Qtum-ის გუნდის მიერ გავრცელებული რელიზის თანახმად, AWS -ს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ „სწრაფად, ეფექტურად და იაფად“ თავიანთი სმარტ კონტრაქტები Amazon Machine Image (AMI)-ის დახმარებით შეიმუშავონ და გაუშვან.
სტარტაპი Qtum-ი , რომელიც სინგაპურში იყო წამოწყებული, 2017 წლის იანვარში 1 მლნ. აშშ დოლარი ინვესტიცია შეაგროვა. ინვესტორებს შორის იყვნენ ენტონი დი იორიო, OKCoin-ის გენერალური დირექტორი სტარ სიუი და BitFund-ის დამფუძნებელი სიალოლაი ლი. ბლოკჩეინი Qtum-ი ერთი წლის წინ გაეშვა.
Qtum AMI-ი პლატფორმა AWS -ზე პიველად ივლისში გაეშვა, ხოლო კომპანიებმა თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ აპრილში დაიწყეს, განაცხადა Qtum-ის მარკეტინგის დირექტორმა - ჯონ სიანამ.
კომპანიის ვებ-საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, Amazon-ის პარტნიორთა ქსელის წევრები საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის და კლიენტების მხარდასაჭერად ტექნიკურ, სავაჭრო და მარკეტინგულ რესურესებს იყენებენ. Qtum-ის შემთხვევაში, მისი შემქმნელები AWS-თან თანამშრომლობას, Amazon-ზე კრიპტოვალუტების გამოყენების შემთხვევაში, კლიენტებისგან უკუეთესი უკუკავშირისთვის იყენებენ, ასევე სთავაზობენ სახელმძღვანელოს ისეთ კლიენტებს, რომლებსაც პროგრამული უზრუნველყოფისთვის საკუთარი რესურსი არ გააჩნიათ.
Qtum -ის მთავარმა ინფორმაციულმა დირექტორმა განაცხადა:
Amazon -თან თანამშრომლობა ჩვენ კლიენტებთან ეფექტური კონტაქტის დამყარებაში დაგვეხმარება. ჩვენ ვაანალიზებთ კრიპტოვალუტების გამოყენების ვარიანტებს და ამისათვის ვთანაშრომლობთ ისეთ კომპანიებთან, რომლებიც ამის საშუალებას გვაძლევენ. ზოგიერთ ჩვენს კლიენტს საკუთარი იდეები გააჩნია, ზოგი მათგანი კი კონსულტაციებისთვის პირდაპირ გვიკავშირდება, რადგან ამისი მოთხოვნილება აქვთ.
ასევე წაიკითხეთ
Coinbase-მა სტარტაპის $ 12,7 მილიონის ოდენობით დაფინანსებას დაუჭირა მხარი
ბლოკჩეინზე ტრადიციული ფასიანი ქაღალდების ციფრული პროდუქტების შესახებ საკუთარი ინიციატივის ფარგლებში, სერია A-ს დაფინანსების რაუნდში სტარტაპ Securitize-მ 13 მილიონი დოლარი მოაგროვა.
Blockchain-ი გამოუსადეგარია არჩევნების ჩატარებისთვის
ორგანიზაცია Initiative for CryptoCurrencies and Contracts-ის მკვლევარები, რომლებმაც არჩევნებზე ხმის მიცემის ტრადიციული და ბლოკჩეინ-მეთოდები ერთმანეთს შეადარეს, უმრავლესობის ენთუზიაზმს არ იზიარებენ. მათი აზრით, გაუმჯობესების ნაცვლად ხმების დათვლაში ბლოკჩეინის გამოყენება არსებულ ვითარებას კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს