-ს ფასი აპ-ტრენდის მწვანე დერეფანში შენარჩუნდა, მაგრამ ჯერ ზრდის ახალი მცდელობის პროგნოზირება რთულია.
სავარაუდოდ, ახლო მომავალში 130.00 USD-ის კონსოლიდაციის სივრციდან, 23.6%-იანი ფიბონაჩის (114.43 USD) მხარდაჭერამდე დაიკლებს.
*ყველა ფასის გამოსახულება მოყვანილია ბირჟა Bitstamp-ის მონაცემების მიხედვით.
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Cash, Stellar Lumen, EOS-ისა და Litecoin-ის ანალიზი 16.11.2018
უქმეების მოახლოვებასთან ერთად, ალტკოინების ბაზარი ნელა-ნელა შემცირებისკენ წავა და გვერდულ დიაპაზონში, უახლოეს მხარდაჭერებთან კონსოლიდირდება.
მიმდინარე კვირის ძირითადი კრიპტოვალუტური წყვილების ბაზრის მიმოხილვა ( 17.12.2018-დან 23.12.2018-მდე)
დღევანდელ მიმოხილვაში ფასების საერთო დინამიკას გადავავლებთ თვალს.