საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი მთავარი ეკონომისტი და ჰარვარდის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის და ეკონომიკის ამჟამინდელი პროფესორი კენეტ როგოფი თვლის, რომ მოცემული მომენტისთვის ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები იგივეა რაც „ლატარიის ბილეთი“.
ორშაბათს The Guardian-ში გამოქვეყნებულ საკუთარ სტატიაში ის აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტების საბოლოო დაცემასთან დაკავშირებით, გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად რეალურად 100 %-იანი სიზუსტით შეუძლებელია იმის განსაზღვრა გაგრძელდება თუ არა მათი ფასის ვარდნა მომავალშიც.
მისი აზრით ნაკლებსავარაუდოა, რომ მომწიფებულმა ეკონომიკამ კრიპტოვალუტა გამოიყენოს. ეს კი ნიშნავს მეტწილად ის მიღებული იქნება ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ირანი, სომალი, ვენესუელა და ჩრდილოეთ კორეა. ამის გათვალისწინებით რთულია აქტივების ახალი კლასის მომავალზე საუბარი.
ბიტკოინის მომავალზე საუბრისას, როგოფმა აღნიშნა:
რეგულატორები ნელ-ნელა იაზრებენ იმ ფაქტს, რომ მათ არ შეუძლიათ ტრანზაქციების ძვირადღირებული ტექნოლოგიებთან შეგუება, რომელიც ბოროტმოქმედებს გადასახადებისგან თავის არიდებაში ეხმარება. ამავდროულად მრავალი ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხვდება, რომ მათ ციფრული ვალუტების გამოშვება შეუძლიათ.
როგოფის აზრით, შედეგად მივიღებთ რომ შორეულ პერსპექტივაში ბიტკოინის ფასი შეიძლება იყოს როგორც 100 $ ასევე 100 000 $. ამას ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს, რომელთაგანაც რამდენიმე მოცემული მომენტისთვის რთულად წარმოსადგენია. მას ასევე განმარტა, თუ რატომ ვერ დაეხმარება ბიტკოინს გავრცელებული მოსაზრება მისი როგორც ფულადი აქტივის შენახვის საშუალებასთან დაკავშირებით.
ეკონომისტები (და მათ შორის მეც), რომლებიც ამ პრობლემას უკვე ხუთი ათწლეულის განმავლობაში აქტიუარდ სწავლობდნენ, აღმოაჩინეს რომ ადრე თუ გვიან უსარგებლო აქტივები საპნის ბუშტივით სკდებიან.
საბოლოო ჯამში, მთავრობების მიერ გადადგმული ნაბიჯები განსაზღვრავენ შეძლებს თუ არა ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები საერთო აღიარების მოპოვებას თუ დარჩებიან მხოლოდ ვებ-საიტებზე გადახდის საშუალებას და ქვეყნებში სადაც ეკონომიკა სულს ღაფავს.
დღევანდელი დღის მდგომარეობით სწორედ მსოფლიო მარეგულირებლები წყვეტენ ნებისმიერი აქტივის მომავალს.
მასალების მიხედვით www.ccn.com
ასევე წაიკითხეთ
კანაფის ლეგალიზაცია და კრიპტოვალუტის შესაძლებლობები
მას მერე, რაც კანადაში მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდა, კანადის მოქალაქეებს მარიხუანის მოხმარების გამო აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლა შეეზღუდათ, რამაც კანადელების უკმაყოფილება და მღელვარება გამოიწვია.
ველოსიპედების გაქირავება კრიპტოვალუტური მიკროგადახდების სისტემით LN
ხელის მარტივი მოძრაობა ჩვეულებრივ 28-დუიმიან სიჩქარეებიანი ველოსიპედს, YOSE Power-ის (Ebay) კონვერსიულ ელექტრონულ ველოსიპედად აქცევს, რომლის გამოყენებაც Lightning Network-ის ქსელში ტრანზაქციების შესრულების შემდეგ შეიძლება.