გუშინ ბაზარმა კონსოლიდაცია გვერდულ დიაპაზონში გააგრძელა. მართკუთხედიდან გამოსავალი მეტად მოსალოდნელია შემცირებისკენ იყოს.
BTC/USD
გუშინდელმა BTC-ის ფასის კონსოლიდაციამ, მხარდაჭერის 3750.00 USD მიდამოში, ყვითელი მართკუთხედის გამოკვეთილი საზღვრები მიიღო. დღეს საშუალო ვაჭრობის მოცულობები გვერდული დიაპაზონის გაგრძელების ხელის შემწყობი იქნება. მართკუთხედიდან დიდი ალბათობით გამოსავალი მხარდაჭერის მიმართულებით დაკლება იქნება, რომელზეც გუშინ ვისაუბრეთ - 3474.73 USD. თუმცა მართკუთხედის ქვედა საზღვარი ჯერ არ გახვრეტილა, ფსიქოლოგიური 4000.00 USD დონის რე-ტესტის გამორიცხვა მთლიანად არ შეიძლება. უფრო მეტიც, ამ წინააღმდეგობის გადალახვა აპ-ტრენდის მწვანე დერეფანში აღდგენასთან მიიყვანს.
XRP/USD
Ripple გუშინ კონსოლიდაციას ნარინჯისფერ მართკუთხედში, 0.370 USD მხარდაჭერასთან, აგრძელებდა. სანამ ვაჭრობის აქტიურობამ საშუალო დონეზე დაბლა დაეცემა, მოსალოდნელია გვერდული დიაპაზონის გაგრძელება. მივაქციოთ ყურადღება, რომ საშუალო მცოცავი ამ დრომდე დადებით დინამიკას ასახავს და მხარდაჭერის სახით გამოდის, მაგრამ დაკლება მიზნობრივ 0.330 USD ნიშნულამდე მეტად მოსალოდნელია, ვიდრე 0.400 USD წინააღმდეგობის რე-ტესტი.
ETH/USD
გუშინ შესყიდვის მოცულობა შემცირდა და წყვილმა ვერ შეძლო აპ-ტრენდის მწვანე დერეფნის ზედა საზღვრის შემოწმება. საშუალოზე ნაკლები ვაჭრობის მოცულობის პირობებში ETH-ის ფასი იძულებული გახდა აღმავალი ტრენდის ქვედა საზღვართან კონსოლიდაციის. დღეს მწვანე ტრენდული ხაზის გარღვევა არის მოსალოდნელი და 120.00 USD მხარდაჭერის რე-ტესტი. ამ მიდმაოში გაივლის საშუალო მცოცავი EMA55, რომელიც წყვილს გვერდული მიმართულებით შეაბრუნებს.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 01.12.2018-სთვუს
ფასების გუშინდელმა ვარდნამ ვიწრო დიაპაზონში მოიყარა თავი და აღდგენის იმედი ჯერ კიდევ არსებობს. თუმცა ამავდროულად მხარდაჭერის ქვედა კრიტიკული დონის გარღვევა - კორექციის გაუქმების შედეგია.
Bitcoin-ის დინამიკის ანალიზი შექმნიდან მხარდაჭერის არსებულ საფასო დონემდე
ჩვენს მიმოხილვაში Bitcoin-ის ფასების მოძრაობის უფრო დეტალურად განხილვა გვსურს, მისი შექმნის მომენტიდან იმ მხარდაჭერის დონემდე, რომელიც ახლა BTC-ს 2018 წლის მინიმუმამდე შემცირებისგან აკავებს.