პირველად ისტორიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპერიმენტალურ blockchain-პლატფორმის გამოყენებით არჩევნები ჩატარდა

პირველად ისტორიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში  ექსპერიმენტალურ blockchain-პლატფორმის გამოყენებით არჩევნები ჩატარდა

დასავლეთ ვირჯინიაში ექსპერიმენტალური არჩევნები blockchain-პლატფორმაზე დაყრდნობით ჩატარდა. ამ შტატის ამომრჩევლები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, ხმის მიცემის პროცედურა მობილური მოწყობილობების მეშვეობით გაირეს. პირველად ისტორიაში, სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ საპილოტო პროქტში სმრტფონები, სახის ამოცნობის ტექნოლოგია და blockchain-ტექნოლოგიები ერთდროულად იყო გამოყენებული, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებ მოსახლეობამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეძლოს.

დასავლეთი ვირჯინია - პირველი შტატია, რომელმაც blockchain-ი არჩევნებისთვის გამოიყენა. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ამომრჩეველთა გრძელი რიგები შემცირდა და არჩევნებში მოსახლეობის ჩართულობა გაიზარდა. არჩევნების დროს, დაახლოებით 300 000 აშშ-ს მოქალაქე საზღვარგარეთ იმყოფება და თავის რჩეულ კანდიდატს ხმას ვერ აძლევს, რაც, ექსპერტების აზრით, დემოკრატიულ პროცესებზე სერიოზულ ზეგავლენას ახდენს. აღსანიშნავია ისიც, რომ საპილოტო პროექტის პერსპექტივებთან ერთად, ღიად რჩება blockchain ხმის მიცემის უსაფრთხოების საკითხები.

არჩევნების ტექნიკურ უზრუნველყოფას კომპანია Voatz-მა განახროციელა, რომელსაც სტუდენტურ საბჭოებში არჩევნები ამ გზით აქვს ჩატარებული. ახლა კი, კომპანიამ სერიოზული ტესტი შტატის მასშტაბით გაიარა.

Voatz-ის განცხადებით, ისინი ამომრჩევლის ვინაობის იდენტიფიკაციის შემდეგ, პირად მონაცემებს არ ინახავენ და, შესაბამისად, არ შეუძლიათ ნახვა, თუ რომელ კანდიდატს დაუჭირა მხარი ამომრჩეველმა. Blochain-ი შენახულ ინფორმაციაში ჩარევას გამორიცხავს და ხმებს იმ დრომდე ინახავს, სანამ მას, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, საჯარო მოხელეები არ განბლოკავენ,. უფრო მეტიც, ინფრომაციის მეტი კონტროლის მიზნით, კენჭისყრის შედეგები იბეჭდება და ბიულეტენის ერთ კოპიას ამომრჩეველს ეგზავნება, მეორე კი - კონტროლისა და აუდიტისთვის შტატის სახელმწიფო ადმინისტრაციაში ინახება.

ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ, მუშაობას რამოდენიმე დამოუკიდებელი აუდიტორული კომისია შეუდგება, Blockchain-ზე ხმის მიცემის პროცესის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის პრფესიონალური დასკვსნის დასაწერად. ექსპერტების საბოლოო დასკვნის საფუძველზე, რომელიც გაზაფხულე იქნება გამოქვეყნებული, გადაწყდება ტექნოლოგიის ქვეყნის მასშტაბით დანერგვის საკითხი.


ასევე წაიკითხეთ

20722018-12-05

ისლამური ბანკი ​ შარიათისთვის DLT-გადაწყვეტილებას მიიღებს

IsDB, რომელიც პროექტს საკუთარი შვილობილი კომპანიის, კერძო სექტორის ისლამური კორპორაციის განვთარების საშუალებით გაუშვებს, ცდილობს გააუმჯობესოს თანამშრომლობა ტრადიციულ და ისლამურ ბანკებს შორის, სწრაფად და ეფექტურად შექმნას, ამავდროულად არ დაარღვიოს შარიათის ნორმები.

Blockchain
25842018-11-05

შეძლებს თუ არა ბლოკჩეინი Goldman Sachs-ის გადარჩენას?

Goldman Sachs არსებობის განმავლობაში ყველაზე უარეს სკანდალში გაეხვა - მრავალმილიარდიანი საერთაშორისო თაღლითობა. გამომძიებლები ამ საქმეს მალაიზიის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ რაზაკს უკავშირებენ, რომელმაც თაღლითობის გზით მოპოვებული სახსრები ფუფუნების საგნებზე და ცხოვრების ექსტრავაგანტულ რიტმზე დახარჯა.

Blockchain, ბანკები

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან Blockchain

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64352018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43212018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33712018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33552018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32792018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain